ჟურნალი OK! გაგაცნობთ ქართულ ბრენდს, KO-Kaia-ს, რომელიც საზოგადოებას დახვეწილი, ელეგანტური და ხარისხიანი სამოსის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ბრენდის დაფუძნების იდეა ირინა კოკაიას ჯერ კიდევ ბავშვობაში, 5 წლის ასაკიდან გაუჩნდა, სადაც მომხმარებელს კომფორტულ და ხარისხიან პროდუქციას შესთავაზებდა და როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, მაშინვე დაიწყო საკუთარი ოცნების სისრულეში მოყვანაზე ზრუნვა და მუშაობა. 2012 წლიდან დააფუძნა საკუთარი ბრენდი, 2019-ში კი შექმნა გვერდი და დაიწყო საზოგადოებისთვის თავისი კოლექციის გაზიარება.
დღეს უამრავი ერთგული მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც ყოველი ახალი კოლექციის შექმნას მოუთმენლად ელიან და სიამაყით იწონებენ თავს მათი მორგებითა და ტარებით.
საზოგადოებას ძირითადად გამოსასვლელ ტანსაცმელს სთავაზობს და ძალიან ახარებს, რომ მოთხოვნა დიდია მის პროდუქციაზე და მოდელებიც მრავალფეროვანი აქვს, რათა ყოველთვის ჰქონდეთ მომხმარებლებს არჩევანის საშუალება.
მოგეხსენებათ, ხარისხი არის ის მთავარი კრიტერიუმი, რომელიც მოიზიდავს მომხმარებელს და ერთი შეხედვით თვალსაჩინოა ნებისმიერი ადამიანისთვის. სწორედ ამიტომ ბრენდი მუდმივად ცდილობს საზოგადოებას ყოველთვის მაღალი ხარისხი შესთავაზოს.
ბრენდის მთავარი ნიშა და უპირატესობა გამორჩეული და განსხვავებული სტილის მოდელებია. ბრენდის დამფუძნებელი ცდილობს შექმნას ისეთი პროდუქცია, რომელსაც ყველგან ვერ შეხვდებით, შესაბამისად, ნიშა ერთი შეხედვით თვალსაჩინოა.
რაც შეეხება ბრენდისთვის დამახასიათებელ სტილს, შედარებით კლასიკურია. ამასთან ერთად, ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს ისეთ პროდუქციას, რომელიც დროს გაუძლებს და ყოველთვის შეძლებთ მის გამოყენებას. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მცირე დოზით, მაგრამ მაინც გვერდს ვერ ავუვლი სწრაფ მოდას, შესაბამისად, KO-Kaia-ში წარმოდგენილია ისეთი მოდელებიც, რომლებიც სეზონურია.
KO-Kaia-ს კოლექციის შეძენას და დათვალიერებას შეძლებთ როგორც მაღაზიებში, ასევე ონლაინ, ინსტაგრამის გვერდზე – kokaia_fashion_house, და ფეისბუქზე – Fashion House „KO-Kaia“• მოდის სახლი „კოკაია“.
ბრენდი სამომავლოდ არ აპირებს გაჩერებას და უახლოეს მომავალში ფეშენვიკებში მონაწილეობას და ევროპაში გასვლასაც გეგმავს.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: მარეხი პაკელიანი