#OK! „მის სამყარო 2025“ მექსიკელი ფატიმა ბოში გახდა

28 minutes ago 1

21 ნოემბერს ტაილანდში საერთაშორისო სილამაზის კონკურსი, „მის სამყარო 2025“ ჩატარდა, რომლის გამარჯვებული 25 წლის მექსიკელი მოდელი, ფატიმა ბოში გახდა. გამარჯვებულს გვირგვინი „მის სამყარო 2024“-ის გამარჯვებულმა, დანიელმა ვიქტორია კიაერ თეილვიგმა  გადასცა.

Мисс Вселенная 2025 победительница – что известно о Фатиме Бош из Мексики и в какой скандал она попала – Фото | OBOZ.UA

შეგახსენებთ, რომ ფატიმა ბოში ის გოგონაა, რომელსაც „მის სამყაროს“ ორგანიზაციის აზია-ოკეანიის ვიცე-პრეზიდენტმა, ნავატ იცარაგრისილმა სპონსორების მიერ დაფინანსებული ფოტოსსესიის გამოტოვების გამო, შეურაცხყოფა მიაყენა, სულელი უწოდა და დარბაზიდან გააძევა. „მის სამყარო 2024“-ის გამარჯვებულმა კონკურსის ორგანიზატორის სიტყვები ქალების მიმართ უპატივცემულობად შეაფასა და ღონისძიება დატოვა. მას სხვა კონკურსანტებიც გაჰყვნენ.

 участницы разрыдались от грубости организатора и покинули зал - KP.RU

იცარაგრისილი მალევე კონკურსიდან მოხსნეს. მან ჟურნალისტები შეკრიბა, რათა ქალებისთვის საჯაროდ ბოდიში მოეხადა.

 „უნდა გესმოდეთ, ეს ძალიან სტრესულია. მე კი ადამიანი ვარ. ზოგჯერ თავს ვერ ვაკონტროლებ“ – განმარტა მან და ცრემლები წამოუვიდა.

 Наваат Ицарагрисил извинился со слезами на глазах.

ინცინდენტის შემდეგ კონკურსის მთავარმა ოფისმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ორგანიზატორის ქცევა დაგმო.

„მის სამყაროზე“ მეორე ადგილი 29 წლის ტაილანდიელმა პრავენარ სინგჰმა დაიკავა. ხუთეულში შევიდნენ 25 წლის ვენესუელელი სტეფანი აბასალი, 28 წლის ფილიპინელი ახტისა მანალო და 27 წლის ოლივია იასე გახდა. ტოპ 12-ში მოხვდნენ გოგონები ჩილედან, კოლუმბიიდან, კუბიდან, გვადელუპიდან, პუერტო რიკოდან, ჩინეთიდან და მალტიდან.

ვინ არის ფატიმა ბოში?

 итоги конкурса, победительница

ფატიმა ბოში 2000 წელს მექსიკის შტატ ტაბასკოში დაიბადა. ექვსი წლის ასაკში ექიმებმა მას დისლექსია და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი დაუდგინდეს. გოგონას სწავლა უჭირდა და თანატოლები აბუჩად იგდებდნენ. დღეს ფატიმას მიაჩნია, რომ სირთულეებმა ის მომავლისთვის მოამზადა.

„მივხვდი, რომ ჩემი ძალა ჩემში იყო და არა სხვების მოსაზრებებში“, – ამბობს „მის სამყაროს“ გამარჯვებული.

16 წლის ასაკში ფატიმა ბოში საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და ერთი წელი ვერმონტში ისწავლა. ამის შემდეგ მეხიკოში, იბეროამერიკულ უნივერსიტეტში მოდის დიზაინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, შემდეგ კი სწავლა მილანში, NABA-ს სახვითი ხელოვნების აკადემიაში განაგრძო. გოგონა წლების განმავლობაში ტაბასკოში, კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის ყოველწლიურ სათამაშოების აქციას აწყობდა.

`ყოველდღე ვმუშაობ საკუთარ თავზე იმ პატარა გოგონას გულისთვის, რომელიც ვიყავი საკუთარი შიშებით, რწმენითა და ოცნებებით, რათა მან დღეს შემომხედოს და იამაყოს იმით, ვინც ვხდები“ – ფატიმა ბოში.

„ყოველდღე ვმუშაობ საკუთარ თავზე იმ პატარა გოგონას გულისთვის, რომელიც ვიყავი, მისი შიშებით, რწმენითა და ოცნებებით, რათა მან დღეს შემომხედოს და იამაყოს იმით, ვინც ვხდები“ – ფატიმა ბოში.

როდესაც ფატიმამ „მის მექსიკა“-ს ტიტული მოიპოვა, თითქმის არავინ მიულოცა. ბევრს მიაჩნდა, რომ გვირგვინი სხვა შტატის წარმომადგენელს, იოანა გუტიერესს ეკუთვნოდა. ფატიმამ გადაწყვიტა, რომ ყურადღება არავისთვის მიექცია და გამარჯვებით დამტკბარიყო.

„როდესაც ასეთი რამ ხდება, ზრდასრულმა ადამიანმაც კი შეიძლება თავი დაუცველი ბავშვივით იგრძნოს, მაგრამ უფლება არ უნდა მივცეთ, რომ ჩვენი განწყობა სხვებზე იყოს დამოკიდებული“ – ამბობს გოგონა.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! “მის სამყარო 2023” ნიკარაგუელი მოდელი შეინის პალასიოსი გახდა

სრულად წაკითხვა