ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8 – ყველაფერი ერთ სივრცეში თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის!
კლინიკის გახსნის მიზანი
მოგეხსენებათ, საქართველო წარმოადგენს იოდდეფიციტის ენდემურ კერას, რაც ნიშნავს, რომ გარემოში (ნიადაგსა და წყალში) ამ მიკროელემენტის ნაკლებობაა, ამით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები კი მოსახლეობაში ფართოდაა გავრცელებული. თავისთავად, ეს პირდაპირ კავშირშია ენდოკრინულ სისტემასთან, რადგან იოდის დეფიციტი იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, მათ შორის ენდემურ ჩიყვს. აღნიშნული პრობლემები დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას და წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან გამოწვევას ქვეყანაში. ამავდროულად, ენდოკრინოლოგიური პრობლემები ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ გვსურდა, მომხმარებლისთვის ყველა საჭირო მომსახურება ერთ სივრცეში შეგვეთავაზებინა და მკურნალობის პროცესი უფრო გაგვემარტივებინა – პაციენტებს ადგილზევე შეეძლებათ როგორც ექოსკოპიური კვლევის ჩატარება, ასევე ანალიზების ჩაბარება.
რა თქმა უნდა, დიდი დრო დავუთმეთ მაღალკვალიფიციური გუნდის შეკრებას. ჩვენი უკვე არსებული პროექტები და გამოცდილება კი გვაძლევს საშუალებას სწორად ვმართოთ პროცესები და დავეხმაროთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს.
კლინიკაში დაგხვდებათ შემდეგი მიმართულებები:
ენდოკრინოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, დიაბეტის სკოლა, ნუტრიციოლოგია, ოჯახის ექიმი, გინეკოლოგია, დერმატო-ვენეროლოგია, მამოლოგია, ოფთალმოლოგია, კარდიოლოგია, ნევროლოგია, უროლოგია, ანდროლოგია, ფსიქოთერაპია, ფსიქიატრია, ექოსკოპია, ანგიოლოგია, პედიატრია, ლაბორატორიული კვლევები.
სამედიცინო გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი სპეციალისტებით, რაც თქვენი სიმშვიდისა და ჯანმრთელობის გარანტიაა.