#OK! აქციეთ დღესასწაულად თქვენთვის მნიშვნელოვანი დღე GrownUp-თან ერთად

1 month ago 31

GrownUp-ს უკვე კარგად იცნობს OK!-ის მკითხველი. ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია თინეიჯერული წვეულებებისა და მნიშვნელოვანი ღონისძიებების ერთ სივრცეში მოწყობა. ივენთ კლუბი მომხმარებლებს მრავალფეროვან პროგრამასა და გამორჩეულ სერვისს სთავაზობს. კლუბი მომხმარებლებს ბევრი სიახლით ხვდება, რაზეც უფრო ვრცლად ინტერვიუში წაიკითხავთ.

თეა, OK!-ის მკითხველი უკვე კარგად იცნობს ივენთ კლუბ GrownUp-ს, რომლის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. კიდევ ერთხელ გაგვაცანით ის მომსახურებები, რასაც დახურული კლუბი გვთავაზობს.

კლუბი GrownUp ახალ სეზონს ბევრად დიდი სივრცით და განახლებული ინტერიერით ხვდება. წლების მანძილზე მაქსიმალურად ვიხარჯებით, რათა ჩვენს სტუმრებს ყოველ ჯერზე დავახვედროთ საინტერესო, გემოვნებიანი გართობა და უგემრიელესი კერძები.

როგორც ვიცით, კლუბი განკუთვნილია მოზარდებისთვის, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ სპეციფიკის შესახებ, როგორი მოთხოვნაა დღეს ბაზარზე?

კლუბი ემსახურება 8 წლიდან ზევით მოზარდებს, თინეიჯერებს, ასევე უფროსებს, ვისაც დახურული ფოტმატის და ინდივიდუალურად მორგებული წვეულება სურთ. დღეს ბაზარზე ამ ტიპის მომსახურება საკმაოდ მოთხოვნადია, თუმცა დიდი არჩევანი არ არის. ამის მთავარი მიზეზი ალბათ ის გახლავთ, რომ მართლაც რთულია მოზარდებისა და თინეიჯერების ხარისხიანი გართობის შექმნა. თუმცა ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესია.

თქვენთვის, როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანისთვის, სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც არაერთხელ ყოფილა ბედნიერი დღის შემოქმედი, რა იცვლება ყველაზე ხშირად და რა რჩება მუდამ აქტუალური?

ამ კითხვაზე ლაკონურ პასუხს გაგცემთ. ყველაზე ხშირად იცვლება ტრენდები, ხოლო ყოველთვის აქტუალურია ლოიალური და ინდივიდუალური მიდგომა ნებისმიერი სტუმრის მიმართ.

გვესაუბრეთ სამზარეულოზე.

სამზარეულო ჩვენი უდიდესი პრიორიტეტია. ჩვენთან “ნამდვილი საჭმელი” მზადდება ოქროსხელება მზარეულის ნათიას მიერ, რომელიც ჩვენი გუნდის ბრილიანტია.

სამომავლო გეგმები.

სამომავლო გეგმებში უპირველეს ყოვლისა შედის განვითარება და სიახლის ძიება. ეს დინამიური პროცესია, რომელსაც უნდა აყვე, რათა ყოველთვის საინტერესო და მოთხოვნადი იყო.

სრულად წაკითხვა