#OK! – Prestige Luxe ესთეტიკის სტანდარტი

2 days ago 3

სიამოვნებით წარმოგიდგენთ თბილისელ ქალბატონებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად ესთეტიკის ცენტრს – Prestige Luxe.

ირინა სააკაშვილის ესთეტიკის ცენტრი, „პრეტიჟ ლუქსი“ უკვე მეხუთე წელია სილამაზისა და თავის მოვლის სფეროს ლიდერია. ცენტრი ესთეტიკური და მოვლის მიმართულებების ფართო სპექტრს სთავაზობს მომხმარებელს და მისი მთავარი ნიშა მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, უმაღლესი ხარისხის პროდუქტები და დეტალებში გათვლილი და შესრულებული პროცედურული პროტოკოლებია, რომელიც საუკეთესო შედეგის მიღებას უზრუნველყოფს.

„პრეტიჟ ლუქსი“ მომხმარებელს სთავაზობს ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა: ინიექციური და არაინიექციური კოსმეტოლოგიის ყველა თანამედროვე მიმართულება, ლაზეროთერაპია უახლესი აპარატით, ანტიცელულიტური აპარატურული პროცედურების უნივერსალი – ენდოსფეროთერაპია, წამწამების დაგრძელებისა და მოვლის პროცედურები, თმის დაგრძელების პროცედურა საუკეთესო, მაღალხარისხიანი, ბუნებრივი თმით, პერმანენტული და კონტურული მაკიაჟი, მსოფლიო პიგმენტების ბრენდის TINEL-ის გამოყენებით, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სწორედ „პრესტიჟ ლუქსია“.

ესთეტიკის ცენტრის მთავარი პრიორიტეტი მისი მომხმარებლის სილამაზესა და საუკეთესო განწყობაზე ზრუნვაა, რაც პირველ რიგში, მომსახურების უმაღლეს სტანდარტსა და სპეციალისტების პროფესიონალიზმში გამოიხატება.

გადავწყვიტეთ, ქართული OK!-ს ოქტომბრის ნომერში ახლოს გაგაცნოთ და წარმოგიდგინოთ Prestige Luxe-ის სამი ძირითადი და მოთხოვნადი მიმართულება – კოსმეტოლოგია, ენდოსფეროთერაპია და თმის დაგრძელება. სწორედ ამ მიზნით ვეწვიეთ ესთეტიკის ცენტრს და გავესაუბრეთ პროფესიონალებს, რომელთაც ვრცლად ისაუბრეს მათი სუპერმოთხოვნადი, სპეციფიკური და საპასუხისმგებლო სამუშაოს საინტერესო დეტალებზე.

მარიამ სარდაროვა-გულიაშვილი – ექიმი-კოსმეტოლოგი

დავამთავრე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. ცოტა მოგვიანებით სიღრმისეულად შევისწავლე კოსმეტოლოგია და უკვე რამდენიმე წელია ამ სფეროში ვსაქმიანობ. მუშაობის პარალელურად, რა თქმა უნდა, მუდმივად ვიმაღლებ კვალიფიკაციას და ვესწრები სხვადასხვა ტრენინგსა და სემინარებს.

„პრესტიჟ ლუქსში“ სრული კოსმეტოლოგიური – ინიექციური და არაინიექციური მომსახურების საუკეთესო სპექტრია წარმოდგენილი: სახის წმენდა, მოვლის სხვადასხვა პროცედურა, ქიმიური პილინგი, ბოტულინო ტოქსინის ინიექციები, ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, პლაზმოთერაპია… არის ასევე აპარატურული კოსმეტოლოგია – გვაქვს ცივი პლაზმის აპარატი. ჩვენთან სრულყოფილად არის დაცული სტერილიზაცია და ჰიგიენა.

