პრინცი უილიამის ბრაზილიაში მოგზაურობა გრძელდება. ბრიტანეთის მომავალი მეფე Earthshot Prize-ის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რიო-დე-ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობები მოინახულა და პრინცესა დიანას საკულტო ფოტოების გამეორებით დედის ხსოვნას პატივი მიაგო.

პრინცესა დიანა ბრაზილიას 1991 წელს, ჩარლზ III-თან ერთად ეწვია და ულამაზესი ფოტოები გადაიღო. ოცდათოთხმეტი წლის შემდეგ, იგივე ადგილები უილიამმა მოინახულა და ძველი ფოტოები გაიმეორა.
არავინ იცის, ეს უბრალო დამთხვევა იყო თუ წინასწარი განზრახვა, მაგრამ პრინცმა ის პოზები აღადგინა, რომლებიც ლედი დიმ ამ ღირსშესანიშნაობის ფონზე მიიღო.

აქვე აღვნიშნავთ, რომ თუ პრინცმა მოგზაურობის მესამე დღეს დედის მარშრუტი გაიმეორა, დღეიდან ის მამის გზას გაჰყვება. კერძოდ, 6 ნოემბერს უილიამი ბელემში გაემგზავრება, სადაც მამის მსგავსად, კლიმატის სამიტზე სიტყვით გამოვა, რომელიც 1991 წელს, ბელემში გამართულ გარემოსდაცვით სემინარში მონაწილეობდა.
გარემოსდაცვითი საკითხები ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ტურნეში გამგზავრებამდე უილიამმა ჟურნალ Hello!-თან ინტერვიუში განაცხადა:
„როგორც მამა, მე მუდმივად ვფიქრობ იმ სამყაროზე, რომელსაც ჩემი შვილები მემკვიდრეობით მიიღებენ. მინდა, რომ ისინი ბუნებით, შესაძლებლობებითა და მომავლის იმედით სავსე სამყაროში გაიზარდონ“.
ეს პრინცის ბრაზილიაში პირველი ვიზიტია. უილიამმა არა მხოლოდ ცნობილი ადგილების მონახულება, არამედ კარგად გართობაც მოასწრო. მაგალითად, ითამაშა ფრენბურთი კოპაკაბანას სანაპიროზე და ფეხბურთი მარაკანას სტადიონზე ,ბრაზილიელ ბავშვებთან ერთად.
:max_bytes(150000):strip_icc():focal(749x0:751x2)/prince-william-copacabana-beach-volleyball-110325-c0d4b0e2f12145f4abe64d856cd67c0a.jpg)

„პრინცი რამდენიმე დღის განმავლობაში რიო-დე-ჟანეიროდან ჩამოსულ უამრავ ადამიანს შეხვედა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ადამიანების რაოდენობამ, ვინც პრინცესა დიანას ვიზიტს ამ ულამაზეს ქალაქში სითბოთი და სიყვარულით იხსენებდა“, – აღნიშნულია კენსინგტონის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უელსის პრინცს მოგზაურობის დროს მეუღლე არ ახლავს. ეს უილიამისა და ქეითის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის თანახმად, ერთ-ერთი მშობელი ყოველთვის ბავშვებთან რჩება.
სხვათა შორის, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როდესაც დიანას ვაჟებმა დედის საზღვარგარეთ მოგზაურობის მოვლენები გააცოცხლეს – რამდენიმე თვის წინ, პრინცმა ჰარიმ ლედი დიანას გმირული და საშიში საქციელი გაიმეორა, როდესაც მიმდინარე წლის ივლისში ანგოლაში, დანაღმულ ველზე გაიარა.

მისიას საქველმოქმედო ორგანიზაცია HALO Trust ხელმძღვანელობდა, რომელიც ნაღმების განაღმვასა და კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაზე მუშაობს. ჰარი აფრიკის უდიდეს დანაღმულ ველს ეწვია და სახიფათო ტერიტორიის მახლობლად მცხოვრებ ადამიანებს ესაუბრა.
„ბავშვებს ქუჩაში თამაში ან სკოლაში წასვლა არ უნდა ეშინოდეთ. აქ, ანგოლაში, 30 წლის შემდეგაც კი, ომის ნარჩენები სიცოცხლეს ყოველდღიურად საფრთხეს უქმნის “, – თქვა პრინცმა.
თავისი სარისკო ნაბიჯით სასექსის ჰერცოგმა დედის ხსოვნას პატივი მიაგო. 1997 წლის იანვარში ლედი დიმ ასევე გაიარა ანგოლის განაღმულ ველზე, რომ ჰუმანიტარული კატასტროფოსკენ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიეპყრო. მისმა ფოტოებმა მთელი მსოფლიო მოიარა და ოტავას ხელშეკრულების მიღებას, რომელიც ნაღმებს კრძალავს, ხელი შეუწყო.
![]()
იმ დროს ანგოლაში 27-წლიანი სამოქალაქო ომი მთავრდებოდა, რომლის დროსაც ქვეყანაში 15 მილიონზე მეტი ბომბი დამონტაჟდა.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! ქეით მიდლტონის და პრინცი უილიამის “იდეალური ოჯახის საიდუმლო”

1 day ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·