#OK! ტრევის შადრევნის მონახულება ფასიანი ხდება

6 hours ago 4

რომში, ტრევის შადრევნისა და კიდევ ხუთი ღირსშესანიშნაობის მონახულება ფასიანი ხდება. 2026 წლის 1 თებერვლიდან ტურისტებს  შადრევანთან მისასვლელად 2 ევროს ღირებულების ბილეთი დასჭირდებათ. ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის შადრევნის მონახულება ძველებურად, უფასო დარჩება.

რომის მერია ვარაუდობს, რომ შადრევანი, რომელიც ყოველწლიურად 9 მილიონზე მეტ ტურისტს იზიდავს, ქალაქს ყოველწლიურად, 6,5 მილიონი ევროს შემოსავალს მოუტანს.

В Риме монетизируют достопримечательность — за посещение фонтана Треви с туристов теперь будут взимать плату

რომის მერიის გადაწყვეტილებით ფასიანი ხდება ასევე ვილა-მაქსენციაზე დასწრება, ნაპოლეონის მუზეუმი პალაცო-პრიმოლიში, რომში ჯოვანი ბარაკოს ანტიკური ქანდაკების მუზეუმი, კარლო ბილოტის მუზეუმი, პიეტრო კანონიკას მუზეუმი. ბილეთის საფასური 5 ევრო იქნება.

მერიის განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილების მიზანი ვიზიტორთა ჭარბ ნაკადებთან ბრძოლით იტალიური მემკვიდრეობის აღქმის ხარისხის გაუმჯობესებაა.

За посещение фонтана Треви в Риме туристам придется заплатить 2 евро - Российская газета

ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მუზეუმებისა და ძეგლების შეკეთება-შენახვისთვის განკუთვნილ სპეციალურ ფონდში გადაირიცხება.

ტრევის შადრევანი 1732-1762 წლებში რომის ცენტრში, პაპ კლემენტ XII-ის ბრძანებით აშენდა. იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შადრევანი არქიტექტორმა ნიკოლო სალვიმ დააპროექტა.

საინტერესოა, რომ შადრევანში ყოველდღიურად დაახლოებით 3 000 ევრო, ყოველწლიურად კი 1,5 მილიონ ევრომდე იყრება. ეს ტრადიცია ცრურწმენას უკავშირდება – ითვლება, რომ თუ ტურისტი წყალში მონეტას ჩააგდებს, ის რომში აუცილებლად დაბრუნდება. შადრევანში ორი მონეტის ჩაგდება სიყვარულის პოვნას ნიშნავს, სამის – ქორწინებას, ხოლო ოთხის – სიმდიდრეს.

 названа стоимость фонтана Треви для туристов | ТУРПРОМ новости

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! 2026 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

სრულად წაკითხვა