რვაწლიანი ურთიერთობის ქრონოლოგია
დაკოტა ჯონსონი და კრის მარტინი რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ საბოლოოდ დაშორდნენ. მათი ურთიერთობა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, ხშირად იყო მედიის ყურადღების ცენტრში, თუმცა წყვილი პირადი ცხოვრების გასაჯაროებისგან თავს იკავებდა.
2017 წლის ოქტომბერში, დაკოტა და კრისი ერთად პირველად ლოს-ანჯელესში შენიშნეს, სუშის რესტორანში. მალევე მსახიობი დაესწრო Coldplay-ის კონცერტს ბუენოს-აირესში, რაც ურთიერთობის დასაწყისად იქცა.
2018 – 2019 წლებში, წყვილი ურთიერთობას ინარჩუნებდა, თუმცა 2019 წლის ივნისში დროებით დაშორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი იყო განსხვავებული შეხედულებები ოჯახის დაგეგმვაზე: კრისს სურდა მეტი შვილი, ხოლო დაკოტა კარიერაზე იყო კონცენტრირებული.
2020 წელს, ჯონსონი შენიშნეს დიდი ზომის ზურმუხტისფერი ბეჭდით, რამაც ნიშნობის ჭორები გააჩინა. მოგვიანებით გაირკვა, რომ წყვილი წლების წინ დაინიშნა, თუმცა ქორწინებას არ ჩქარობდნენ.
2021 წელს, წყვილი მალიბუში გადავიდა საცხოვრებლად. დაკოტამ რეჟისორობა სცადა და Coldplay-ის კლიპი “Cry Cry Cry” გადაიღო.
2025 წლის მაისში, დაკოტა და კრისი ერთად შენიშნეს მალიბუში. მოგვიანებით მსახიობი მარტო დაესწრო კანის კინოფესტივალს .
2025 წლის ივნისში წყაროებმა დაადასტურეს, რომ წყვილი საბოლოოდ დაშორდა. მიზეზად სახელდება განსხვავებული შეხედულებები ოჯახზე და კარიერული პრიორიტეტები.