#OK! ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინებაზე პირველად ალაპარაკდა

1 month ago 32

Accountant 2- ის ვარსკვლავის, 52 წლის მსახიობის, რეჟისორისა და პროდიუსერის ბენ აფლეკი გამოცემა GQ-სთან ინტერუვიუმ მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო, რადგან  მსახიობი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა ჯენიფერ ლოპეზთან განშორების მიზეზებზე.

“ჯენიფერთან გარქორწინება ყველასთვის ძალიან მოულოდნელი და შემაშფოთებელი იყო, ბევრი ცდილობს, რომ აქ რაიმე მიზეზი აღმოაჩინოს ან ეს რაიმე ფაქტს მიაწეროს, თუმცა აქ არ ყოფილა არანაირი სკანდალი, არც საპნის ოპერა ან რაიმე სახის ინტრიგა.

ხშირი ტენდენციაა, რომ წყვილის დაშორების შემდეგ ეძებენ ამის რაიმე გამომწვევ მიზეზს და სურთ, რომ ეს რაიმე ფაქტს მიაწერონ,   თუმცა გეტყვით, რომ სიმართლე  ისეთი  ბანალური და უინტერესოა, რომ ხალხი ალბათ არც კი დაიჯერებს.  ადამიანებს ზოგჯერ ერთსა და იმავე საკითხზე ერთმანეთისგან  სხვავებული მოსაზრება აქვს. ჩვენი დაშორების კონკრეტულ მიზეზს რაც შეეხება, ამაზე საუბარი საკმაოდ უხერხულია, თუმცა ყველაფერმა ზედმეტი დრამებისა და სკანდალების გარეშე ჩაიარა”.

52 წლის მსახიობმა, რომელიც ჯენიფერ გარნერთან ერთად სამ შვილს ზრდის – 19 წლის ვაიოლეტს, 16 წლის სერაფინას და 13 წლის სამუელს, – განმარტა, თუ რა კონტექსტი ჰქონდა 2024 წელს გამოსულ  დოკუმენტური ფილმიდან  The Greatest Love Story Never Told-დან გავრცელებულ ვიდეოს, სადაც მან და ჯენიფერმა პოპულარობის მიმართ თავიანთი განსხვავებული ხედვები წარმოადგინეს -„შეძლია თუ არა ადამიანს დაქორწინდეს გემის კაპიტანზე და თქვას, რომ წყალი არ უყვარს?“ – ამბობს  ბენი  დოკუმენტურ ფილმში.  აქ ნათლად გამოჩნდა, რომ ჯეილოსა და ბენს ვარსკვლავური პოპულოარობის შსახებ ერთმანეთისაგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, წყვილის განქორწინების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად ბევრი ამასაც ასახელებდა, თუჯმცა მსახიობმა თავისი ფრაზა GQ-სთან საუბრისას  ასე განმარტა- „როგორც ყველა ურთიერთობაში, ჩვენც ყოველთვის ერთნაირად არ ვუყურებდით ამ საკითხებს.“

 ბენი ადასტურებს, რომ ეს განსხვავებული ხედვა მათი დაშორების მთავარი მიზეზი არ ყოფილა. „როცა ურთიერთობაში შედიხარ, უნდა აღიარო, რომ თავიდანვე იცოდი, რასთან გქონდა საქმე,“ – თქვა მან. „მგონია, რომ მნიშვნელოვანია ვთქვათ: ეს არ იყო მთავარი პრობლემა, რამაც ჩვენს ურთიერთობაში ბზარი შექმნა. შეუძლებელია ამ დოკუმენტური ფილმის უყურო და  შემდეგ თქვა – “ახლა გავიგე, რა პრობლემები ჰქონდათ მათ.’“

მსახიობმა ინტერვიუში თავისი ყოფილი მეუღლე  ჯენიფრ გარნერიც ახსენა და თქვა, რომ ის ძალიან იღბლიანია, რადგან მას ჰყავს შესანიშნავი პარტინორი, რომელიც არის მისი შვილების დედა და ამავდროულად, არაჩვეულებრივი პარტნიორი, რომელთან ერთად მუშაობაც მისთვის სასიამოვონოა.

აფლეკი და ლოპესი ერთმანეთს რომანტიკული კომედიის “Gigli”-ზე მუშაობისას შეხვდნენ და 2002 წელს დაინიშნენ, მაგრამ 2003 წელს ქორწილი გააუქმეს, მიზეზად გადამეტებული მედიის ყურადღება დაასახელეს. შემდეგ მათ სხვა ადამიანებზე იქორწინეს და განქორწინდნენ: ლოპესი 2004 წელს მარკ ენტონიზე დაქორწინდა, ხოლო აფლეკი 2005 წელს ჯენიფერ გარნერზე. ლოპესი 2019 წელს ალექს როდრიგესზეც დანიშნული იყო, თუმცა ისინი არ დაქორწინებულან.

თითქმის ორი ათეული წლის შემდეგ,  აფლეკმა და ლოპესმა 2021 წელს ურთიერთობა განაახლეს და მომდევნო წელს იქორწინეს. თუმცა, 2024 წელს “Jenny from the Block”-ის შემსრულებელმა აფლეკთან განქორწინებაზე განაცხადი შეიტანა ლოს-ანჯელესის უზენაეს სასამართლოში. დაშორების თარიღად 26 აპრილი იქნა მითითებული, ხოლო განქორწინების პროცესი  ამ წლის იანვარში დასრულდა.

გარდა ჯენიფერ ლოპეზთან ურთიერთობაზე საუბრისა,  ბენ აფლეკი ინტერვიუში აღნიშნავს  მის პროდიუსერულ კომპანის Artists Equity-ს რომლისთვისაც ბევრს მუშალობს და მასზე დიდ იმედებს ამყარებს. ასევე, ინტერვიუში მსახიობმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ    მისი ცხოვრება ხშირად არასწორად აღიქმება ტაბლოიდების გავლენით და უმეტესწილად, მასზე ცრუ ინფორმაციები ვრცელდება.   ამის მიზეზი, მისი აზრით არის ის, რომ არასოდეს არ ერიდება პაპარაცებთან გამოჩენას.

მსახიობმა ინტერვიუში თავის კარიერაზეც ისაუბრა და კითხვაზე “თვლით, რომ თქვენი თაობის უდიდესი რეჟისორების მხრიდან გარკვეულწილად ყურადღების მიღმა დარჩით?” ის პასუხობს: “არა. შევამჩნიე, რომ მსახიობებს განსხვავებული მიდგომები აქვთ.  თუ ვინმე თვის სასურველ როლს ვერ მიიღბს, ამას აღიქვამენ ისე, რომ თითქოს ესწ მათ კარიერაში გზს უღობავს. მე კი ვფიქრობ, რომ ადამიანი თავად ქმნის საკუთარ კარიერას. არასოდეს ვზივარ და არ ვფიქრობ: “რატომ ქირაობს მარტი ლეოს? ეს მე უნდა ვიყო.” – გულწრფელად ასე არ ვფიქრობ. თუ რაიმეზე უნდა ვიფიქრო და ვინერვიულო, ეს უფრო ის იქნება, რომ საკუთარ თავს, პირველ რიგში რეჟისორად აღვიქვამ. თუ მკითხავდნენ, რომელი პროფესიით მინდა რომ მიცნონ, მე სწორედ ამას ვეტყოდი.  მაგრამ,  ასევე  ვიტყვი, რომ არ მაქვს განცდა  ვინმემ რაიმე წამართვა ან გზა გადამიღობა, ამიტომ  თავს ძალიან იღბლიანად ვგრძნობ.

 ინტერვიუში ბენ აფლეკმა ისიც ახსენა, რომ თავისი პროდიუსერული კომპანიისთვის ბევრს მუშაობს და ამასთან დაკავშრებით დიდი სამომავლო გეგმები აქვს.

ცნობისთვის, აფლეკი პირველად ფართოდ გახდა ცნობილი 1997 წლის Good Will Hunting-ით, რომელშიც მან  ითამაშა თავის მეგობართან მეტ დეიმონთან ერთად. მსახიობი  უკვე  30  წელია, რაც  უწყვეტად   ყურადღების ცენტრშია,  არის 2 ოსკარის მფლობელი და კვლავ აქტიურად განაგრძობს  კინოინდუსტრიაში მუშაობას.

სრულად წაკითხვა