დღეს ძალიან პოპულარულია პროცედურები ცივი პლაზმის აპარატით, რომლითაც ვაშორებთ პაპილომებს, ის არაჩვეულებრივად მოქმედებს ნაწიბურებზე, აკნეზე, პიგმენტურ ლაქებზე და გაახალგაზრდავების შესამჩნევი ეფექტი აქვს. აპარატი შესანიშნავად აშორებს წვრილ ნაოჭებს და ახდენს კანის რეგენერაციას. ცივი პლაზმის აპარატი აღადგენს კანს, ეს არის მისი მოქმედების მთავარი, უნივერსალური პრინციპი, რომელიც სიღრმისეულად აწესრიგებს ჩემ მიერ ჩამოთვლილ პრობლემებს.

ინიექციურ პროცედურებში ვიყენებთ სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო ხარისხის პრეპარატებს, კორეულ და ევროპულ – იტალიურ, ფრანგულ, ესპანურ პროდუქციას. ჩვენ გვაქვს როგორც კორეული, ისე ფრანგული ბოტულინო ტოქსინი და პაციენტის მოთხოვნის მიხედვით ვირჩევთ, რომლით ჩავატაროთ მაქსიმალურად შედეგიანი პროცედურა. ყველაზე დიდი მოთხოვნა ამ ეტაპზე, შემოდგომის პერიოდში, კანის წმენდასა და ქიმიურ პილინგებზეა. ახლა არის პიგმენტური ლაქების მოშორების სეზონი, რასაც იდეალურად უმკლავდება ჩვენი პილინგები. ასევე, იწყება აკნეს მკურნალობა. ახლა ყველაზე კარგი პერიოდია აკნესთან საბრძოლველად, რადგან ზაფხულში რიგი პროცედურების ჩატარება არ არის პროტოკოლით გათვალისწინებული. რადგან სამკურნალო სამედიცინო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, კანის მკურნალობა ჩემი საყვარელი მიმართულებაა. მიყვარს, როცა ახალგაზრდა გოგონები აკნეს სამკურნალოდ მოდიან, ჩემი უშუალო ჩართულობით ბრწყინვალე შედეგებს ვიღებთ და ვუყურებ მათ კმაყოფილ და ბედნიერ სახეებს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ცენტრში ტარდება მონო და კოგ ძაფების პროცედურები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს „პრესტიჟ ლუქსის“ პაციენტებში.

მონო ძაფები კეთდება 18 წლის ასაკიდან. მისი ჩვენებაა, პირველ რიგში, სახის ასიმეტრია. ასიმეტრიის გამოსწორებასთან ერთად, ის არაჩვეულებრივად მოქმედებს კანში კოლაგენის სტიმულაციაზე და შესაბამისად, ნაწიბურებზე, საუკეთესო ზეგავლენა აქვს აკნეზე.

კოგ ძაფები ასაკობრივ კანზე კეთდება, ლიფტინგის ეფექტის მისაღებად. ის შესანიშნავად აწესრიგებს სახის ოვალს, გამოკვეთს მას, ახდენს ლიფტინგს და სახეს ენიჭება ძალიან ლამაზი ვიზუალი.

„პრეტიჟ ლუქსის“ პაციენტების სილამაზეზე, ჯანმრთელობასა და ბედნიერ განწყობაზე ზრუნვა ჩემი უპირველესი და პრიორიტეტული საზრუნავია.

სოფო ჯანდიერი – ექიმი, ლაზეროთერაპევტი, ანტიცელულიტური აპარატურული პროცედურების სპეციალისტი

ანტიცელულიტური აპარატურული პროცედურები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას: კავიტაციას, კრიოლიპოლიზს, ენდოსფეროთერაპიას, RF ლიფტინგს, პრესოთერაპიას – ეს ის პროცედურებია, რაზეც სხვადასხვა ცენტრში წლების განმავლობაში მიმუშავია. „პრესტიჟ ლუქსში“ გვაქვს არაჩვეულებრივი სიახლე – ენდოსფეროთერაპია, რაც შედის ყველაზე ეფექტურ ანტიცელულიტურ პროცედურებში.

