#OK! ვინ არის ბირკინის ორიგინალი ჩანთის ახალი მფლობელი?

6 hours ago 26

იაპონელმა მილიარდერმა იუსაკუ მაეზავამ ჯეინ ბირკინის ორიგინალი Hermès Birkin შეიძინა. ის მოდის პლატფორმა Zozotown-ის, კომპანია Start Today-ის დამფუძნებელი და ცნობილი კოლექციონერია. 2017 წელს ჟან-მიშელ ბასკიას ტილო 110.5 მილიონ დოლარად შეიძინა, რაც ამერიკელი არტისტის ნამუშევრებისთვის რეკორდული ფასია. ასევე, მის კოლექციაში შედის ენდი უორჰოლისა და პაბლო პიკასოს ნამუშევრები.

მაეზავა SpaceX-ის პროექტ „Dear Moon“- ში მონაწილეობს, რომლის ფარგლებში არტისტებთან ერთად მთვარის გარშემო იმოგზაურებს, რათა კოსმოსური შთაგონება ხელოვნებად აქციოს.

„მინდა, ეს გამოცდილება, რაც შეიძლება ბევრ ადამიანთან ერთად გავიზიარო, განსაკუთრებით მათთან, ვინც ხელოვნებას ემსახურება” – აღნიშნავს ბიზნესმენი.

ჯეინ ბირკინის ჩანთა ნამდვილად კარგ ხელში აღმოჩნდა – იუსაკუ მაეზავას კოლექციაში, სადაც მისი კულტურულ-ისტორიული ღირებულება კიდევ უფრო გაღრმავდება.

#OK! ჯეინ ბირკინის ორიგინალი ჩანთა აუქციონზე 8.6 მილიონ ევროდ გაიყიდა

სრულად წაკითხვა