#OK! გამორჩეული დიზაინის სამკაულები – DUCHI-ს ახალი შოურუმი გაიხსნა

1 month ago 35

სამკაულს შეუძლია თქვენი ჩაცმულობა უფრო ეფექტური და განსხვავებული გახადოს. მისი მეშვეობით თქვენ უფრო მეტად გამოხატავთ თქვენს ინდივიდუალიზმს, ხასიათსა და გემოვნებას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, კარგად შევარჩიოთ აქსესუარი. დღეს გიამბობთ ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ბრენდის, DUCHI-ს შესახებ, რომელიც განსხვავებულ და საინტერესო ხელნაკეთ სამკაულებს გთავაზობთ.

ყველაფერი ერთმა საყურემ გადაწყვიტა, რომელიც დიზაინერმა ანა ყანჩაველმა თავისი ძველი ქამრისგან შექმნა. მას მერე 8 წელი გავიდა, „დუჩი“ აგრძელებს მომხმარებლის გაოცებასა და განებივრებას. განახლებული კოლექცია მოიცავს: საყურეებს, ყელსაბამებს, ბეჭდებსა და სხვა აქსესუარებს.

„ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ ვერცხლზე, ოქროზე, თითბერზე. ასევე, ვიყენებთ ნატურალურ მარგალიტს, ბრილიანტსა და ცირკონს. ინსპირირება ხდება ყოველი დღით, წუთით, მომენტით. არ ვართ მოქცეული ჩარჩოებში, გახლავართ სრულიად თავისუფალნი და ვქმნით იმას, რაც ჩვენ გვსურს. ვფიქრობ, სწორედ ეს ხდის ჩვენს სამკაულებს უფრო საინტერესოსა და ინდივიდუალურს“, – აღნიშნავს ანა ყანჩაველი.

დახვეწილი და გემოვნებიანი დიზაინი არის ის, რითაც ბრენდი ბაზარზე გამოირჩევა. ამასთანავე, მომხმარებელს განსაკუთრებულად იზიდავს ბრენდის ქართული თემატიკა, რომელზეც მოთხოვნა დიდია.

აღსანიშნავია, რომ DUCHI-ს პროდუქციამ მოწონება დაიმსახურა როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. შესაბამისად, რეალიზაცია ხდება საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც. თუ აქამდე პროდუქციის შეძენა მომხმარებელს შეეძლო Instagram გვერდზე – Duchi_official, ახლა უკვე ადგილზე – ბრენდის ახალ შოურუმშიცაა შესაძლებელი.

„ამ ეტაპზე სიახლე გვაქვს – ი. ჭავჭავაძის 50 ნომერში გავხსენით შოურუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება Duchi-ს სრული კოლექცია. ასევე, ეტაპობრივად გადავდივართ ისეთი აქსესუარების წარმოებაზე, რომლებსაც მსოფლიოს ნებისმიერ გამოფენასა თუ Fashion Week-ზე კიდევ უფრო თამამად გავიტანთ, რადგან მოვერგებით იმ სტილსა და თემატიკას, რომელსაც მსოფლიო ბაზარი ამ მიმართულებით ითხოვს,“ – თეიმურაზ ყანჩაველი, ბრენდის დამფუძნებელი.

ტექსტი: სოფიო მალანია

სრულად წაკითხვა