ქართული OK! წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საავადმყოფოების ჯგუფს – Healthcare International, რომელიც 1989 წელს დაარსდა. მისი შექმნის უმთავრესი მიზანი პაციენტის მხარდაჭერა, ზუსტი დიაგნოსტირება, მაღალი სტანდარტებისა და მრავალპროფილური მიმართულებების შეთავაზება იყო. Florence Healthcare International აერთიანებს ხუთ საავადმყოფოს და სამ სამედიცინო ცენტრს, სამედიცინო უნივერსიტეტს და საექთნო სკოლას, რომლებიც აღიარებულია არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მთელ რეგიონში. პროფესიონალი ექიმები, პაციენტებთან გულისხმიერი მიდგომა, უახლესი ტექნოლოგიები, მრავალპროფილური კლინიკები და საერთაშორისო JCI სტანდარტებით აღიარებული სამედიცინო პრაქტიკა, – სწორედ ეს გამოარჩევს Florence Healthcare International-ს ბაზარზე. გარდა ამისა, Florence Healthcare International გამოირჩევა საერთაშორისო პაციენტებთან მაღალი ხარისხის შეთავაზებებით, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების სრულ მომსახურებას, დაწყებული პირველადი კონსულტაციიდან, სამედიცინო ჩანაწერების შეფასებით, ვიზიტის დაგეგმვით, ტრანსპორტირებითა და განთავსებით, დამთავრებული მკურნალობის შემდგომი ზრუნვით.
მალინა ბერეკაშვილი, საქართველოს რეგიონული სამედიცინო მენეჯერი: 12 წელიწადია ამ კლინიკაში ვმუშაობ და უდიდესი გამოცდილება მივიღე ამ სფეროში. ამასთანავე, ვისწავლე როგორც ზოგადი მედიცინის განხრით, ასევე სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით. მედიცინის ნებისმიერ მიმართულებაში შემიძლია მოკლე ანამნეზმის მიღებიდან ოპერაციის ბოლო დონემდე პაციენტს ავუხსნა და ინფორმაცია მივაწოდო დამოუკიდებლად.
Florence Healthcare International-ის გუნდის წევრობა ერთდროულად საამაყო და საპასუხისმგებლოა. იმისათვის, რომ აქ დაიწყო მუშაობა, თუნდაც თარჯიმნის პოზიციაზე, აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება და ენის სრულყოფილად ცოდნა.
Florence Healthcare International-ის უმთავრესი უპირატესობა არის ის, რომ მისი დამაარსებელიც და ამჟამინდელი მფლობელი პროფესიით ექიმია, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია – სულ ექიმები იყვნენ სათავეში, ეს ყველაფერი კი განაპირობებს წარმატებას.
Florence Nightingale – სახელი აირჩიეს მისი ღირებულებების გამო, რაც ამ ადამიანის სახელს უკავშირდება. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა მედიცინის ისტორიაში.
მინდა აღვნიშნო, რომ დღეს Florence Healthcare International-ის საყრდენი გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდია. მუშაობენ სპეციალისტები, რომლებსაც მიღებული აქვთ განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და კლინიკებში, და მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას თანამედროვე სამედიცინო ტრენდებისა და ინოვაციების შესაბამისად. ექიმების უმეტესობას აქვს პროფესორის წოდება. გარდა ამისა, აქ მომუშავე პერსონალი გამოირჩევა არა მხოლოდ კვალიფიკაციით, არამედ ადამიანური, ემპათიური დამოკიდებულებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის პროცესში.
გუნდი, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, არიან ის ექიმები, რომლებმაც უამრავი ქართველი პაციენტი გამოაჯანმრთელეს, სიცოცხლე გაუხანგრძლივეს, გადაარჩინეს და სიცოცხლე ხელახლა აჩუქეს.
Pr. Dr. Bora Başaran, ოტოლარინგოლოგი: 8 წელია ქართველ პაციენტებს ვემსახურები. ისინი გამოირჩევიან სხვა ქვეყნის პაციენტებისგან გამჭრიახი გონებით და თბილი დამოკიდებულებით. დიდ სიამოვნებას მანიჭებს მათთან ურთიერთობა. მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო ქართველ პაციენტებს.
