#OK! MEN – ლაშაო გაბუნია

2 weeks ago 15

ჩვენი რუბრიკის OK! MEN სტუმარია ახალი თაობის ცნობილი ქართველი მსახიობი, Jesus Star-ის დამფუძნებელი ლაშაო გაბუნია. ლაშამ OK!-თან ინტერვიუს დროს ისაუბრა საკუთარ პროფესიაზე, ხელოვნებაზე, დღევანდელ საზოგადოებაზე, ქართულ ტრადიციებსა და სხმა მრავალ საინტერესო თემაზე.

May be a black-and-white image of 1 person

© ფოტო: Facebook: Lashao gabunia

ხელოვნება და თეატრი

ხელოვნებაში, ალბათ, მთავარია იცოდე − როცა რაღაცას აკეთებ, რისთვის აკეთებ. თუ ამაზე პასუხს გასცემ, შეგიძლია აკეთო და მნიშვნელობა არ აქვს მედიუმს. მეც საკუთარ თავს ვცდი ხოლმე სხვადასხვა დარგში. პანდემიის პერიოდში, როცა არაფერი ხდებოდა ქვეყანაში, ასე გავაკეთე რამდენიმე დამოუკიდებელი არტ-პროექტი. როცა სოციალურ თემებზე ვმუშაობ, თავიდან ვიწყებ ხოლმე თემაზე ფიქრს, ვამუშავებ და შემდეგ ვწყვეტ ვიზუალიზაციის იდეას. ძალიან მიყვარს სიმბოლიკა და ის მომენტი, როცა ინტუიციით ვგრძნობ რაღაცას, შემდეგ კი აღმოვაჩენ, რომ სიმბოლური კავშირი არსებობს.

საკუთარ თავზე დაკვირვებაა ის, რასაც ბოლო პერიოდში ხშირად ვაკეთებ. ახალ ემოციებს ვეძებ და შემდეგ ვცდილობ გვერდიდან შევხედო საკუთარ თავს, რას და როგორ ვგრძნობ ამ დროს. რა მდგომარეობაშია ჩემი სხეული. ვიცი, რომ ამას ადამიანები მუდამ აკეთებენ და ამაში განსაკუთრებული არაფერია, ეს რაღაცნაირად საკუთარი თავის შესწავლას ჰგავს და ბევრი ისეთი რამის აღმოჩენაა შესაძლებელი, რაზეც, ალბათ, აქამდე არ მიფიქრია.

ახალი თაობა

ახალგაზრდა თაობა ძალიან ბრძოლისუნარიანია, თავისუფლების ძიებისკენ მისწრაფებული. ადამიანები, ჩემ გარშემო, ვფიქრობ, მზად არიან იბრძოლონ თავიანთი ღირსებისთვის. მინდა მჯეროდეს, რომ მეც ასე ვარ.

დღევანდელი საზოგადოება

რთულია ვთქვა, რა მომწონს და რა არა. საერთოდ მგონია, რომ ადამიანები ვერგებით მოცემულობას, რომელიც ჩვენთვის კომფორტის ზონაა და თვითმიზანი არა მისი რღვევა, არამედ შენარჩუნებაა, რაც ხელს გვიშლის განვითარებაში.

No photo description available.

© ფოტო: Facebook: Lashao gabunia

ქართული ტრადიციები

ტრადიციები კულტურის ნაწილია. ეს არის ერთგვარი კოდი, რომელიც ყოველდღიურობაში თან დაგვყვება. ტრადიციების არსებობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამას აქვს უარყოფითი და დადებითი მხარეები, რომელთა ნაწილიც უბოროტოა. ასევე, მრავლად არის ტრადიციების ის ნაწილი, რომელიც თავისი არსებობით საფრთხეს უქმნის ადამიანების კეთილდღეობას. ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, ეს არის საძიებო მასალა, რომელიც ძიების პროცესში მიჩენს სურვილს, მოვახდინო ძველის განახლება.

No photo description available.

© ფოტო: Facebook: Lashao gabunia

დღევანდელი საზოგადოება, სოციალური ქსელები და კიბერბულინგი

სოციალურ ქსელებში რაც ხდება, შემიძლია ვთქვა, რომ 95% არაჯანსაღია. საერთოდ, როგორ შეიძლება ჯანსაღი იყოს რაიმე, სადაც საფუძველი შური და ერთმანეთის დამცირების სურვილია. ჩემი აზრით, ესეც იმის ბრალია, რომ ადამიანები სტრესში არიან. უბრალოდ უამრავი დრო აქვთ და ასე ხარჯავენ. მართლა მგონია, რომ ამ ადამიანების ნაწილს მაინც, თუ ექნება თავისი საქმე და შესაბამისი ანაზღაურება, ინტერნეტში სხვების ბულინგის მცდელობის არც სურვილი ექნებათ და არც დრო.

No photo description available.

© ფოტო: Facebook: Lashao gabunia

ძველ თაობა და დღევანდელი ურთიერთობები…

არ მიყვარს თაობათა ომებში ჩაბმა. უბრალოდ ვისურვებდი, რომ ერთმანეთის მოსმენა შეგვეძლოს და შემდეგ გვესმოდეს ერთმანეთის.

წერილი წარსულში

ბაბუაჩემს მივწერდი, რომ მენატრება და იმედი, რომელიც ჩემზე ჰქონდა დამყარებული, არ გავუცრუე.

ფოტო: OK! Magazine Georgia

საქართველო, რომელშიც გსურთ 30 წლის შემდეგ იცხოვრებდა

სადაც თანასწორი უფლებები ექნება ყველა ადამიანს. არ მოხდება გარჩევა სქესის, კანის ფერის, სოციალური კლასის, რელიგიის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნებით. ვიცხოვრებდი ისეთ ქვეყანაში, სადაც დაფასებული იქნება ადამიანების შრომა. ევროპულ საქართველოში ვისურვებდი ცხოვრებას. ჩემი აზრით, ღირებულებები, რომლებიც ევროპას აქვს, გულისხმობს თავისუფლების შინაარსის განსაზღვრებას.

No photo description available.

© ფოტო: Facebook: Lashao gabunia

სრულად წაკითხვა