#OK! დედამიწიდან ორბიტამდე: ექვსმა ქალმა ახალი ისტორია დაწერა!

4 days ago 7

„ამაზონის“ დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის კომპანიის „ბლუ ორიჯინის“ კოსმოსური ხომალდით, რომლის სახელწოდებაა “New Shepard”, კოსმოსში 6 ქალი გაემგზავრა. მათ შორის პოპვარსკლავი კეტი პერი, ყოფილი ჟურნალისტი ლორენ სანჩესი ,CBS-ის წამ­ყვა­ნი გეილ კინ­გი, NASA-ს ყო­ფი­ლი სა­რა­კე­ტო მეც­ნი­ე­რი აიშა ბოი, სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის აქ­ტი­ვის­ტი ამან­და ნგუ­ე­ნი და კი­ნოპ­რო­დი­უ­სე­რი კე­რი­ან ფლი­ნი.

ეკი­პაჟს სა­თა­ვე­ში ლო­რენ სან­ჩე­სი ჩა­უდ­გა. ხომალდი ტეხასში მდებარე ჯეფ ბეზოსის კომპანიის ობიექტიდან აფრინდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 1963 წლის შემ­დეგ, როცა კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დის ბორტზე მხო­ლოდ ქა­ლე­ბი იყ­ვნენ. მა­შინ, კოს­მოს­ში საბ­ჭო­თა ას­ტრო­ნავ­ტი ვა­ლენ­ტი­ნა ტე­რეშ­კო­ვა მარ­ტო გაფ­რინ­და. ხომალდი New Shepard ორშაბათს დასავლეთ ტეხასის შტატში 105 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა. ფრენა 8-11 წუთამდე გაგრძელდა, ეკიპაჟის წევრებმა რამდენიმე წუთის განმავლობაში უწონადობას მიაღწიეს, შემდეგ კი ისევ დედამიწაზე დაბრუნდნენ. გაშვებამდე ამერიკულმა ტელევიზიამ CBS-მა აჩვენა კადრები, სადაც ეკიპაჟის წევრები ფანჯრებიდან იყურებოდნენ და მაყურებლებს ესალმებოდნენ.

კოსმოსურ მისიას თავად ჯეფ ბეზოსიც ესწრებოდა, რომელიც დედამიწაზე დაბრუნებულ ეკიპაჟის წევრს შეხვდა და ხომალდის კარი გაუღო. პირველი ლორენ სანჩესი გადმოვიდა , რომელმაც ჟურნალისტებს თავისი ემოციები გაუზიარა – „არ ვიცი, როგორ აღვწერო. მთვარე დავინახეთ, სავსე მთვარე. დედამიწა ისე მშვიდად ჩანდა. ირგვლივ სიმშვიდე იყო. ბევრად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა.“ ტელეწამყვანი გეილ კინგი CBS-ს ინტერვიუში თქვა „ნეტავ, ყველას შეეძლოს იმ სიმშვიდისა და ბედნიერების განცდა, რომელიც ჩვენ იქ, მაღლა, შევიგრძენით. ყველამ უნდა განიცადოს ის, რისი გაკეთებაც ჩვენ მოგვიწია. მივმართავ მათ, ვინც ჩვენს იქ აყვანასა და შემდგომ უსაფრთხოდ დაბრუნებაზე იმუშავა, არასოდეს დავივიწყებ ამ ყველაფერს.”

განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ კი კეტი პერი მოექცა, რომელმაც ხომალდიდან გადმოსვლისას ცრემლები ვერ შეიკავა. კოსმოსში გამგზავრებასა და დაბრუნებაზე საუბრისას მან თქვა, რომ ეს ყველაზე ძლიერი განცდა იყო. ეს ყველაფერი მხოლოდ კოსმოსში გაფრენა არ არის. ჟურნალისტებთან საუბრისას, მან განმარტა თუ რატომ გადაწყვიტა გაფრენა: „ყოველდღე საკუთარ თავს ვეუბნები: შენ გაბედული ხარ. შენ ამას აკეთებ მომავალი თაობის შთაგონებისთვის, განსაკუთრებით გოგოებისთვის. მე კოსმოსში გავფრინდები! – არანაირი საზღვრები. ძალიან მაინტერესებს ტექნიკური მხარე, STEM-ის სფერო და ყველაფერი, რაც ასეთი წარმატებული მისიის განხორციელებისთვისაა საჭირო,”.

როგორც ეკიპაჟის წევრები ირწმუნებიან კეტი პერიმ კოსმოსში სიმღერა ” what a wonderful world “ შეასრულა. მისი თქმით, ეს სიმღერა სწორედ კოლექტიურ ენერგიას და იმ ქალებს მიუძღვნა, ვისაც სურს, სამყაროში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. „არ ვიცი, სხვა პოპვარსკვლავები თუ ყოფილან კოსმოსში. არ მეგონა, რომ იქ ვიმღერებდი. მომინდა, ჩემთან ერთად მყოფი ასტრონავტებისთვის პატივი მეცა, ამიტომ ვიმღერე, ნაწყვეტი სიმღერიდან “What a Wonderful World”. ჩემი რეპერტუარიდან არ შემისრულებია, რადგან ეს კოლექტიური მოგზაურობა იყო და აქ მთავარი მე არ ვიყავი. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორი მშვენიერია ჩვენი სამყარო. შესაბამისად, ჩავთვალე, რომ სწორედ ეს სიმღერა შეეფერებოდა ამ განწყობას. “ მან პირობა დადო, რომ მომავალში აუცილებლად დაწერს სიმღერას ამ გამოცდილების შესახებ. ასევე კოსმოსში ყოფნის დროს მან ეკიპაჟის წევრებს მისი მომავალი ტურნეს სიმღერების სიაც გაუმხილა.

სრულად წაკითხვა