იტალიური ბრენდის Marina Rinaldi-ს სამოსი შექმნილია ყველა ქალისთვის, განურჩევლად ზომისა, ასაკისა და პერსონალური სტილისა. Marina Rinaldi ერთ-ერთი პირველი დიზაინერი იყო, რომელმაც 1850 წელს არასტანდარტული ზომის სამოსი შეკერა ფორმებიანი ქალბატონებისთვის. ამ წლების განმავლობაში ბრენდმა შემოგვთავაზა არაერთი წარმატებული კოლექცია და კოლაბორაცია სხვადასხვა დიზაინერთან ერთად. ის არ ერიდება ექსპერიმენტებს ფერების არჩევისას, მისი მიზანია, რომ ყველა ქალმა თავი თავდაჯერებულად და ელეგანტურად იგრძნოს. ბრენდის კონცეფცია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ყველა ქალი განსაკუთრებული და ლამაზია და Marina Rinaldi-ს სამოსი შექმნილია მათი მოდური ფანტაზიების ასასრულებლად. სამოსის შეძენა ახლა უკვე შესაძლებელია თბილისში, ოფიციალური ფრენჩაიზერის, Platano ჯგუფის მაღაზიაში. მის: ჭავჭავაძის გამზირი 46. Marina Rinaldi-ს შესახებ უფრო დეტალურად ბრენდის ელჩი საქართველოში, თამარ სულავა გვესაუბრება.
როგორია ბრენდის შექმნის ისტორია?
თამარ სულავა: Marina Rinaldi 1980 წელს Achille Maramotti-ის Max Mara ჯგუფის დამფუძნებლის გონიერი ინტუიციის წყალობით დაარსდა. Marina Rinaldi Achille Maramotti-ის დიდი ბებია გახლდათ, რომელმაც 1850 წელს პირველმა შეკერა არასტანდარტული ზომის ტანსაცმელი, ე.წ Curvy თარგით – ფორმებიანი ქალბატონებისთვის. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ბრენდი ამ მიმართულებით პიონერია.
ბრენდის მისია ქალბატონებისთვის მრავალფეროვანი და სხვადასხვა ზომის სამოსის შეთავაზებაა. იგი საწყისშივე, მოდაში ინკლუზიურობის კონცეფციის დამკვიდრებას ემსახურებოდა, რაც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია.
Marina Rinaldi ქმნის კოლექციებს ყველა ქალბატონისთვის – „მოდა ყველა ქალისთვის“ – ასეთია ბრენდის კონცეფცია, განურჩევლად ზომისა, ასაკისა და პერსონალური სტილისა.
გაიხსენეთ ამ ბრენდთან დაკავშირებული თქვენი პირველი გამოცდილება.
პირადად მე ამ ბრენდთან განსხვავებული ემოციური კავშირი მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ, ბავშვობაში, 90-ან წლებში, როდესაც საშუალო სკოლის მოსწავლე ვიყავი, ვცხოვრობდი ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ პიაჩენცაში. მახსოვს, თვეების განმავლობაში მშობლების მიერ გამოგზავნილ თანხას ყულაბაში ვაგროვებდი. ამ თანხით კი დედას ლამაზი აბრეშუმის ჭრელი კაბა ვაჩუქე. მოგეხსენებათ, რომ იმ წლებში საქართველოში მსგავსი ბრენდების მაღაზიებითა და არჩევანით განებივრებულები არ ვიყავით. დღეს უკვე საქართველოში Marina Rinaldi-ს ელჩი ვარ, რაც ძალიან დიდი პატივი და სიამოვნებაა ჩემთვის.
წარმოგვიდგინეთ 2025 წლის გაზაფხულის კოლექცია, რით არის შთაგონებული?
უპირველესად, მინდა აღვნიშნო ის ყურადღება, რაც სამოსის შექმნასა და შემდგომ უკვე თითოეულ მომხმარებელს ეთმობა, განსაზღვრავს ბრენდის უნიკალურობას. კოლექციები მოიცავს როგორც ყოველდღიურ, ასევე ოფიციალურ, Luxury, წითელი ხალიჩის, განსაკუთრებული შემთხვევებსა და თავისუფალ სტილს.
2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ინსპირაცია კი არის საფრანგეთი და ფრანგი ქალბატონების უკვდავი სტილი. პარიზელი ქალბატონების დახვეწილი და დროის მიღმა სტილი ბისტროს მაგიდასთან ჰიპერქალურ სილუეტებს, კოლექციის ზაფხულის ნაწილი საოცნებო ლაჟვარდოვანი სანაპიროს ატმოსფეროს მოგვაგონებს.
როგორია ქალი, რომელიც Marina Rinaldi-ის სამოსს ირჩევს?
Marina Rinaldi-ს ქალი არის: თავდაჯერებული, ავთენტური, ირონიული, ფერადი, სპონტანური, მოკლედ რომ ვთქვათ, თავისი თავი, როგორც ბრენდის ახალ სარეკლამო რგოლის სლოგანშია აღნიშნული – Simplement Moi.
ბრენდის ტანსაცმლის შეძენა ახლა უკვე თბილისში, ოფიციალური ფრენჩაიზერის, Platano ჯგუფის მაღაზიაში, ჭავჭავაძის გამზირის 46 ნიმერშია შესაძლებელი.
რას მოიცავს თქვენი საქმიანობა და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
პერსონალიზებული მომსახურების გარდა უნიკალურ გამოცდილებას ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს, როგორიცაა ჩვენს სტილისტებთან შოპინგი, გადაკეთების სერვისი, პირადი შეხვედრების ჩანიშვნა და, რა თქმა უნდა, იტალიური Prosecco-თი გამასპინძლება.
ასევე, ჩვენი მიზანია, კოლექციები უფრო და უფრო ფართო აუდიტორიას გავაცნოთ, მოვიცვათ ყველა ასაკობრივი კატეგორია, ამავდროულად, ბრენდის ფასეულობების პოპულარიზაცია მოვახდინოთ და იმ ქალბატონების საზოგადოება შევქმნათ, რომლებიც ამ ფასეულობებს იზიარებენ.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: მარია ჩაიკოვსკაია