#OK! „და ვინჩის კოდის“ ავტორი 27 წლით უმცროს მეგობარ ქალზე დაქორწინდა

20 hours ago 4

ის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მწერალია, რომელმაც ფაქტობრივად, ისტორიული დეტექტივის ჟანრი შექნა, თუმცა ისტორიისა და ლიტერატურის მოტვარულებს შორის მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მწერლის ბობოქარი და სკანდალებით სავსე ცხოვრება გახდა.

მისტიკურ-დეტექტიური წიგნების სერიის – „და ვინჩის კოდის“  ავტორი, ამერიკელი მწერალი დენ ბრაუნი (Dan Brown) რამდენიმე წლის წინ 27 წლით უმცროს ქალზე დაქორწინდა, რომელიც ბრაუნის ყოფილი ცოლის, ბლაითის მტკიცებით, მწერლის ოთხი საყვარლიდან ერთ-ერთია – ამის შესახებ Daily Mail იტყობინება.

ბრაუნი ცოლს, 2018 წელს დაშორდა, 2020 წელს კი ბლაითმა მწერლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ყოფილმა ცოლმა მწერალს ბრალი დასდო, რომ ერთობლივი საბანკო ანგარიშებიდან ფულს საყვარლების საჭიროებისთვის ხარჯავდა. ქალმა სავარაუდო საყვარლების ვინაობაც გაარკვია: პირადი მწვრთნელი, სტილისტი, პოლიტიკოსი და ცხენზე ჯირითის სწავლებისთვის დაქირავებული მხედარი.

ბრაუნმა ყოფილი ცოლის ბრალდების საპასუხოდ განაცხადა, რომ ბლაითი ფინანსების მხრივ, არასოდეს მოუტყუებია და საბოლოოდ, ქალმა მწერლის ქონების ნახევარი მიიღო. 2021 წელს ბლაითმა ყოფილ ქმართან შეთანხმებას მიაღწია.

61 წლის დენ ბრაუნი სარჩელში დასახელებული ოთხი სავარაუდო საყვარლიდან ერთ-ერთზე, ჰოლანდიელ მხედარზე – ჯუდიტ პიტერსენზე დაინიშნა, რომელიც მწერალზე 27 წლით უმცროსია. საკუთარი ქორწინების შესახებ ბრაუნმა თავის ახალ წიგნში, „საიდუმლოთა საიდუმლო“ დაწერა, სადაც ბოლოსიტყვაობაში საცოლის მიმართ უდიდეს მადლიერებას გამოხატავს.

ბლაითის მტკიცებით ბრაუნის და პიტერსენის სასიყვარულო ურთიერთობა 2014 წელს დაიწყო, როდესაც ქალი მხარზე ოპერაციის გაკეთების შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდში მათთან ცხოვრობდა. ყოფილი ცოლის თქმით, მწერალმა პიტერსენს მსუბუქი ავტომობილი, ორი ცხენი და 350 000 დოლარის ღირებულების ულაყი აჩუქა.

ბრაუნი ამტკიცებს, რომ მისი ურთიერთობა პიტერსენთან მაშინ დაიწყო, როდესაც ბლაითთან ქორწინება „უბრალო ფორმალობად“ იქცა.

შეგახსენებთ, რომ ვატიკანმა ბრაუნის რომანს „და ვინჩის კოდი“ მწვალებლობა უწოდა. სასულერო პირებმა  შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ მკითხველებმა რომანის სიუჟეტი შეიძლება სახარებისეული ისტორიის გადაწერის მცდელობად აღიქვან – „და ვინჩის კოდის“ სიუჟეტი ეფუძნება იმ აზრს, რომ ეკლესია საუკუნეების განმავლობაში მალავდა მორწმუნეებისგან, რომ იესო ქრისტე მარიამ მაგდალინელზე დაქორწინდა  და რომ მან შვილი გაუჩინა.

აღსანიშნავია, რომ ბრაუნი მის რომანზე ეკლესიის რეაქციით კმაყოფილია.

„აზრთა სხვადასხვაობა და დებატები ეკლესიის განკურნებას ეხმარება. რელიგიის ერთადერთი ნამდვილი მტერი აპათიაა, ხოლო საუკეთესო წამალი აპათიისგან ცხარე დებატები“, – განაცხადა მწერალმა.

სრულად წაკითხვა