#OK! ახალი YouTube არხი – Qartuli Travels გაეცანით საქართველოს ქართველებთან ერთად

2 months ago 49

იურისტმა ნინო ჩანტლაძემ და მოქანდაკე მარიამ შევარდნაძემ ერთმანეთი თბილისში გაიცნეს. ეს ორი ადამიანი ქართული სამზარეულოს სიყვარულმა გააერთიანა. მათ საკუთარი რესტორნის გახსნის ოცნება დუბაიში განახორციელეს. ვინტაჟურ სტილში შექმნილი ქართული რესტორანი Qartuli 2024 წლის იანვარში გაიხსნა და მოახერხა საქართველოს მდიდარი გემოები მიეტანა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.

Qartuli – ეს არის უნიკალური სამზარეულო, რომელიც სტუმრებს სთავაზობს საუკუნეების კულინარიულ გამოცდილებას. აქ წარმოდგენილია ისეთი კლასიკური კერძები, როგორიცაა ხინკალი, ხაჭაპური, შქმერული, ხარჩო, ჩაქაფული და სხვ. რესტორნის სივრცეში მე-19 საუკუნის ქართული სახლის ატმოსფერო იგრძნობა, რომელიც კარგად ერწყმის დუბაისთვის დამახასიათებელ ენერგიულ გარემოს, რაც ქმნის უნიკალურ და განსხვავებულ კულინარიულ კერას.

დუბაიში დიდი წარმატების შემდეგ Qartuli Authentic Georgian Restaurant-ის დამფუძნებლებმა ახალი პროექტის – Qartuli Travels, სამოგზაურო სერიის შექმნა გადაწყვიტეს.

მარიამი და ნინო საქართველოს გარშემო მოგზაურობენ და თავიანთი ქვეყნის მდიდარი ისტორიისა და კულტურის მეშვეობით კულინარიულ მარგალიტებს, გემრიელ ტრადიციულ კერძებს და Qartuli-ის ფესვებს წარმოგიდგენენ.

Qartuli Travels-ის საინტერესო ვიდეოების სერია მაყურებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ ხედვას საქართველოს რეგიონებზე, სადაც გეოგრაფია, ქართული სანელებლების სურნელის ფონზე შეზავებულია ტრადიციულ მასპინძლობასთან და საქართველოს წარმოაჩენს თავისი მრავალფეროვანი კულინარიული გამოცდილებით.

შეგიძლიათ ნინოსა და მარიამთან ერთად ეწვიოთ ისეთ ცნობილ ადგილებს, როგორიცაა თბილისი, ქვემო ქართლი, კახეთი, მთიულეთი, იმერეთი, გუდაური, ბათუმი და კიდევ ძალიან ბევრი თავიდან აღმოსაჩენი საოცარი ადგილი. მოგზაურობისას გოგონები თქვენთან ერთად გაეცნობიან თითოეული ადგილმდებარეობის მდიდარ ისტორიას და ფერადოვან კულტურას, ერთად აღმოაჩენთ ისეთ ადგილებს, რომლის შესახებაც ტურისტებმა ჯერაც არ იციან. მათთან ერთად ივლით ბაზრებში, მოივლით ულამაზეს სოფლებს და მონაწილეობას მიიღებთ ადრენალინით სავსე უამრავ აქტივობაში.

აღსანიშნავია მარიამისა და ნინოს ამბის მოყოლის გულწრფელი და საინტერესო უნარი, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის Qartuli Travels-ს. ადგილობრივი უნიკალური ტრადიციების, კერძებისა და საქართველოს ფერადი ბუნების წარმოჩენის გზით, მათი მიზანია, ერთი მხრივ, ტურისტებს კარგად გააცნონ და კიდევ უფრო მეტად შეაყვარონ საქართველო, და, მეორე მხრივ, მჭიდროდ დააკავშირონ თავიანთი სამშობლო და დუბაი.

Qartuli Travels-ის ყოველი ახალი სერია YouTube-ზე მთელი ზაფხულის განმავლობაში, პარასკეობით დაიდება. წინ დიდი თავგადასავალი და სიამოვნება გველოდება.

სრულად წაკითხვა