#OK! Piazza Epigraph Hotel – საუკეთესო არჩევანი კომფორტული და სასიამოვნო დასვენებისთვის

1 month ago 49

გაგაცნობთ ბუტიკ სასტუმრო Piazza Epigraph Hotel-ს რომელიც, ბათუმის მზიანი ქუჩების შუაგულში მდებარეობს და 36 კომფორტულ და დამსვენებლის ინტერესებზე მორგებულ ნომრებს აერთიანებს. რამდენი ხანია რაც ბაზარზე ოპერირებს, რა მომსახურებებს მოიცავს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ სასტუმროს გენერალური მენეჯერი ანა თურმანიძე გვიამბობს.

გაგვაცანით სასტუმრო Piazza Epigraph Hotel, რამდენი ხანია რაც ბაზარზე გამოჩნდა?

მოგესალმებით, მე გახლავართ ანა თურმანიძე, „პიაცა ეპიგრაფის“-ის გენერალური მენეჯერი. სასტუმრო გზაჯვარედინზე, პიაცას მოედნიდან 50 მეტრში და ზღვიდან 200 მეტრის მანძილზე მდებარეობს. ეს მდებარეობა საშუალებას გაძლევთ აღმოაჩინოთ ქალაქის მრავალი ღირსშესანიშნაობა ფეხით სიარულისას და დატკბეთ ძველი ბათუმის შესანიშნავი ხედებით.

სასტუმროს მართავს საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია „მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალი“, შესაბამისად ის გაიხსნა 4 ვარსკვლავიანი სასტუმროსთვის დაწესებული საერთაშორისო ბრენდის მოთხოვნების დაცვით. სასტუროს ნომრები დასვენების და საქმიანი ვიზიტით ჩამოსული სტურებისთვისაა განკუთვნილი და ყველა მათ მოთხოვნას პასუხობს. სასტუმროს აქვს 36 ნომერი, აქედან 18 სტანდარტული, 11 დელუქსი და 7 პრემიუმ კატეგორიის ნომერი. სასტუმროს გააჩნია შეხვედრის სივრცე და ქართული ბრენდირებული კაფე Ornament Batumi.

ორნამენტ ექსპრესის ერთგულ სტუმრებს უკვე ბათუმშიც შეუძლიათ დააგემოვნონ საყვარელი კერძები და დესერტები. კაფე დიზაინის იმ ელემენტებით არის შესრულებული, რაც დამახასიათებელია ორნამენტ ექსპრესის ბრენდისთვის.  მცენარეების სიმრავლე და მწვანე გარემო აქაც ჩვეული შტრიხია. საუზმე ადრე დილით, ბიზნეს ლანჩის მენიუ, ნაცნობი დესერტები და სასმელები ამ კაფეს საუკეთესო ადგილად აქცევს.

რა სახის მომსახურებას სთავაზობთ საზოგადოებას?

სასტუმრო ,,პიაცა ეპიგრაფში“ დასასვენებლად ხართ ჩამოსული, მივლინებაში თუ საქორწილო მოგზაურობის ფარგლებში,  ეს სასტუმრო საუკეთესო არჩევანია კომფორტული და სასიამოვნო დასვენებისთვის. სასტუმროს მყუდრო ატმოსფერო და იდეალური ადგილმდებარეობა ყველა ტიპის სტუმრის მოწონებას იმსახურებს. ყველა ნომერში დაცულია სისუფთავის უმაღლესი სტანდარტები და  უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი.

ჩვენი უპირატესობებია:

  • ადგილმდებარეობა
  • ოთახები ძველი ბათუმის ხედით
  • თანამედროვე სასტუმრო საუკეთესო ავეჯით, მოწყობილობებით და აქსესუარებით
  • კონკურენტუნარიანი ფასი
  • საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია
  • მომსახურების მაღალი ხარისხი
  • კვალიფიცირებული პერსონალი
  • უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები
  • ქართული და ევროპული სამზარეულო

დამატებით სტუმრებს ვთავაზობთ ტრანსფერის და ტურების მომსახურებას.

როგორია სასტუმროს სამზარეულო?

სასტუმროში მთელი დღის განმავლობაში შეძლებთ ისიამოვნოთ ,,Ornament Batumi’’-ის გემრიელი კერძებით და დესერტებით. სტუმრების ეროვნული მრავალფეროვნების გათვალისწინებით მენიუში ვთავაზობთ სხვადასხვა ქვეყნების გამორჩეულ კერძებს და დესერტებს.

სად მდებარეობს სასტუმრო?

ჩვენი სასტუმრო მდებარეობს პიაცას მოედნიდან მხოლოდ 50 მეტრში და ზღვიდან 200 მეტრის მანძილზე. ჩვენი მდებარეობა საშუალებას გაძლევთ აღმოაჩინოთ ქალაქის მრავალი ღირსშესანიშნაობა ადვილად და დღე დაასრულოთ ბუტიკ სასტუმროს მშვიდ ატმოსფეროში.

გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მიზნად ვისახავთ ახალი ბაზრების ათვისებასა და საუკეთესო სერვისის შეთავაზებას როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.

ვინაიდან სასტუმროს მართავს საერთაშორისო კომპანია ბათუმის ბუტიკ სასტუმროების სეგმენტში, მაღალი დონის მომსახურების და საუკეთესო პროდუქტების დანერგვას  ვგეგმავთ.

სრულად წაკითხვა