Pr. Dr. A. CEM İYİBOZKURT, ონკოგინეკოლოგი: ძალიან კარგად მესმის, თუ როგორი რთულია საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა. სწორედ ამიტომ მე, როგორც ექიმი, ვცდილობ განსაკუთრებული გულისხმიერებით ვემსახურო ქვეყნიდან ასე შორს წასულ პაციენტებს. რა თქმა უნდა, ვცდილობ, რაც ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერი გავაკეთო – ოპერაციები ჩავატარო ისე, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე და, რაც მთავარია, ჯანმრთელები დაუბრუნდნენ თავიანთ სამშობლოს. ქართველ პაციენტებს ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებას.
Pr. Dr. Alper Toker, თორაკალური ქირურგი: ჩემს პრაქტიკაში ქართველი პაციენტები ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანები არიან. ჩემი ჩატარებული ოპერაციების მიხედვით, ისინი ასევე, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გამოჯანმრთელებადი ერია, რაც შეიძლება მათი ძლიერი ბუნებით აიხსნას. ქართველები ჩვენი მოძმე ერია, მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო მათ.
Pr. Dr. Levent Erdem, გასტროენტეროლოგი: მე, როგორ გასტროენტეროლოგი, ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ პაციენტის საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას. მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება და სწორი მკურნალობა, რადგან გახშირებულია გასტროენტეროლოგიური გართულებები, როგორიცაა: კუჭის წვრილი და მსხვილი ნაწლავის სიმსივნე, ასევე ღვიძლის ინფექციები და სხვ. უამრავი პაციენტი მოგვმართავს საქართველოდან სხვადასხვა გართულებით. ჩვენი კვალიფიციური მკურნალობით ვიღებთ საუკეთესო შედეგებს.
Pr. DR. Haluk Akpinar, უროლოგი: ქართველი პაციენტები უკიდურესად ემოციურები, ჭექა-ქუხილივით ხმამაღლა მოსაუბრეები, ექიმისადმი ერთგულები და პუნქტუალურები არიან. ოპერაციამდე უამრავ კითხვას სვამენ და ბევრი ინფორმაციის მიღება სურთ, მაგრამ ოპერაციის შემდეგ თითქმის არ წუწუნებენ და არ გაწუხებენ. ქართველები ჩვენი რეგიონის ხალხია – ჯერ თქვენი ექიმები ხდებიან, მერე მეგობრები და ბოლოს ნათესავები. ექიმის მითითებებს ზუსტად ასრულებენ. ნეტავ სხვა პაციენტებიც ასეთ ყურადღებას იჩენდნენ.
OP. Dr. Murat Atay, მამოლოგ-ქირურგი: დიდი ხანია მაქვს პატივი, ვიცნობდე ქართველ ერს. მათთან კომუნიკაცია ძალიან მარტივია, საოცრად გონიერი ერია. მკურნალობის პროცესში ჩართული პაციენტის ახლობლები კიდევ უფრო გვიმარტივებენ პაციენტის გამოჯანმრთელებას, რადგან სრულად არიან ჩართული პროცესში. ჩვენი გამოცდილი გუნდის ერთობლივად ჩართვის შედეგად ვაღწევთ შესანიშნავ შედეგებს.
OP. Dr. Mehmet Hakan Tekelioglu, M.D ზოგადი ქირურგი: საქართველოდან ჩამოსული პაციენტები ყოველთვის გამოირჩევიან სხვა ქვეყნის პაციენტებისგან, რადგან მათთან კომუნიკაცია ბევრად მარტივია. მათი გამჭრიახობით გვიადვილდება სამედიცინო კომუნიკაცია, მარტივია ავუხსნათ ერთხელ და მათთვის ის გასაგები ხდება. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდში მომუშავე ქალბატონ ეკას (თარჯიმანი), რომელიც გვეხმარება – ოპერაციის შემდგომაც აგრძელებს კომუნიკაციას პაციენტებთან და ჩვენც გვამცნობს ამის შესახებ.
OP. Dr. Eyüp Bakmaz, MD ორთოპედ-ტრავმატოლოგი: 11 წელია, რაც ქალბატონი მალინას დახმარებით ვიცნობთ ამ საოცარ ერს, ულამაზეს ქვეყანას – საქართველოს. ქართველი პაციენტები გამორჩევიან გონიერებით და უშუალო კომუნიკაციით. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ გვერდში დავუდგეთ და ყველაფერი გავაკეთოთ მათ გამოსაჯანმრთელებლად.
Pr. Dr. Sezer Sağlam, მედიკალონკოლოგი: სამედიცინო სფეროში ონკოლოგია უმეტესად საშიშ ასოციაციას იწვევს, თუმცა ქართველი პაციენტები გამოირჩევიან უშიშარი და მებრძოლი ბუნებით. მოხიბლული ვარ მათი ამ უნარით. მე, როგორც მათი მკურნალი ექიმი, მათთან ერთად უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელ შედეგებს ვაღწევ.
