ჟურნალი OK!-ს მკითხველი უკვე კარგად იცნობს Memorial Hospitals Group-ს. შესაბამისად, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ეს არის კლინიკების ქსელი, რომელიც მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს თურქულ ბაზარზე და მომხმარებელს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს, რაც მოიაზრებს სრულ სერვისულ პაკეტს, რომელიც მოიცავს როგორც დიაგნოსტიკას, ასევე მკურნალობასა და მკურნალობის შემდგომ follow-up მომსახურებას. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ Memorial-ი უკვე რამდენიმე წელია, რაც ქართულ ბაზარზეც არის წარმოდგენილი და ისევე როგორც თურქეთში, ჩვენს ქვეყანაშიც პაციენტზე ორიენტირებული მიდგომით გამოირჩევა. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალი OK! ბიზნესის განვითარების მენეჯერსა და საქართველოს გუნდის ხელმძღვანელს, ქეთევან მალაყმაძეს და თბილისის წარმომადგენლობითი ოფისის კოორდინატორს, თეონა ბოლოკაძეს პირადად ესაუბრა.
რამდენი ხანია, რაც ქართველი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა Memorial Hospitals Group-ის მომსახურებებით სარგებლობა?
(ქეთევან მალაყმაძე): წლებია, კლინიკების ქსელ „მიმორიალის“ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომია ქართველი პაციენტებისთვის. სერვისების უფრო მეტად გამარტივებისა და ხელმისაწვდომობის მიზნით საქართველოში, კერძოდ თბილისში, უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს წარმომადგენლობითი ოფისი, ხოლო ბათუმში ოფიციალური წარმომადგენელი ოპერირებს აქტიურად, სადაც უახლოეს მომავალში ოფისის გახსნაც იგეგმება.
რა როლი უკავია ამ მიმართულებით Memorial Hospitals Group-ს? ჩეკაპის მნიშვნელობაზე მოგვიყევით.
(თეონა ბოლოკაძე): როგორც თქვენმა მკითხველმა უკვე იცის, კლინიკების ქსელი „მემორიალი“ ქართველ პაციენტებს სთავაზობს სრულ სამედიცინო მომსახურებას – დიაგნოსტიკიდან მკურნალობამდე და შემდგომი დაკვირვების ჩათვლით. პაციენტებს ვაწვდით სერვისებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ონკოლოგია, ნევროლოგია, კარდიოლოგია, ქირურგია, რეპროდუქციული მედიცინა და მრავალი სხვა. ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სერვისია Check-Up მიმართულება.
პირველ რიგში, განვმარტოთ რა არის ჩექაფი? ჩექაფი არის ჯანმრთელობის პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება, რომელიც გვეხმარება დროულად შევამოწმოთ, არის თუ არა ყველაფერი წესრიგში. მისი დახმარებით შესაძლებელია დაავადების აღმოჩენა მანამდე, სანამ სიმპტომები გამოჩნდება. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა ადრეულ ეტაპზე გვარდება, იზრდება გამოჯანმრთელების შანსი, მცირდება სამედიცინო ხარჯები და, რაც მთავარია, ჩვენ ვიხანგრძლივებთ სიცოცხლეს და ვზრუნავთ საკუთარ მომავალზე.
(ქეთევან მალამაძე): არსებობს ჩექაფის როგორც საბაზისო, სტანდარტული, ასევე უფრო ინდივიდუალური პაკეტები (მაგ. ქალის და მამაკაცის ასაკობრივი პაკეტი, კარდიოლოგიური პაკეტი და ა.შ.), რაც მოიცავს ლაბორატორიულ და მაღალტექნოლოგიურ კვლევებს, სპეციალისტებთან კონსულტაციებს. ჩექაფის პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა, ერთ სივრცეში, კომფორტულ და მყუდრო გარემოში, ძალიან მოკლე დროში ჩაიტარონ ყველა საჭირო გამოკვლევა. შემდეგ კი შედეგებით შეხვდებიან სხვადასხვა სპეციალისტს, მიიღებენ პროფესიულ რჩევებს და საჭიროების შემთხვევაში – მკურნალობის გეგმასაც. ეს ყველაფერი სწრაფად, მარტივად და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ხდება.
რა პაკეტებს სთავაზობს Memorial Hospitals Group-ი?
მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც საბაზისო, ასევე სხვადასხვა კვლევის პაკეტებს (ასაკობრივს, დეტალურს, კარდიოლოგიურს და სხვა), რომლებიც მცირედ განსხვავებულია ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში.
- გენეტიკური ჩექაფ-პაკეტი
- ქალისა და მამაკაცის ყოვლისმომცველი დეტალური ჩექაფ-პაკეტები
- სტანდარტული საბაზისო ჩექაფი
- კარდიოლოგიური ჩექაფი
- ბავშვთა სტანდარტული და დეტალური ჩექაფი
- ქალისა და მამაკაცის VIP ჩექაფი
- ქალისა და მამაკაცის 40 წელს ზემოთ ჩექაფ-პაკეტი
- ქალისა და მამაკაცის 40 წელს ქვემოთ ჩექაფ-პაკეტი
რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის პერიოდული კონტროლი საზოგადოების მხრიდან?
ჯანმრთელობის პერიოდული კონტროლი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ის გვაძლევს შესაძლებლობას, დროულად შევამჩნიოთ ნებისმიერი ცვლილება ან პრობლემის ნიშნები ჩვენს ორგანიზმში. ბევრ დაავადებას საწყის ეტაპზე სიმპტომები არ აქვს და სწორედ პროფილაქტიკური შემოწმება – ჩექაფი – გვეხმარება, რომ პრობლემა დროულად გამოვააშკარაოთ.
როდესაც ადამიანი რეგულარულად ამოწმებს ჯანმრთელობას, ის უკეთ იცნობს საკუთარ სხეულს, თავიდან ირიდებს გართულებებს, ზოგავს დროს, ენერგიას და ხარჯებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გონივრული ნაბიჯი, რაც საკუთარი თავისა და ოჯახის კეთილდღეობისთვის შეიძლება გადავდგათ. პერიოდული კონტროლი ბევრად იაფი და ეფექტიანია, ვიდრე მკურნალობა!
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი