#OK! ახალი წლის ჯადოსნური ღამე რესტორან „პანორამაში“

1 month ago 10

„პანორამა“ ყველაზე დიდი სარესტორნო კომპლექსია აჭარის რეგიონში, რომელიც 360 გრადუსით გადაჰყურებს უმშვენიერეს ბათუმს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „პანორამა“ სტუმრებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისს, უნიკალურ სამზარეულოს, გამორჩეულ და დასასამახსოვრებელ ინტერიერს, გემოვნებიან მუსიკასა და ჯანსაღ კომუნიკაციას. მოგეხსენებათ, მალე ახალი წელიც მოგვიახლოვდება და თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ სად გაატაროთ თითოეული ადამიანისთვის ყველაზე ჯადოსნური დღესასწაული, მაშინ გეტყვით, რომ „პანორამა“ სწორედ ის ადგილია, რომელიც კიდევ უფრო განსაკუთრებულსა და დაუვიწყარს გახდის ამ დღეს თითოეული სტუმრისთვის. თუ რა შეთავაზებები აქვს სარესტორნო კომპლექსს სტუმრებისთვის, უფრო დეტალურად და ვრცლად „პანორამას“ არტდირექტორი, სალი ბეთლი გვიამბობს.

„პანორამას“ უკვე კარგად იცნობს OK!-ის მკითხველი. ამჯერად რა სიახლეები გაქვთ?

„პანორამა“ ყველაზე დიდი სარესტორნო კომპლექსია აჭარის რეგიონში. იგი 360 გრადუსით გადაჰყურებს ზღვის, მთის და ქალაქის ხედებს. ყოველი სართული გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული ისტორიითა და ხასიათით, თითოეულ დეტალში იგრძნობა ქართული გენეტიკა.

რესტორანი „პანორამა“ გამოირჩევა განსაკუთრებული მიდგომით სტუმრების მიმართ. ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ უამრავი სიახლე შესთავაზოს თავის ერთგულ მომხმარებელს, რათა თითოეულმა მათგანმა თავი განსაკუთრებულ წევრად იგრძნოს.

„პანორამას“ ბრენდშეფი, იზო ძანძავა რესტორნის გუნდთან ერთად მუდმივად მუშაობს სეზონური მენიუს განახლებაზე. ოთხივე სეზონი მდიდარია ახალი, მრავალფეროვანი გემოებით, რომლებიც იდეალურად ერწყმიან მენიუში არსებულ ტრადიციულ და უცვლელ კერძებს. „პანორამა“ არ არის სივრცე, სადაც მხოლოდ გემრიელ კერძებს და ექსკლუზიურ ღვინოს დააგემოვნებთ, ეს არის ადგილი ესთეტიკური ტკბობისა და ჯანსაღი კომუნიკაციებისთვისაც. „პანორამა“ არის: მუსიკა, ცეკვა, მხატვრობა… ხელოვნებას უდიდესი როლი უჭირავს ჩვენს ყოველდღიურობაში. სწორედ ამიტომ ჩვენს ძვირფას სტუმრებს ამ თავგადასავალში სამოგზაუროდ ვიწვევთ.

დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა პროექტმა, რომელიც ცნობილია ROOFTOP 34-ის სახელით, ელექტრონული მუსიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სარესტორნო კომპლექსი ოთხი ერთმანეთისგან განსხვავებული სართულისგან შედგება, თითოეულ სართულზე ღონისძიებები შერჩეული კონცეფციის მიხედვით ტარდება. ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობს „პანორამას“ საბავშვო მასტერკლასები, რომელიც ყოველკვირეულად იმართება ბავშვთა გასართობი შოუპროგრამების თანხლებით.

ახალი წელიც გვიახლოვდება. რა შეთავაზებები გაქვთ სტუმრებისთვის?

„პანორამას“ გუნდი ყოველ წელს განსაკუთრებულად ემზადება საახალწლო კვირეულისთვის. ახალი წლის ღამე სავსეა საზეიმო განწყობით და საახალწლო სამზადისის თანმხლები სასიამოვნო შეგრძნებებით. ჩვენც, რა თქმა უნდა, ჩვენი სტუმრებისთვის უკვე მოვამზადეთ საინტერესო შეთავაზებები და არჩევანის მრავალფეროვნება.

რესტორნის სივრცეები, რომლებიც ახალ წელს სტუმრებს უმასპინძლებენ:

სართული 31 – გათვლილია, როგორც რომანტიკული სუფრისთვის ორ ადამიანზე, ასევე დიდ კომპანიებზეც, რომლებიც ოჯახურ გარემოში აპირებენ ახალი წლის შეხვედრას.

სართული 32 – გადახურული ტერასა. სივრცე დაეთმობა ელექტრონულ მუსიკას, საახალწლო ივენთზე დაუვიწყარ გართობას გპირდებით.

საბანკეტო დარბაზი – გათვლილია კორპორაციული საღამოსთვის. მათთვის, ვისაც დახურულ სივრცეში განცალკევებულად სურს ახალი წლის შეხვედრა, დარბაზში შესაძლებელია განთავსდეს 120 პერსონამდე.

სართული 33 – ღვინის დარბაზი. ეს სივრცე მეტად მშვიდი და განსაკუთრებული გარემოა იმ სტუმრებისთვის, ვისაც რომანტიკულ და მყუდრო გარემოში სურს ახალი წლის შეხვედრა.

საინტერესოა ასევე, რა ტიპის სამზარეულო დახვდება სტუმარს?

სამზარეულო სადღესასწაულო სამზადისშია, შეიქმნა საახალწლო სპეცმენიუ, რომელიც მდიდარია როგორც ქართული, ასევე ევროპული კერძებით. წარმოდგენილი იქნება ჩვენი ბრენდშეფის, იზო ძანძავას მიერ შექმნილი საავტორო კერძებიც, რომლებიც განსაკუთრებულად გაამდიდრებს საადღესასწაულო სუფრას. თითოეული კერძი დაკავშირებულია ახალი წლის ჯადოსნურობასთან, სწორედ ისინი დაგამახსოვრდებათ ახალი წლის განსაკუთრებულ გემოდ.

პროგრამაზეც გვიამბეთ.

საახალწლო პროგრამა სხვადასხვა სართულზე იქნება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული. 31-ე სართულზე ქართული მოტივებით გაჯერებული პროგრამა იქნება, ქართული მუსიკალური ნომრები, ტრადიციული ცეკვა და ა.შ. რაც შეეხება 33-ე სართულს – ღვინის დარბაზს, აქ იქნება განსხვავებული პროგრამა ევროპული რეპერტუარით. 31-ე და 33-ე სართულებზე სტუმრებისთვის იქნება საახალწლო გათამაშებები, საჩუქრები, სასიამოვნო და მოულოდნელი სიურპრიზები. ამ ორ სართულზე სტუმრების დახვედრა მისასალმებელი სასმლის თანხლებით დაიწყება 22:00-ზე, ხოლო პროგრამა 23:00-ზე, გაგრძელდება 01:00-მდე. საღამოს წამყვანები იზრუნებენ ჩვენი სტუმრების განწყობაზე. სწორედ ამის შემდეგ იწყება ახალი წლის ღამის გართობა, სადაც ბევრი ცეკვა, დაუვიწყარი მუსიკა და უგემრიელესი კოქტეილები გელოდებათ. ტერასა 32-ის სცენა უმასპინძლებს ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწე არტისტს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო ბაზარზე, ასევე იქნებიან ადგილობრივი არტისტებიც.

ივენთზე დასასწრებად კარი გაიღება 01:00-ზე და ეს საღამო დილის 6 საათამდე გაგრძელდება. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ რესტორან „პანორამას“ სოციალურ ქსელებში, მათ შორის ინსტაგრამის გვერდზე – panorama_batumi.

არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ რესტორნის ოთხივე სართული გადაჰყურებს ქალაქის უმშვენიერეს ხედებს 360 გრადუსით. ალბათ უკვე ყველამ კარგად იცის, თუ როგორი მშვენიერი სანახავია ბათუმი რუფტოპ 34-დან, სწორედ ამიტომ ახალ წელს, ზუსტად 12 საათზე, ჩვენს სტუმრებთან ერთად ღია ცის ქვეშ შევხვდებით, საიდანაც მთელი ქალაქის სადღესასწაულო ჟრიამულს შევუერთდებით.

„პანორამას“ პატარა სტუმრებს ნამდვილი ჯადოსნური ზღაპარი ელოდებათ, საჩუქრებზე უკვე ზრუნავს ჩვენი თოვლის ბაბუა.

სრულად წაკითხვა