აშშ-ის ყველაზე დიდი ქალაქის, ნიუ-იორკის მერის არჩევნები თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა, ამიტომ უამრავი მედიასაშუალება აშუქებს, თუმცა წელს ქალაქის ახალი პირველი ლედის დამსახურებით საქმეში მოდური ჟურნალებიც ჩაერთვნენ.
ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი მერის, ზოჰრან მამდანის 28 წლის ცოლი, რამა დუვაჯი სირიული წარმოშობის ამერიკელი ილუსტრატორი, აქტივისტი და ნამდვილი IT-გოგონაა. მას სოციალურ ქსელში 250,000 გამომწერი ჰყავს და პოსტების უმეტესობა მის შემოქმედებით საქმიანობას ეძღვნება. რამა შავ-თეთრ ესკიზებს, მულტფილმის სტილის ნახატებს და ანიმაციებს ქმნის, რომლებიც მის პოლიტიკურ პოზიციას ასახავს. მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობის გარდა, რამა ქმარს საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ეხმარებოდა.

რამა სირიის დედაქალაქ დამასკოში დაიბადა, თუმცა ბავშვობა ტეხასის შტატის ქალაქ დალასში გაატარა. სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონა დუბაიში ცხოვრობდა და სწავლობდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც მომავალი ქმარი, ზოჰრამ მამდანი გაიცნო. წყვილი ერთმანეთს გაცნობის აპლიკაციის საშუალებით შეხვდა და 2025 წლის თებერვალში დაქორწინდნენ.


რამას გარდერობში ასიმეტრიული ტოპები, ტანზე მჭიდროდ მომდგარი მაისურები, შიფონის რეტრო-ქვედაბოლოები, საზაფხულო კაბები, ფართო შორტების და რა თქმა უნდა, ჩექმების ფართო არჩევანია. სხვათა შორის, რამას ქორწინების დროსაც კი დიდი, უხეში ჩექმა ეცვა. ამას დაუმატეთ სამკაულები და პარიზელი გოგონას სტილში შეჭრილი თმა და თანამედროვე, მოდური IT-გოგონას იმიჯს მიიღებთ, რომლადაც რამა ბოლო დროს იქცა.

ბოლო საარჩევნო ღონისძიებაზე დუვაჯიმ ნაკლებად ცნობილი პალესტინელი დიზაინერის, ზეიდ ჰიჯაზის შავი ზედა მოირგო, რომელიც ნიუ-იორკული ბრენდის, Ulla Johnson-ის, გრძელი ხავერდისა და მაქმანის ქვედაბოლოსთან, ასევე Eddie Borgo-ს გრძელ, მორთულ საყურეებთან შეახამა.
![]()
როგორც ვანესა ფრიდმანი New York Times-ში აღნიშნავს, რამამ ყველანაირი სტერეოტიპის დაძლევა შეძლო. ის არც ერთ სხვა პირველ ლედის არ ჰგავს და საკუთარი სტილი აქვს.
„ქალბატონი დუვაჯი ისე გამოიყურებოდა, თითქოს შეეძლო გრეისის სასახლეში (ნიუ-იორკის მერის ოფიციალური რეზიდენცია) წვეულების გამართვა ისე, რომ პირადი ბრენდის ან ქმრის ღირებულებებისთვის არ ეღალატა და ესეც გამარჯვებაა“, – წერს ფრიდმანი.

1 day ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·