პრინც ჰარის მეუღლე და სასექსის ჰერცოგინია, მეგან მარკლი კინოინდუსტრიის დატოვებიდან რვა წლის შემდეგ სამსახიობო კარიერას უბრუნდება – ამის შესახებ ინფორმაციას People ავრცელებს.
მეგანი ბრი ლარსონთან და ლილი კოლინზთან ერთად Amazon MGM-ის ახალ სერიალში – „ახლო მეგობრები“ ითამაშებს და საკუთარ თავს განასახიერებს. გამოცემის ცნობით, ის გადასაღებ მოედანზე „ძალიან მოდუნებული და ბედნიერი ჩანდა“.

მეგან მარკლი სერიალში „ფორს-მაჟორი“
წყაროს ცნობით, მეგანი „ნიადაგის მოსინჯვას“ აპირებს, ამიტომ მცირე როლს დათანხმდა. მას სურს შეიგრძნოს კომფორტულად გრძნობს თუ არა თავს გადასაღებ მოედანზე ახალი სტატუსით.
„ეს მეგანისთვის მნიშვნელოვანი მომენტია – დაბრუნდება საქმესთან, რომელიც ძალიან უყვარს. ბევრი შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ ეს ყველაზე შესაფერისად მოეჩვენა“, – განაცხადა ინსაიდერმა People -თან.

მეგან მარკლი სერილში „ფორს-მაჟორი“
შეგახსენებთ, რომ მეგან მარკლმა ბოლო და ყველაზე ცნობილი როლი ფილმში „ფორს-მაჟორი“ შეასრულა. 2018 წელს, პრინც ჰარისთან ქორწილამდე ერთი თვით ადრე მან სამსახიობო კარიერა ოფიციალურად დაასრულა. იმ დროს წყვილი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა, სადაც მათი ვაჟი, არჩი დაიბადა. 2020 წელს წყვილმა სამეფო მოვალეობებზე უარის თქმა და საცხოვრებლად მეგანის სამშობლოში, კალიფორნიაში გადასვლა გადაწყვიტა. 2021 წელს წყვილს ქალიშვილი, ლილიბეტი შეეძინა. აშშ-ში ცხოვრების პერიოდში ჰარიმ და მეგანმა სატელევიზიო შოუებში ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ცხოვრების შესახებ ისაუბრეს და დოკუმენტურ ფილმში ითამაშეს, რამაც მათი ურთიერთობა ჰარის ოჯახთან მნიშვნელოვნად გააფუჭა.

წყვილმა 100 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა Netflix-თან, სადაც მეგანმა კულინარიული შოუ წამოიწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრინცს დიდ ბრიტანეთში ცხოვრება ენატრება და ოჯახთან შერიგებას აპირებს, თუმცა ცოლი ამის წინააღმდეგია.

ასევე დაგაინტერესებთ

1 day ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·