2025 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს “რანინას” VIII სეზონის გამარჯვებული, 11 წლის ანიტა აბგარიანი წარადგენს.
საკონკურსო სიმღერა Shine like a star კომპოზიტორ გიგა კუხიანიაძეს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ამ კომპოზიტორის დაწერილია ოთხოვე სიმღერა, რომლითაც საქართველომ საბავშვო ევროვიზიაზე გაიმარჯვა. გიგა კუხიანიძესთან ერთად ტექსტზე 2011 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ჯგუფ „ქენდის“ მონაწილემ, მარიამ ღვალაძემ იმუშავა. ვიდეოს რეჟისორი თემურ კვირკველიაა, კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.

ვიდეოს გადაღებები უფლისციხეში მიმდინარეობდა. ანიტა აბგარიანს ვიდეოში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედის ორკესტრი უწევს თანხლებას.
შეგახსენებთ, რომ ანიტა აბგარიანმა საბავშვო ევროვიზიაზე მონაწილეობის უფლება პროექტს „რანინას“ მერვე სეზონში გამარჯვებით მოიპოვა.
„ჩემთვის ყველა ტური განსაკუთრებული იყო იმიტომ, რომ მართლაც დიდი შრომა ჩავდე ამაში და გულით ვაკეთებდი ყველაფერს“ – განაცხადა პროექტის დასრულების შემდეგ ანიტამ.
საბავშვო ევროვიზიის რიგით 23-ე კონკურსი 13 დეკემბერს, ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზში გაიმართება. კონკურსში მონაწილეობას 18 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. ღონისძიების წამყვანები ლიზა წიკლაური და დავით ალადაშვილი იქნებიან.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! ვინ გადავა ფინალში? – 25 ოქტომბერს „რანინას“ ნახევარფინალია

2 days ago
7







English (US) ·
Georgian (GE) ·