პირადად მე, როცა ხელმძღვანელმა დამისვა კითხვა, თუ რომელი ანტიცელულიტური აპარატი დაგვენერგა „პრესტიჟ ლუქსში“, ცალსახად ავირჩიე ენდოსფერო. განათლებით ექიმი ვარ და ამის გათვალისწინებით, პრიორიტეტულია, აპარატი იყოს ეფექტურთან ერთად უსაფრთხო. ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია ჰიპოკრატეს ფიცის დაცვა, რომ არ ვავნოთ პაციენტებს და აი, ასე შემოვიტანეთ აპარატი, რომელსაც ფაქტობრივად, არანაირი უარყოფითი გვერდითი მოვლენა არ აქვს. ენდოსფერო აბსოლუტურად უვნებელი, გამაჯანსაღებელი პროცედურაა, რომელიც მოიცავს ლიპოსკულპტურას – სხეულის გამოძერწვას, ცელულიტის, ასევე, მცირედ გამოხატული სტრიების მოცილებას, კანის დაჭიმვას, გამკვრივებას და გაახალგაზრდავებას, სამი ცილის – კოლაგენის, ელასტინისა და ფიბრინის სტიმულაციას. გარდა ამისა, ჩვენი აპარატი მთლიანად ააქტიურებს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას და მეტაბოლიზს, ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს ლიმფოდრენაჟს. ქალბატონებს ხშირად გვაქვს სხეულის შეშუპების პრობლემა, რასაც სრულად აცილებს ენდოსფეროთერაპია. ასევე, სპორტსმენებს პერიოდულად აღენიშნებათ კუნთური გადაძაბვა და ტკივილები. ასეთ დროს ჩვენი აპარატი ტკივილს აბსოლუტურად ხსნის. ეს პროცედურა არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც დიდად არ უყვარს სპორტი და ვარჯიში და სურს კანის გაახალგაზრდავება, ცლეულიტის მოცილება და სხეულის გამკვრივება.

პროცედურა არათუ აბსოლუტურად უმტკივნეულოა, არამედ სასიამოვნოც კია. ამას „პრესტიჟ ლუქსის“ ყველა პაციენტი აღნიშნავს. პროცედურის დროს ხდება სხეულზე მექანიკური ზემოქმედება და ინფრაწითელი ნათების გამოყენება, რაც აძლიერებს იმუნიტეტს.

აპარატს აქვს როგორც სხეულის, ასევე სახის თავაკი. ენდოსფერო ძალიან ეფექტურია სახის კონტურის, ოვალის გამოსაკვეთად და ღაბაბის მოსაშორებლად. ის პირდაპირი მნიშვნელობით, ცხიმს ადნობს. სასურველია, ჩატარდეს მინიმუმ 6 პროცედურა, ხოლო დასაშვები რაოდენობაა მაქსიმუმ 18 პროცედურა, რომლის მერეც აუცილებლად უნდა შეისვენოს პაციენტმა 1-2 თვე. კურსი ტარდება დღეგამოშვებით რეჟიმში. ყოველდღე პროცედურის ჩატარება რეკომენდებული არ არის, რადგან ღვიძლმა და თირკმელებმა უნდა მოასწროს ვიზიტიდან ვიზიტამდე სხეულში დამდნარი ცხიმის გარეთ გამოდევნა. ჩვენთან, „პრესტიჟ ლუქსში“ მოსული პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ სხვა ესთეტიკურ ცენტრებშიც ჩაუტარებიათ ენდოსფეროთერაპია, მაგრამ იქ ანალოგიური პროცედურები არ იყო ისეთი ეფექტური, როგორიც ჩვენთანაა.

მე ლაზეროთერაპევტიც ვარ და ცენტრში გვაქვს მაღალხარისხიანი აპარატი, რომელიც პირველივე პროცედურის მერე კარგ შედეგებს უზრუნველყოფს. ეს შედეგები, რა თქმა უნდა, არის აპარატის და სწორი ტექნიკით ჩატარებული თერაპიის დამსახურება. საუკეთესო შედეგი მიიღწევა აპარატისა და სპეციალისტის პროფესიონალიზმის ხარჯზე, რაც პირველ რიგში, პაციენტების მიმართ ინდივიდუალურ მიდგომებს გულისხმობს – თითოეული პაციენტის ფოტო და თმის ტიპების გათვალისწინებას და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ამოსული განსხვავებული ტიპის თმის მიხედვით, აპარატის პარამეტრების ცვლილებას. ასე რომ, იდეალური შედეგისთვის აუცილებლად საჭიროა პროფესიონალიზმის და კარგი აპარატის კორელაცია.

