#OK! რამდენს გამოიმუშავებს მერაია ქერი თავისი საშობაო სიმღერით?

7 hours ago 5

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მხოლოდ ერთ, სწორად შერჩეულ და საუკეთესოდ შესრულებულ სიმღერას შეუძლია შემსრულებელის სახელი უკვდავყოს.  ამერიკელი მომღერლის, კომპოზიტორისა და მუსიკალური პროდიუსერის, მერაია ქერისთვის ასეთ სიმღერად მისი საშობაო ჰიტი All I Want for Christmas Is You იქცა. 1994 წლის სიმღერა, რომელმაც დიდი ხანია, მსოფლიო დაიპყრო, მომღერლის საბანკო ანგარიშს მუდმივად ავსებს.

Рождественская песня Мэрайи Кэри побила рекорд по прослушиваниям за сутки | Forbes Life

The Economist-ის ანალიტიკოსების აზრით, საშობაო სიმღერას მერაიასთვის ყოველწლიურად, 2.5 მილიონი დოლარი მოაქვს. სხვა ექსპერტები კიდევ უფრო შთამბეჭდავ ციფრს ასახელებენ – წელიწადში სამ მილიონ დოლარამდე.

All I Want for Christmas Is You -ის წარმატების მასშტაბები განსაცვიფრებელია – მხოლოდ Spotify-ზე სიმღერას 2.24 მილიარდზე მეტი მოსმენა აქვს. ხოლო Forbes-ის 2022 წლის მონაცემებით, სიმღერის გამოსვლის დღიდან მიღებული ჰონორარების ოდენობა 92 მილიონ დოლარს აჭარბებს.

Рождественская песня Мэрайи Кэри побила новый рекорд по прослушиваниям | BURO.

1994 წლის ჰიტი მერაია ქერიმ 15რომელიც  Billboard-ის ჩარტებში ყოველ სადღესასწაულო სეზონზე ბრუნდება, ისმის უამრავ სარეკლამო რგოლში და თავად მომღერლის საშობაო კონცერტებზე.

„All I Want For Christmas Is You“ მერაია ქერიამ და კომპოზიტორმა ვოლტერ აფანასიევმა რამდენიმე წუთში დაწერეს.

„ეს სიმღერა ასეთი პოპულარულია მისი სიმარტივისა და სიცხადის გამო გახდა. მე და მერიამ მთავარი მელოდია და მარტივი ტექსტი სულ რაღაც 15 წუთში დავწერეთ. მთავარი კომპოზიცია სწრაფად დავასრულეთ. სინამდვილეში, ეს ჩემთვის ძალიან ადვილი დასაწერი სიმღერაა“ – აღიარა ვოლტერ აფანასიევმა.

აღსანიშნავია, რომ თავად მერაიასთვის „საშობაო მილიონები“ შესაძლებლობაა, რომ შექმნას ზღაპარი, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდა.

„ყოველთვის მინდოდა შობის ბრწყინვალედ გატარება, მაგრამ ჩემმა ოჯახმა ყველაფერი გააფუჭა. დისფუნქციურ ოჯახში გავიზარდე, ამიტომ დავიფიცე, რომ გავიზრდებოდი და ყოველ შობას არაჩვეულებრივს გავხდიდი“, – აღიარა მომღერალმა 2019 წელს, Cosmopolitan-თან ინტერვიუში.

 сколько зарабатывает Мэрайя Кэри на рождественском хите - IVONA.UA

2022 წელს  მარაია კერის საშობაო სიმღერამ ერთ დღეში სტრიმინგით მოსმენის რეკორდი მოხსნა. Vulture-ის ცნობით, All I Want For Christmas Is You 24 დეკემბერს Spotify-ზე 21,273,357-ჯერ მოისმინეს, რითაც ერთ დღეში სტრიმინგით მოსმენის ახალი რეკორდი დაამყარდა.

უდიდესი წარმატების მიუხედავად, მარაიას ჰიტს ბინგ კროსბის White Christmas უსწრებს და ყველა დროის ყველაზე გაყიდვად საშობაო სიმღერად რჩება (დაახლოებით 50 მილიონი გაყიდული ასლით), მას მოსდევს ამავე მომღერლის Silent Night 30 მილიონი ასლით. All I Want For Christmas Is You16 მილიონი გაყიდვით, მესამე ადგილზეა, ხოლო ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სინგლებს შორის მე-12 პოზიციაზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! “საოცარი მსგავსება დედა-შვილს შორის” – მერაია ქერი 11 წლის ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

სრულად წაკითხვა