#OK! დონალდ და მელანია ტრამპებმა ჰელოუინი თეთრ სახლში აღნიშნეს

8 hours ago 7

დონალდ და მელანია ტრამპებმა ჰელოუინი თეთრ სახლში აღნიშნეს. პრეზიდენტის და პირველი ლედის კოსტუმირებულ წვეულებაზე, ვარსკვლავებისა და მილიარდერების ნაცვლად, ტრადიციულად, ბავშვები მივიდნენ. ღონისძიებაზე მყოფ თითოეულ ბავშვს საშუალება ჰქონდა ტრამპებისგან ტკბილეული მიეღო და საკუთარი კოსტიუმი ეჩვენებინა. პოლიტიკოსი და მისი მეუღლე განსაკუთრებით ერთი ოჯახის ბავშვებით დაინტერესდნენ – ორი ძმა და მათი და პირადი მცველისა და დონალდ და მელანია ტრამპების კოსტიუმებში გამოეწყვნენ. პრეზიდენტმა თავისი „ორეულს“ ხელი ჩამოართვა, ხოლო გოგონას, ტკბილეულის მიცემისას, თავისი მეუღლის სახელით მიმართა.

 Дональд и Мелания Трамп устроили Хэллоуин в Белом доме | MARIECLAIRE

ყველამ აღნიშნა რამდენად ზუსტად შეძლეს ბავშვებმა ამერიკის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახეების გადმოცემა. როგორც ვანესა ფრიდმანმა The New York Times-ის სტატიაში აღნიშნა, ამ წელს ტრამპებმა ჰელოუინზე საკუთარი თავები განასახიერეს. მუდმივად ერთი და იგივე სტილის ტანსაცმლის ტარებით, მათ საკუთარ იმიჯი ნიმუშად აქციეს, ამიტომ, როცა წვეულებაზე მისულმა ბავშვმა ლურჯი კოსტიუმი ჩაიცვა, წითელი ჰალსტუხი გაიკეთა და ბეისბოლის ქუდი დაიხურა, ყველა მიხვდა, ვის განასახიერებდა.

Трамп с женой устроили Хэллоуин в Белом доме

სხვა ბავშვების კოსტიუმები არანაკლებ საინტერესო იყო. ერთ-ერთმა გოგონამ თავისუფლების ქანდაკება განასახიერა, მეორემ პოლიციელის ფორმა მოირგო, სუპერმენის კოსტიუმში გამოწყობილი ბიჭუნა კი თეთრ სახლში ამერიკის დროშიანი ინვალიდის ეტლით მივიდა.

 Дональд и Мелания Трамп устроили Хэллоуин в Белом доме | MARIECLAIRE

თეთრ სახლში ჰელოუინის აღნიშვნის ტრადიცია 1950-იან წლებში დაიწყო და მას შემდეგ ყველა პრეზიდენტი აგრძელებს. ტრამპებისგან განსხვავებით, ამ დღეს ზოგი პრეზიდენტი და პირველი ლედი სხვადასხვა გმირის კოსტიუმში ეწყობოდა. მაგალითად, 1978 წელს კარტერებმა ზოროს ნიღბები მოირგეს, 1995 წელს კლინტონებმა – ამერიკის მეოთხე პრეზიდენტის, ჯეიმს მედისონისა და მისი მეუღლის, დოლის სახეები გაიმეორეს, 2009-ში მიშელ ობამა ლეოპარდად გადაიქცა, ხოლო 2023 წელს ჯილ ბაიდენი საზოგადოებას კატის კოსტიუმით მოევლინა.

Мишель Обама и ее женщина-кошка

По случаю Хэллоуина первая леди США нарядилась в костюм кошки. Читайте на UKR.NET

72-летняя супруга Байдена примерила наряд кошки в честь Хэллоуина

თუმცა ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი – ითვლება, რომ ქვეყნის ლიდერმა ნებისმიერ ვითარებაში სერიოზულობა უნდა შეინარჩუნოს.

შეგახსენებთ, რომ ჰელოუინი (Halloween – ყველა წმინდანის საღამო) დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 31 ოქტომბერს აღინიშნება და სათავეს ძველი კელტების ტრადიციებიდან იღებს. კელტებს სწამდათ, რომ ამ ღამეს ცოცხლებისა და მიცვალებულების გამყოფი კარიბჭე იღებოდა და მიცვალებულები დედამიწაზე ბრუნდებოდნენ. ამ ღამეს კელტები სახლში შუქს აქრობდნენ და სხვადასხვა მხეცის ტყავს გადაიცვამდნენ, რომ მოჩვენებები დაეფრთხოთ. დღესასწაულის სიმბოლო იყო გოგრა, რომელიც ბოროტ სულებს ამოჭრილ თვალებსა და პირში მანათობელი ცეცხლით აფრთხობდა.

Дональд и Мелания Трамп устроили в Белом доме вечеринку по случаю Хэллоуина - ФОТО - Oxu.az

დროთა განმავლობაში დღესასწაულმა სახეცვლილება განიცადა. თანამედროვე სამყაროში  ჰელოუინი ძველ დატვირთვას თითქმის აღარ ატარებს. ახლა ახალგაზრდობა უბრალოდ კოსტიუმირებულ წვეულებაზე ერთობა, ბავშვები კი კარდაკარ დარბიან და ტკბილეულს აგროვებენ. ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა ტარდება: თამაშები, ფოიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები და ა.შ.

48, 01 ноября 2025 на zakon.kz

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ჰელოუინის 10 საუკეთესო კოსტიუმი, რომელიც დღემდე ახსოვთ

სრულად წაკითხვა