აქვე აღვნიშნავ, რომ ცენტრში ფუნქციონირებს ლაზეროთერაპიის სასწავლო 2-კვირიანი კურსი, გვაქვს ჯგუფური და ინდივიდუალური სწავლება, რომლის დროსაც პრაქტიკული სეანსები ტარდება, შესაბამისად, სრულად კვალიფიცირებულს ვუშვებთ ჩვენგან ჩვენს მოსწავლე ლაზეროთერაპევტებს.

ეკატერინა ურიგაშვილი – თმის დაგრძელების სპეციალისტი

7 წელზეა მეტია,რაც თმის დაგრძელების ესთეტიკის სფეროში ვმუშაობ. ჩემთვის საკმაოდ საინტერესო საქმიანობა და პროცედურაა, რადგან ის თავიდან ბოლომდე ესეთეტიკის სფეროს წარმოადგენს, ეს ინდუსტრია კი სულ უფრო ვითარდება, თანაც საკმაოდ საინტერესო მიმართულებებით. განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს ის, რომ პროცედურის შემდგომ ეფექტი, შედეგი მყისიერად ჩანს და ეს უფრო მეტად მომხიბვლელს ხდის ჩემს სპეციალობას – მომხმარებელი ხედავს იმ სასურველ ან უკეთეს შედეგს, რასაც მანამდე წარმოიდგენდა და ღიად გამოხატავს სიხარულსა და აღფრთოვანებას.

სანამ თმის დაგრძელებას გადაწყვეტს, ყველამ უნდა გაითვალისწინოს საკუთარი თმისა და თავის კანის – სკალპის მდგომარეობა, ნებისმიერი უკუჩვენება (დერმატიტი, თმის ძლიერი ცვენა, დასუსტებული ძირები), ასევე, მნიშვნელოვანია, შეარჩიონ შესაბამისი მეთოდი და დონორი თმა მათი სტრუქტურისა და ტიპის მიხედვით. პროცედურის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი სწორედ ის თმაა, რომლითაც დაგრძელება ხდება, ამიტომ ის უნდა იყოს აუცილებლად ხაზგასმით ხარისხიანი. მოგეხსენებათ, თმასაც გააჩნია შესაბამისი ხარისხები და სპეციფიკა. პროცედურა არ არის იაფი და სწორედ თმის ხარისხი განაპირობებს მის შემდგომ მდგომარეობას და პროცედურის საბოლოო საუკეთესო ეფექტს.

თმის დაგრძელების პროცედურას 30 წუთიდან 6 საათამდე ან მეტი დრო სჭირდება, რაც დამოკიდებულია არჩეულ ტექნიკაზე, სამუშაოს მოცულობასა და გამოცდილებაზე. მე საშუალოდ 3 საათი მჭირდება პროცედურის სრულყოფილად ჩასატარებლად. ხანგრძლივობა ასევე, დამოკიდებულია დასაგრძელებელი კაფსულების რაოდენობაზე, მიმაგრების ტიპზე (კაფსულები, ლენტები ან ნაწნავები) და თმის მომზადების სირთულეზე. სანამ თმას დავაგრძელებთ, თუ ე.წ. ცხელი მეთოდით სრულდება პროცედურა, თმას ესაჭიროება მომზადება/დაკაფსულება. მე ძირითადად ცხელი მეთოდით ვმუშაობ, რაც ნიშნავს თმის დაგრძელებას კერატინის კაფსულების მეშვეობით. რიგ შემთხვევებში, საჭიროა ასევე მომხმარებლის თმის საბაზისო მომზადება, თავის დაბანა, თმის გასწორება და სხვა.

სწორედ ამიტომ არის ეს პროცედურა ხანგრძლივი. პროცედურის დროის შემცირების მიზნით, როგორც წესი, წინა დღეს ვამზადებ თმას და მხოლოდ მეორე დღეს ვახდენ თმის დაგრძელებას.

ალბათ გაინტერესებთ, რას ვიყენებ პროცედურის ჩატარების დროს. თმის დაგრძელებისთვის საჭიროა, პირველ რიგში, კერატინი (კაფსულისებრი დაგრძელებისთვის). მე ვიყენებ უმაღლესი სტანდარტის იტალიურ კერატინს, რომელიც, ვფიქრობ, დღეს ყველაზე ხარისხიანია კაფსულირების მიმართულებით. ვიყენებ ლენტს (ლენტით დასამაგრებელი დაგრძელებისთვის), ასევე, დაგრძელების დასამაგრებელ და მოსახსნელ ხელსაწყოებს, როგორიცაა ცხელი მაშები და მოსაშორებელი სითხეები.

მომხმარებლები წინასწარ უნდა მოემზადონ პროცედურის მერე განსაკუთრებული საშინაო მოვლისთვის (სპეციალური კოსმეტიკა, სათანადო დაბანა და დავარცხნა). ამისთვის აუცილებლად საჭიროა თმის მოვლის ისეთი საშუალებები, როგორიცაა სულფატების გარეშე შამპუნები და ნიღბები, ასევე, სპეციალიზებული სავარცხლები. ამის შესახებ მე ყოველთვის ვესაუბრები და ვუხსნი მომხმარებელს კონსულტაციაზე და შესაბამისად, გავცემ პროცედურის შემდგომ რეკომენდაციებსაც.

აქვე, მნიშვნელოვანია სასურველი შედეგის წინასწარ განხილვა სტილისტ/ქოლორისტთან და მისაღები შედეგის მათი გამოცდილების მიხედვით შეფასება, რადგან ხშირად ხდება თმის შემდგომი შეღებვა ან გაღიავება და ეს უნდა იყოს აუცილებლად წინასწარ გათვალისწინებული.

მნიშვნელოვანია თმის დაგრძელების პროცედურის შემდგომი პროფესიონალური მოვლის სწორად დაგეგმვა. ხშირად მომხმარებელი იგრძელებს თმას და არ ითვალისწინებს, რომ მისი საკუთარი თმა იზრდება და, შესაბამისად, თმის მდგომარეობა, მოცულობა და სიგრძე იცვლება. ამიტომ აუცილებელია, რომ ყველამ გაითვალისწინოს 2-3 თვეში ერთხელ თმის კორექციის პროცედურის აუცილებლობა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, იდეალურად შევინარჩუნოთ სასურველი თმის სიგრძე და მოცულობა.

ვფიქრობ, ჩვენი ესთეტიკური ცენტრი, „პრესტიჟ ლუქსი“, თმის დაგრძელების ესთეტიკის მიმართულებით ქართულ ბაზარზე საუკეთესო სერვისს და პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ჩვენთან ყველა დეტალი არის გათვალისწინებული იმისათვის, რომ მოხმარებელმა მიიღოს მაქსიმალურად კომფორტული და ხარისხიანი მომსახურება.

ჩვენს ესთეტიკურ ცენტრს აქვს ბუნებრივი თმის ძალიან დიდი არჩევანი და, შესაბამისად,ზუსტად ვიცით, თუ როგორი პროდუქტი უნდა შევთავაზოთ მომხმარებელს, შესაბამისი თმის სტრუქტურისა და შემდგომი მოვლის სპეციფიკიდან გამომდინარე.

როგორც უკვე აღვნიშნე, პირველ რიგში, მომხმარებელთან გავდივარ მაქსიმალურად ინფორმაციულ და ამომწურავ კონსულტაციას, ვსაუბრობთ და მხოლოდ შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას პროცედურის შესახებ.

„პრესტიჟ ლუქსის“ და ჩვენი მომხმარებლის კომუნიკაცია არასდროსაა ერთჯერადი. პროცედურის ჩატარების შემდეგ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დაგრძელების მთელი პერიოდის განმავლობაში გვქონდეს მომხმარებელთან კომუნიკაცია, მივცეთ მას საჭირო რჩევები და დავეხმაროთ შედეგის საუკეთესოდ და ხანგრძლივად შენარჩუნებაში.

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა