ბრედლი კუპერმა სუპერმოდელ ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა – ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 50 წლის მსახიობი და 30 წლის მოდელი 2026 წელს დაქორწინდებიან.

წყაროს ინფორმაციით, კუპერმა დაქორწინების გეგმები დედას, გლორია კამპანოს გაუზიარა.
„დედა-შვილი ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა და ბრედლი მას არაფერს უმალავს“ – აღნიშნა წყარომ ინტერვიუში.

გამოცემა ირწმუნება, რომ ჯიჯი ჰადიდმა ბრედლი კუპერის გეგმების შესახებ წინასწარ იცოდა და მშობლებთან მოსალოდნელი ქორწინება უკვე განიხილა.
„ჯიჯის დედა თანახმაა, რადგან ეს ისედაც ცხადი იყო, თუმცა, მამისთვის იმის თქმა, რომ ბრედლიზე დაქორწინება სურს, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ყველაფერი ბევრად უფრო ოფიციალური გახდა“, – აღნიშნა წყარომ.

ჭორები, რომ ბრედლი კუპერის ჯიჯი ჰადიდზე დაქორწინებას გეგმავს, გასულ ზაფხულს გავრცელდა. მანამდე, ცოტა ხნით ადრე, მოდელმა მსახიობთან ერთად დაბადების დღე აღნიშნა და ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც არათითზე ნიშნობის ბეჭედი უკეთია. ამის შემდეგ ჰადიდი ბრედლი კუპერის ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა.


კუპერმა და ჰადიდმა ურთიერთობა 2023 წელს დაიწყეს. მანამდე მსახიობს ხანმოკლე ქორწინება ჰქონდა მსახიობ ჯენიფერ ესპოზიტოსთან, სუპერმოდელ ირინა შეიკთან კი ქალიშვილი, ლეა შეეძინა. ჯიჯისთვის, რომელსაც მომღერალი ზეინ მალიკისგან ქალიშვილი, ჰეი შეეძინა, ეს პირველი ქორწინება იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! ვარსკვლავური წყვილის ახალი ფოტოები: ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი ერთად ისვენებენ

9 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·