#OK! Netflix-ის არსებობის მანძილზე ყველაზე პოპულარული სერიალი დაასახელეს

3 hours ago 4

უცნაური ამბები“ (Stranger Things) Netflix-ის არსებობის მანძილზე ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა. Variety-ის ინფორმაციით, სერიალს ჯამში, 1.2 მილიარდჯერ უყურეს.

Сериал очень странные дела

უცნაურმა ამბებმა ნახვების რაოდენობით Netflix-ის სხვა ჰიტებს – უენსდეისა“ (Wednesday) და კალმარის თამაშს“ (Squid Game) გადაასწრო.

27 ნოემბერს უცნაური ამბების მეხუთე სეზონის პირველი ნაწილის პრემიერა შედგა, რომელმაც 25 დღეში 102.6 მილიონი ნახვა დააგროვა. გარდა ამისა, მეხუთე სეზონის პირველი ნაწილი იმ 93 ქვეყნიდან 90-ში, სადაც Netflix-ი ხელმისაწვდომია, კვირის ყველაზე ნახვადი პროექტი გახდა.

 как сериал «Очень странные дела» стал феноменом поп-культуры | Forbes Life

უცნაური ამბების მეხუთე სეზონის მეორე ნაწილი 2025 წლის 25 დეკემბერს გამოქვეყნდება, ბოლო სერია კი 2025 წლის 31 დეკემბერს.

„უცნაური ამბები“ ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალია, რომელიც სცენარის ავტორები, რეჟისორები და თანაპროდიუსერები არიან ძმები დაფერები, შოუნ ლევისთან და დენ კოენთან ერთად. სერიალში მოქმედება 1980-იან წლებში, გამოგონილ ქალაქ ჰოუკინსში ვითარდება. მთავარი გმირები სკოლის მოსწავლეები არიან. ერთ-ერთი მათგანი, უილ ბაიერსი (ნოა შნაპი),  ე.წ. „ამოტრიალებულ სამყაროში“ (The Upside Down) ხვდება, სადაც მონსტრი დემოგორგონები ბინადრობენ. მეგობრის გადარჩენის მცდელობისას ბავშვები ზეგაბუნებრივი ნიჭით  დაჯილდოებულ გოგონას ხვდებიან, რომელიც „თერთმეტის“ (Eleven – მილი ბობი ბრაუნი) სახელითაა ცნობილი. მალე ირკვევა, რომ დემოგორგონები ისეთი საშიშნი არ არიან, როგორც „ამოტრიალებულ სამყაროში“ ჩასაფრებული სხვა არსება – ვეკნა.

 почему сериал снова в топ-поиска

სერიალში ასევე მონაწილეობენ აინონა რაიდერი, დევიდ ჰარბორი, უმა თურმანისა და ან ჰოუკის ქალიშვილი მაია ჰოუკი და სხვები.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! მატილდა გვარლიანმა Models.com-ის ქუჩის სტილის კატეგორიაში გაიმარჯვა

სრულად წაკითხვა