ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ ფრანგულ რესტორანს თბილისში – Saint-tropez. მყუდრო და განსხვავებულ ადგილს, სადაც ახალი კულინარიული თავგადასავალი და დაუვიწყარი გემოები გელოდებათ. Saint-tropez არ არის მხოლოდ განსაკუთრებული შეხვედრებისთვის, მას შეგიძლიათ ყოველდღიურად ეწვიოთ და ერთი ჩვეულებრივი დღე განსაკუთრებულად აქციოთ. მენიუზე უფრო ვრცლად რსტორნის შეფი – არტურ ლინკევიჩი გვესაუბრა.
უპირველესად, გაგვეცანით, მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ…
ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ ჩემი თავი – მე ვარ არტურ ლინკევიჩი. კულინარიულ ხელოვნებაში ვარ უკვე 15 წელია, ამ ჯადოსნური წლებიდან 7 გავატარე საფრანგეთის მომხიბვლელ პეიზაჟებში, ჩემი ინსპირაციის წყარო იყო ნიცის მზიანი სანაპიროები, ელეგანტური სენ-ტროპესა და კურშეველის თოვლიანი მწვერვალები.
ჩემმა კულინარიულმა თავგადასავალმა ასევე მიმიყვანა ინგლისურ სამზარეულოში, სადაც კიდევ უფრო გავაძლიერე ჩემი ცოდნა და მივიღე უდიდესი გამოცდილება ლონდონსა და ბრისტოლში. 27 წლისა ჩემს მშობლიურ ქალაქში, ლატვიაში, მთავარ მზარეულად ვმუშაობდი. პანდემიამდე კი თბილისისკენ გამოვეშურე და ბოლო ოთხი წელია ულამაზესი საქართველო ჩემი საყვარელი სახლი გახდა. აქ მუშაობა ნამდვილად სასიამოვნოა, ადგილობრივი ინგრედიენტები დახვეწილია და ჩემი გუნდი შედგება საოცარი ადამიანებისგან, რომლებიც ყოველდღიურად შთამაგონებენ. რესტორან Saint-Tropez-ში გატარებული ყოველი საღამო არის კულინარიული ისტორიის ახალი და ლამაზი თავი, რომელიც გაზიარებას ელოდება.
პირადად თქვენთვის, როგორც შეფისთვის, რა არის ამ პროფესიაში ყველაზე მთავარი?
ეს პროფესია მოითხოვს უწყვეტ ზრდასა და თვითგანვითარებას, რათა კულინარიული ბრწყინვალება მთლიანად შეიგრძნო. მნიშვნელოვანია, ადამიანი განვითარდეს, ისე როგორც მდინარე მიედინება, წინააღმდეგ შემთხვევაში რისკია სტაგნაციის. ყოველ დღეს მოაქვს ახალი შთაგონება და ტენდენციები. ჩვენს პროფესიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტუმრებისთვის არაჩვეულებრივი გამოცდილების შექმნა, რომელიც მეტია, ვიდრე უბრალო სადილი. ჩვენი მიზანია გავამდიდროთ მათი კულინარიული თავგადასავალი არა მხოლოდ გემრიელი საკვებითა და შესანიშნავი ღვინოებით, არამედ ნარატივებით, რომლებიც პატივს სცემენ ჩვენი ინგრედიენტების წარმოშობას და ჩვენ მიერ გამოყენებულ ტექნიკას. ამ დროს პრეზენტაცია და სერვისი ხდება ჩვენი მხატვრობის ფუნჯი კულინარიაში, რაც ქმნის შედევრს, რომელიც მომხმარებლის მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება.
რას ნიშნავს თქვენთვის კულინარია?
მიუხედავად იმისა, რომ არ ვგიჟდები ჭამაზე, ჩემთვის კერძის მომზადება უფრო მნიშვნელოვანია, ეს პროცესი შთამაგონებს. მინდა, რომ ჩემი კერძებით სტუმრებმა დასამახსოვრებელი გამოცდილება მიიღონ. მაბედნიერებს, როდესაც ვხედავ კმაყოფილ მომხმარებელს, როცა ისინი კმაყოფილი არიან ჩემი მომზადებულით. სწორედ ეს მაძლევს მოტივაციას, მუდმივად გავიუმჯობესო კულინარიული უნარები.
