#OK! ანა კურნიკოვას და ენრიკე იგლესიასს მეოთხე შვილი შეეძინათ

5 hours ago 4

44 წლის რუს ჩოგბურთელს, ანა კურნიკოვას და მის მეუღლეს, ენრიკე იგლესიასს, მეოთხე შვილი შეეძინათ. ბედნიერმა მშბლებმა სასიხარულო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

Анна Курникова

„ჩემი მზე“, – მიაწერა სპორტსმენმა ბავშვის პირველ ფოტოს და დააზუსტა, რომ ბავშვი 17 დეკემბერს დაიბადა. ანამ და ენრიკემ გადაწყვიტეს, რომ ამ ეტაპზე ახალშობილის სქესი ან სახელი არ გაამხილონ.

წყვილს კიდევ სამი შვილი ჰყავს – 2017 წელს მათ ტყუპები ლუსი და ნიკოლასი შეეძინათ, ხოლო 2020 წელს მათი ქალიშვილი, მაშა დაიბადა.

Курникова впервые за долгое время появилась на публике с детьми от Иглесиаса

ჩოგბურთელი ყველა ორსულობას გულმოდგინედ მალავდა, ამიტომ ხშირად გულშემატკივრებისთვის ოჯახში ახალი წევრის გამოჩენა მოულოდნელი იყო. ამჯერადაც იგივე მოხდა. აგვისტოში ესპანურმა გაზეთმა Hola!-მ ივარაუდა, რომ სპორტსმენი ორსულად იყო, თუმცა, ანამ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. უფრო მეტიც, ჰელოუინზე თავისუფალი კოსტუმი შეარჩია, რომ მისი წამოზრდილი მუცელი არ გამოჩენილიყო.

ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი ერთმანეთს 2001 წელს, მუსიკალური კლიპის „Escape“-ის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. ერთად მუშაობის შემდეგ, მათ ურთიერთობა განაგრძეს. ორი წლის შემდეგ, ანას არათითზე ბეჭედი შენიშნეს, რამაც შესაძლო ნიშნობის შესახებ ვარაუდები გამოიწვია. 2023 წელს, 21 წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, წყვილმა საიდუმლოდ იქორწინა.

 история любви российской теннисистки и испанского певца, свадьба и дети. Спорт-Экспресс

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! საახალწლო რიტუალი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის

სრულად წაკითხვა