#OK! NeonCraft – განათება, რომელიც ისტორიის, ემოციისა და მუსიკის ფონზე იქნება

2 weeks ago 10

ნეონური განათება ხელოვნებისა და ტექნოლოგიის შერწყმაა, NeonCraft კი ამას უმაღლესი ხარისხითა და ინდივიდუალური მიდგომით გთავაზობთ. ჟურნალი OK! გიორგი ვარდოსანიძეს, ნეონკრაფტის დამფუძნებელს გაესაუბრა, რომელმაც ბრენდის შექმნის ისტორია გაგვიზიარა.

როგორ დაიბადა NeonCraft-ის შექმნის იდეა?

NeonCraft-ის შექმნა იყო პასუხი მზარდ მოთხოვნაზე. თანამედროვე სივრცეებს სჭირდებათ დეტალები, რომლებიც ხაზს გაუსვამენ სტილს და გამოარჩევენ სხვებისგან. ნეონ დიზაინს ჰქონდა უდიდესი პოტენციალი და გადავწყვიტე შემექმნა ბრენდი, რომელიც ყველა ადამიანის მოთხოვნას დააკმაყოფილებდა.

როგორ იქმნება ნეონის განათება?

პროცესს ვიწყებთ სკეჩით ან გრაფიკული დიზაინით, რომელიც ინდივიდუალურად და შეთანხმებით კეთდება, შემდეგ ვიყენებთ მაღალი ხარისხის LED ნეონებს, რომლებიც მოქნილია და უსაფრთხო. თითოეული დეტალი ხელით კეთდება, რაც დიდ დროს და სიფრთხილეს მოითხოვს. ბოლოს, ირთვება სპეციალური ტრანსფორმატორით, შედეგი კი მკვეთრი, თვალშისაცემი და დახვეწილი შუქია, რომელიც წლების განმავლობაში არ კარგავს ეფექტს.

ვისთვის არის თქვენი პროდუქტი?

ნეონები შესანიშნავია კაფე-ბარებისთვის, ინტერიერის დიზაინისთვის, დაბადების დღეებისთვის, ფოტოსესიებისთვის, ღონისძიებებისთვის და ზოგადად ყველასთვის, ვისაც სურს გამორჩეული და მიმზიდველი დეტალი სივრცეში. რაც გვანსხვავებს სხვებისგან – ეს არის ხარისხი, სისწრაფე და კრეატივი. ჩვენთან არა მარტო დიზაინი, არამედ ისტორიაც იქმნება. შეკვეთიდან 2-5 სამუშაო დღეში უკვე გექნება შენი პერსონალური განათება!

როგორ ხდება მომხმარებელთან თანამშრომლობა პერსონალიზებულ შეკვეთებზე?

ყველაფერი იწყება დიალოგით. ვამზადებ ვიზუალურ ვარიანტს, რომელსაც თქვენთან ერთად ვამუშავებ. შეთანხმების დამტკიცების შემდეგ ვიწყებ წარმოებას. მთელი პროცესი მოქნილია და მორგებულია მომხმარებელზე. მთავარი არის ის, რომ საბოლოო შედეგი იყოს ზუსტად ისეთი, ან იმაზე უკეთესი, როგორიც შენ წარმოიდგინე.

რა გაძლევთ ყველაზე დიდ ინსპირაციას ნამუშევრების შექმნისას?

ინსპირაცია მოდის ადამიანების, მათი ისტორიების, ემოციების, მუსიკის, სტილის და ზოგჯერ უბრალო ფრაზისგანაც კი. როცა ვხედავ, ჩემი ნამუშევარი როგორ ანათებს დღესასწაულს, სივრცეს ან იდეას – ეს არის ყველაზე დიდი მოტივაცია.

სრულად წაკითხვა