ესთეტიკური ცენტრი KB Aesthetic – სილამაზის გზამკვლევი, სადაც პროფესიონალიზმი, ინოვაცია და ინდივიდუალური მიდგომა ერთიანდება თქვენი გამორჩეული იერსახის შესაქმნელად.
სილამაზის ახალი სამყარო ზედაზენის ქუჩაზე
ზედაზენის ქუჩაზე მდებარე KB Aesthetic-ის დამფუძნებელი ქეთი ბარბაქაძეა, რომელიც წლების განმავლობაში თავად იყო სხვადასხვა ესთეტიკური ცენტრების აქტიური მომხმარებელი. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გადაწყვიტა ისეთი ადგილის შექმნა, სადაც ყოველი ვიზიტი ეფექტურობასა და კომფორტს უთავსებს ერთმანეთს.
“ჩვენი ცენტრის ლოკაცია განზრახ შევარჩიეთ ქალაქის გადატვირთული ნაწილიდან მოშორებით,” – გვიყვება ქეთი. “როდესაც ასეთი დაწესებულებების უმრავლესობა ყველაზე ხმაურიან ქუჩებზეა თავმოყრილი, ჩვენ გვსურდა სხვა უბნებში მცხოვრები ადამიანებისთვის გაგვეადვილებინა წვდომა პრემიუმ ხარისხის ესთეტიკურ მომსახურებაზე.”
მომსახურების მრავალფეროვნება ერთ სივრცეში
KB Aesthetic გამოირჩევა პროცედურების ფართო არჩევანით, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ერთ სივრცეში მიიღოს სასურველი მომსახურება. ცენტრის მიზანია რაც შეიძლება მეტ ქალს მისცეს საშუალება იგრძნოს თავი ლამაზად და გამორჩეულად, აღმოაჩინოს საკუთარი სილამაზის საიდუმლო.
ცენტრში წარმოდგენილია მომსახურებების მრავალფეროვნება:
• სახის მოდელირება ბუნებრივი შემავსებლით
• ბოტულინოთერაპია
• პილინგი და სახის წმენდა
• ბიორევიტალიზაცია
• დიოდური ეპილაცია გერმანული OSRAM ტექნოლოგიით
• RF ლიფტინგი
• კრიოლიპოლიზი – გაზაფხულის ჰიტი სხეულის კონტურირებისთვის
• კავიტაცია
• მანიკური და პედიკური
“ჩვენი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ორიენტირებულია საუკეთესო შედეგებსა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე,” – აღნიშნავს ქეთი. “ვმუშაობთ მხოლოდ ხარისხიანი, სერტიფიცირებული პროდუქტებით, რადგან ჩვენი კლიენტების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება პრიორიტეტია.”
ინოვაცია და განვითარება
KB Aesthetic-ი არ ჩერდება მიღწეულზე და მუდმივად ნერგავს ყველა სიახლეს, რაც კი ესთეტიკური მედიცინის ბაზარზე ჩნდება.
კრიოლიპოლიზი – გაზაფხულის იდეალური პროცედურა
განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს კრიოლიპოლიზი – პროცედურა, რომელიც გაზაფხულზე განსაკუთრებით აქტუალურია. ეს არაინვაზიური მეთოდი, რომელიც ცნობილია როგორც “ცხიმის გაყინვა“, საშუალებას იძლევა პრობლემური ზონებიდან თანდათანობით მოშორდეს ცხიმოვანი უჯრედები.
“კრიოლიპოლიზი იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვინც მიზანმიმართულად მუშაობს საკუთარ სხეულზე და სურს დამატებითი ეფექტი მიიღოს,” – განმარტავს ცენტრის წამყვანი სპეციალისტი. “პროცედურის საოცარი ეფექტი ვლინდება 2-3 თვის განმავლობაში, როდესაც ცხიმოვანი უჯრედები ბუნებრივად გამოიდევნება ორგანიზმიდან, რაც კონტურების მკვეთრ გაუმჯობესებას იწვევს.”
რევოლუციური დიოდური ეპილაციის აპარატი
KB Aesthetic აღჭურვილია უახლესი თაობის დიოდური ეპილაციის აპარატით, რომელიც მუშაობს გერმანული OSRAM-ის ორიგინალი სხივით. ეს ექსკლუზიური მოდელი 2000 ვატის სიმძლავრით არის FDA-ს მიერ რეკომენდებული, რაც უმაღლესი ხარისხის გარანტიას წარმოადგენს.
აპარატის გამორჩეული მახასიათებლებია:
• ხელოვნური ინტელექტის სისტემა კანის იდეალური გაგრილებისთვის
• უმტკივნეულო პროცედურა მაქსიმალური კომფორტისთვის
• ეფექტი პირველივე პროცედურიდან
• გახანგრძლივებული რემისიის პერიოდი
• თანაბარი შედეგი სხეულის ყველა ზონაზე
“ჩვენი კლიენტები განსაკუთრებით აფასებენ ამ აპარატს,” – აღნიშნავს ქეთი. “ის უზრუნველყოფს არამხოლოდ მაღალ ეფექტურობას, არამედ პროცედურის კომფორტსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გვჯერა, რომ თქვენი კანის სრულყოფილებაზე ზრუნვა უნდა მიანდოთ მხოლოდ პროფესიონალებს, რომლებიც მუშაობენ საუკეთესო ტექნოლოგიებით.” ცენტრის გუნდი რეგულარულად ეცნობა საერთაშორისო ტენდენციებს და ესწრება პროფესიულ ტრენინგებს, რათა ქართველ მომხმარებელს შესთავაზოს თანამედროვე და ეფექტური მეთოდები.
“გვჯერა, რომ სილამაზე და თვითრწმენა ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს,” – ამბობს ქეთი. “ამიტომაც ვცდილობთ შევქმნათ არამხოლოდ მაღალი ხარისხის მომსახურება, არამედ კომფორტული და მეგობრული გარემო, სადაც ყველა მომხმარებელი განსაკუთრებულად იგრძნობს თავს.”
საგაზაფხულო შეთავაზება
გაზაფხული საუკეთესო პერიოდია კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩასატარებლად. სწორედ ამიტომ, KB Aesthetic გთავაზობთ განსაკუთრებულ აქციას – ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს შეგიძლიათ ისარგებლოთ კოსმეტოლოგის უფასო კონსულტაციით.
ვიზიტის დასაჯავშნად დაგვირეკეთ: +995 571 028 028
მისამართი: თბილისი, ნაძალადევი, ზედაზენის 2/3