#OK! INSTA INSPIRATION – ნათია ფარცხალაძე

1 month ago 12

ვინ: @natia_partskhaladze

გამომწერი: 14,3 k

პროფესია: კომუნიკაციების სპეციალისტი

სტილი: კლასიკური

მოდის კერპი: Grace Kelly

სტილის ინსპირაცია: ჩემთვის სტილი უფრო პიროვნულ გამოხატვასა და თავდაჯერებულობას ეხება, ვიდრე ერთი კონკრეტული ადამიანის ჩაცმულობას

საყვარელი მოდის ეპოქა: 1950-იანი წლების გლამური კლასიკური ელეგანტურობა, დახვეწილი სილუეტები, ტანისამოსი, რომელიც ხაზს უსვამს ქალურობას

საყვარელი დიზაინერი და ბრენდი: დიზაინერი: ტომ ფორდი, განსაკუთრებით „გუჩის“ პერიოდის ტომ ფორდი

ბრენდი: ბრენდები და ნივთები ჩემთვის უფრო ისტორია და ის ამბებია, რაც ამ ბრენდის და მოდის სახლების უკან დგას. ძალიან მომწონს ამ მხრივ Brunello Cucinelli

ითვალისწინებთ თუ არა სეზონის ტენდენციებს? თუ კი, რომელია ამ სეზონის თქვენი საყვარელი ტენდენცია?

არავის არ უნდა ძველმოდურად გამოიყურებოდეს, ამიტომ, რა თქმა უნდა, აქვს გავლენა ჩემზე ტენდენციებს. ამ სეზონზე ძალიან მიხარია, რომ დაბრუნდა ქალურობა და წელში გამოკვეთილი სილუეტები.

საყვარელი ფერი/პრინტი: უამრავი ფერი მიყვარს, დამოკიდებულია სეზონსა და გარემოზე. ძალიან მიყვარს polka dot კოპლებიანი

ქუსლიანი ფეხსაცმელი თუ სპორტული ფეხსაცმელი: ქუსლიანი

საყვარელი აქსესუარი: სამაჯური და სათვალე

3 შეუცვლელი რამ თქვენს გარდერობში: ჩემს გარდერობში ყოველთვის არის ერთი კლასიკური კაბა, შარვალი და კოსტიუმი, ჯინსი

3 შეუცვლელი მოვლის საშუალება: ექსფოლიატორი, დამატენიანებელი საცხი, კოლაგენი.

თავისუფალ დროს: მეგობრები, ბუნებაში სეირნობა, თეატრი.

იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს OK: ჯერ კარგად გავიცნოთ საკუთარი თავი და მერე შევიყვაროთ.

სრულად წაკითხვა