#OK! ქეით მიდლტონი ორი წლის შემდეგ Royal Variety Performance-ზე დაბრუნდა

16 hours ago 6

უელსის პრინცი და პრინცესა Royal Variety Performance-ის საქველმოქმედო საღამოს დაესწრნენ.

43 წლის უელსის პრინცესამ საღამოსთვის Talbot Runhof-ის გრძელი, ზურმუხტისფერი ხავერდის კაბა, Manolo Blahnik-ის ფეხსაცმელები და Jenny Packham -ის ელეგანტური, ბზინვარე კლატჩი შეარჩია.

Кейт Миддлтон

ლუქის დასრულებაში ქეითს სამეფო ზარდახშის მდიდრული სამკაულები დაეხმარა: Greville Chandelier Cartier-ის ბრილიანტის საყურეები, რომლებიც ელისაბედ II-მ ქორწინების დღეს აჩუქა და Garrard & Company-ის 1932 წლის სამაჯური, რომელიც  თავდაპირველად ყელსაბამი იყო, მაგრამ დედოფალ მარიას შეკვეთით გადააკეთეს. ქეითის უსახელო თითს ტრადიციულად, მისი საყვარელი საფირებითა და ბრილიანტებით მორთული ბეჭედი ამშვენებდა. თავდაპირველად, ის პრინცესა დიანას ეკუთვნოდა, ხოლო ნიშნობის შემდეგ უილიამმა თავის საცოლეს გადასცა.

Принц Уильям и Кейт Миддлтон

უელსის პრინცმა უპირატესობა შავი, კლასიკური ხავერდის კოსტიუმს მიანიჭა, რომელსაც თოვლივით თეთრი პერანგი და პეპელა ჰალსტუხი შეუხამა. ბრიტანეთის მომავალ მეფეს მაჯაზე კვარცის Omega Seamaster Professional-ის ლურჯციფერბლატიანი საათი ეკეთა, რომელიც ბავშვობაში დედამ აჩუქა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქეითი და უილიამი Royal Variety Performance-ის საქველმოქმედო შოუს ბოლოს 2023 წელს დაესწრნენ, როდესაც პრინცესას კიბო გამოვლენილი არ ჰქონდა.

შოუ ყოველწლიურად, საქველმოქმედო მიზნით ტარდება. მიღებული შემოსავალი ხელმოკლე მსახიობებსა და ინდუსტრიის მუშაკებს გადაეცემათ. Royal Variety Performance პირველად 1912 წელს გაიმართა, ხოლო მისი პირველი სამეფო სტუმრები გიორგი V და დედოფალი მარია იყვნენ.

წელს „ალბერტ ჰოლში“ წარდგენილი იყო მიუზიკლი Les Misérables, რომელშიც 400-ზე მეტი არტისტი მონაწილეობდა. საღამო სპეციალური ქორეოგრაფიული ნომრით დასრულდა, რომელიც America’s Got Talent-ის გამარჯვებულებმა წარმოადგინეს. მათ გარდა, წლევანდელ სპექტაკლებში მონაწილეობდნენ ჯესი ჯეი, კეტრინ ჯენკინსი, სტივენ ფრაი, ტომ დევისი და სხვები.

Royal Variety Performance 2025 tickets for sale - official supplier – Royal Variety Charity

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ექსპერტები: “ქეით მიდლტონის პიროვნება უფრო ძლიერია, ვიდრე პრინცი უილიამის”

სრულად წაკითხვა