როგორია Saint-Tropez-ს შექმნის ისტორია?
საფრანგეთში ბოლო ორი წელი ვიმუშავე ცნობილ შეფმზარეულთან – არნო დონკელესთან სასტუმრო Cheval Blanc-ის რესტორანში – La Vague d’Or-ი. მან მიშლენის სამ ვარსკვლავს 33 წლისამ მიაღწია, ის როკვარსკვლავი იყო კულინარიაში და ვყოფილიყავი ამ ოცნების ნაწილი, ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. სწორედ საფრანგეთში გატარებულმა დღეებმა შთამაგონა, ფრანგული რესტორანი თბილისში გამეხსნა. ქართველი მომხმარებლისთვის შემეთავაზებინა დახვეწილი ადგილი, სადაც ავთენტური ფრანგული კერძების გამოცდილების მიღებას შეძლებდნენ.
ჩვენ ვამზადებთ ღვინის მენიუს. ფრანგული ღვინო ლამაზად ერწყმის ადგილობრივი ინგრედიენტებითა და ფრანგული ტექნიკის გათვალისწინებით დამზადებულ კერძებს. წინა ზაფხულს, ჩვენი გახსნის დღიდან, ვცდილობთ სტუმრების გადაყვანას სამხრეთ საფრანგეთის მზიან ატმოსფეროში – თბილისის სილამაზის ფონზე. ჩემი თვალით დანახული საფრანგეთისა და საქართველოს მსგავსება კიდევ უფრო მეტად შთამაგონებს.
რას სთავაზობთ საზოგადოებას? გვესაუბრეთ თქვენთან წარმოდგენილ მენიუზე…
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ გთავაზობთ სრულყოფილი ფრანგული სამზარეულოს გამოცდილებას, ამასთანავე, კომფორტულ და თბილ გარემოს სტუმრებისთვის, რომელიც ასევე, საფრანგეთისთვის არის დამახასიათებელი. რაც შეეხება მენიუს, ის აერთიანებს როგორც უბრალო, ისე დახვეწილ კერძებს. ყველა სახის ხორცთან ერთად გვაქვს თევზეულიც. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს მენიუში შეხვდებით ვეგეტარიანულ კერძებსაც. ჩვენს მენიუში არსებულ თითოეულ კერძს თავისი შესაფერისი ღვინო ან კოქტეილი შევუხამეთ.
ჩვენს რესტორანში ფრანგული შარმი ყველგან იგრძნობა. მშვენიერი ფრანგული მუსიკის ფონზე, მშვიდ ატმოსფეროში, ვცდილობთ გავაუმჯობესოთ თითოეული კულინარიული გამოცდილება და თქვენამდე მხოლოდ საუკეთესო მოვიტანოთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მენიუს დაგემოვნებისას თავი შუაგულ საფრანგეთში იგრძნოთ ან საუკეთესო მოგონებები გააღვიძოს თქვენში. Saint-tropez ეს არის პატარა საფრანგეთი საქართველოში, სადაც ვახშამი არ არის მხოლოდ კერძის დაგემოვნება, ეს არის განსაკუთრებული შესაძლებლობა, დატკბეთ ყოველი წამით.
სამომავლო გეგმები
ამჟამად მარჯანიშვილზე ვხელმძღვანელობ იაპონურ რესტორანს, სახელწოდებით Izakaya, სადაც ვაპირებ გავხსნა ღია სამზარეულო, რათა სტუმრებს შეეძლოთ ნახონ, თუ როგორ მზადდება მათი შეკვეთა. მე ვქმნი მყუდრო ატმოსფეროს, სადაც სტუმრებს მძიმე სამუშაოს შემდეგ განტვირთვა შეუძლიათ. ახლო მომავალში ამ კონცეფციის მქონე რესტორნის გახსნას ვაპირებ.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი