27 წლის ამერიკელი ბიზნესმენი, შეინ კოპლანი, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა. კრიპტოვალუტაზე დაფუძნებული პროგნოზირების კომპანია Polymarket-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის ქონება 9 მილიარდ დოლარად შეფასდა.
Polymarket-ი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული კრიპტოაპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ფსონს ისეთი მოვლენების შედეგებზე ჩამოვიდეს, როგორიც, მაგალითად, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებია. კოპლანს ამჟამად მთელ მსოფლიოში იცნობენ და მის პროექტს კრიპტო ბაზრის მიღმა, პოპ კულტურაშიც აღიარებენ. მაგალითად, სექტემბერში, Polymarket-ი სერიალ „სამხრეთის პარკის“ ერთ-ერთ ეპიზოდში გამოჩნდა.
კოპლანის წარმატების ისტორია ფილმის სიუჟეტს ჰგავს. რამდენიმე წლის წინ მას ბინის ქირის გადახდაც კი არ შეეძლო, რის გამოც პირადი ნივთების გაყიდვა მოუწია, ახლა კი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია, რომელმაც ფინანსურ წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწია.
Polymarket 2020 წელს, პანდემიის დროს დაარსდა. რამდენიმე წლით ადრე, კოპლანმა კომპიუტერული მეცნიერებები ნიუ-იორკის უნივერსიტეტში შეისწავლა, შემდეგ კი დიპლომი კრიპტოვალუტების მიმართულებით დაიცვა და საკუთარ აბაზანაში ერთგვარი ოფისი მოაწყო, საიდანაც იმ ობიექტის მართვა დაიწყო, რომელიც შემდგომში ყველაზე დიდ პროგნოზირების პლატფორმად იქცა.
კოპლანი Polymarket-ის ლეგალიზაციას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა, რამაც აშშ-ის მარეგულირებლებთან დაპირისპირება გამოიწვია. 2022 წელს, კოპლანის პროექტი თითქმის 1.5 მილიონი დოლარით დააჯარიმეს და შეინს აშშ-ის მომხმარებლებთან მუშაობა აუკრძალეს.
მოგვიანებით საქმეში გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ჩაერია. არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ, კოპლანის სახლში გამოძიების დაწყების მიზნით აგენტები მივიდნენ. მიზეზი Polymarket-ის მომხმარებლების მიერ განხორციელებული გარიგებები გახდა – მათ არჩევნების სავარაუდო შედეგებზე 3 მილიარდ დოლარზე მეტი დააფიქსირეს.
სწორედ ამ დროს კომპანიამ არნახული პოპულარობა მოიპოვა, ამიტომ შეინი დანებებას არ აპირებდა და საბოლოოდ, თავისას მიაღწია. წელს ვითარება მასთან და მის პროექტთან მიმართებით რადიკალურად შეიცვალა. ხელისუფლებამ Polymarket-ის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება შეწყვიტა, ხოლო ზაფხულში დონალდ ტრამპ-უმცროსი ამ კომპანიის მრჩეველი გახდა.
შეინი მიღწეულზე შეჩერებას ის არ აპირებს. იმავე დღეს, როცა მედიამ მისი ახალი სტატუსის შესახებ გამოაცხადა, შეინმა საკუთარ სოციალურ ქსელებში მიანიშნა, რომ საკუთარი კრიპტოვალუტის — POLY-ს გამოშვებას აპირებს.
რაც შეეხება მილიარდერის პირად ცხოვრებას, მის შესახებ თითქმის არაფერი არის ცნობილი. კოპლანი ნიუ-იორკში დაიბადა და გაიზარდა. 2014 წელს კოპლანმა საინვესტიციო მიზნით Ethereum-ის მონეტა შეიძინა. მაშინ ის ბაზარზე ახალი გამოსული იყო, დღეს კი ბიტკოინის შემდეგ, კაპიტალიზაციით მეორეა.