#OK! ნიუ-იორკს 111-ე მერი ჰყავს – ვინ არის ზოჰრან მამდამი?

7 hours ago 4

34 წლის სოციალ-დემოკრატი ზოჰრან კვამე მამდანი ნიუ-იორკის 111-ე მერად აირჩიეს. ის ბოლო ასი წლის მანძილზე ნიუ-იორკის ყველაზე ახალგაზრდა, ასევე პირველი მუსლიმი და სამხრეთ აზიური წარმოშობის პირველი პირია, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს.

 готов к диалогу или противостоянию с Трампом - IRNA Pусский

მამდანი ფიცს 2026 წლის 1 იანვარს დადებს. მისი პროგრამა მოიცავს მუნიციპალურ ტრანსპორტში უფასო ავტობუსებს,  უნივერსალური ბავშვზე ზრუნვის პროგრამის შექმნას, ნიუ-იორკის 1 მილიონი მაცხოვრებლისთვის ქირის გაყინვას, ქალაქის უმდიდრესი მოსახლეობისთვის და ქალაქის მოგების გადასახადის განაკვეთის გაზრდას.

მამდანი 1991 წლის 18 ოქტომბერს, უგანდის კამპალაში, ინდური წარმოშობის ოჯახში დაიბადა. მისი მამა, მაჰმუდ მამდანი, პოლიტოლოგი და ანთროპოლოგია, ხოლო დედა, მირა ნაირი, კინორეჟისორი.

მამდანიმ ბავშვობა აფრიკასა და შეერთებულ შტატებში გაატარა, 2018 წელს კი აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო. ნიუ-იორის მომავალმა მერმა ბრონქსის მეცნიერების საშუალო სკოლა დაამთავრა, 2014 წელს კი ბოუდოინის კოლეჯში ბაკალავრის ხარისხი აფრიკანისტიკის სპეციალობით მიიღო. 2025 წელს ახალგაზრდა პოლიტიკოსი სირიელ მხატვარსა და ანიმატორ რამა დუვაჯიზე დაქორწინდა.

r/Fauxmoi - Рама Дуваджи, жена Зохрана Мамдани, завирусилась в сети, потому что она красотка.

მამდანის მხარდამჭერებს შორის არიან კონგრესმენი ალექსანდრია ოკასიო-კორტესი და სენატორი ბერნი სანდერსი.

„ჩვენი ერი ფუნდამენტური არჩევანის წინაშე დგას – გავაგრძელებთ თუ არა მილიარდერების მიერ მართული კორპორაციების დომინირებულ პოლიტიკას თუ შევქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც აგებულია ჩვეულებრივი ადამიანების მხარდაჭერაზე, რომლებიც მზად არიან იბრძოლონ ოლიგარქიის, ავტორიტარიზმისა და კლეპტოკრატიის წინააღმდეგ?“ – განაცხადა სანდერსმა მამდანის კანდიდატურის შესახებ.  დონალდ ტრამპმა კი ქალაქის ახალ მერს„რადიკალური მემარცხენე“ და „100%-ით კომუნისტი შეშლილი“ უწოდა.

Трамп назвал кандидата в мэры Нью-Йорка Мамдани «коммунистом», который «ненавидит евреев» - STMEGI

მუსლიმმა კანდიდატმა მოახერხა 1 მილიონზე მეტი ხმის მოპოვება, რაც ნიუ-იორკის მერის არჩევნებში 1969 წლის შემდეგ არ მომხდარა. პოლიტიკოსი პოპულარულია ახალგაზრდებში, მათ შორის Z თაობაში. ახალგაზრდებს იზიდავს პოლიტიკოსის დაპირებები, მისი სოციალური მედიის სტილი და მისი რეპერული წარსული (ის მუსიკას Mr. Cardamom-ის ფსევდონიმით ქმნიდა). მამდამის ასევე უყვარს ფეხბურთი (რაც ამერიკელი პოლიტიკოსისთვის უჩვეულოა) და ინგლისური კლუბ „არსენალის“ გულშემატკივარია.

 Зохран Мамдани победи на изборите, ќе биде првиот муслиман на чело на градот – Denesen.mk

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ვინ არის ნიუ-იორკის პირველი ლედი?

სრულად წაკითხვა