Pr. DR. M. ŞEFİK İĞDEM, რადიაციული ონკოლოგი: ფლორენს ნაითინგელის გაირეთეფეს საავადმყოფოში მდებარე რადიაციული ონკოლოგიის კლინიკა თანამედროვე ინფრასტრუქტურით ყველა ასაკისა და ყველა ქვეყნიდან ჩამოსულ პაციენტს სთავაზობს სიმსივნის პერსონალიზებულ, მზრუნველ და პროფესიონალურ მკურნალობას. ჩვენი საერთო მიზანია კიბოს დასრულება. როგორც გეოგრაფიულად ახლოს მყოფ და ოჯახური სტრუქტურით მსგავს ქართველ პაციენტებთან, მათ პრობლემებს მრავალდარგობრივი მიდგომითა და გუნდური მუშაობით ვაგვარებთ.
Pr. Dr Ömür Gökmen Sevindik: გამარჯობა. მე ვარ პროფესორი დოქტორი ომურ გიოკმენ სევინდიკი. ვმუშაობ სტამბოლის ფლორენს ნაითინგეილის საავადმყოფოში, ჰემატოლოგიის დეპარტამენტში. განსაკუთრებული ყურადღებით ვემსახურებით პაციენტებს საქართველოდან, ვთავაზობთ უმაღლესი დონის მომსახურებას, მოწინავე გამოკვლევებითა და მკურნალობის მეთოდებით. ჩვენს ჰემატოლოგიურ კლინიკაში, რომელიც ფუნქციონირებს საავადმყოფოს ფარგლებში, ვთანამშრომლობთ წამყვან საერთაშორისო ჰემატოლოგიურ სკოლებთან, რათა პაციენტებს შევთავაზოთ ყველაზე სწორი და თანამედროვე თერაპიები. ჰემატოლოგიური დაავადებების უმეტესობაში შიშის ადგილი დაიკავა იმედმა, რომელიც მოდის ინოვაციური მკურნალობებით – და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ამ იმედის ნაწილი ვართ.
Pr. Dr. Remzi Emiroğlu & Dr. Ahmet Atasever, ტრანსპლანტოლოგების გუნდი: 1998 წლიდან დაწყებული, ორგანოთა გადანერგვისა და ჰეპატობილიური ქირურგიის კარიერის განმავლობაში, მყავდა უამრავი პაციენტი მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ბოლო წლებში კი შანსი მქონდა, Gürcistan-ის რეგიონიდან პაციენტების მკურნალობის. ზოგი მათგანი რამდენჯერმე იყო ოპერირებული ან სხვადასხვა დაავადება ერთდროულად ჰქონდათ, რაც რთულ და მრავალშრიან სამკურნალო პროტოკოლებს მოითხოვდა. დასაწყისში ყველაზე მეტად გამაოცა იმან, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ქვეყანაში ესა თუ ის სამკურნალო ალტერნატივა არ არსებობდა, ისინი მარტივად ადაპტირდებოდნენ, ადვილად ერგებოდნენ ახალ მეთოდებს და ძალიან სწრაფად იღებდნენ სწორ გადაწყვეტილებებს. მათი უკეთ გაცნობის შემდეგ კი მივხვდი, რამდენად ემოციურები და თავდადებულები არიან როგორც პაციენტები, ასევე მათი ახლობლები. ერთ-ერთი პაციენტის შემთხვევაში თითქმის მთელი ოჯახი მზად იყო დონორი გამხდარიყო. ეს აჩვენებს, რამდენად ძლიერია ოჯახური ერთობა და როგორი სიმამაცით ეგებებიან რთულ მკურნალობებს. ასეთი ადამიანები ყველა ექიმის პატივისცემას იმსახურებენ.
Pr. Dr. Sadik Server, ინტერვენციული რადიოლოგიის სპეციალისტი: საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, ქართველი ხალხი კი ძალიან თბილია. ორჯერ ვიმყოფებოდი ბათუმში, ქართველ ექიმებს, ჩემს მეგობრებს დარგის სიახლეები გავუზიარე.
მე, როგორც ინტერვენციული რადიოლოგი, დახურული მეთოდით ვმკურნალობ ტვინის ანევრიზმას და სახის სისხლძარღვოვანი მანებით დაავადებულ მრავალ პაციენტს, რადიოემბოლიზაციით ღვიძლის კიბოთი დაავადებულ პაციენტებს და სანაღვლე გზების დრენაჟით. ღვიძლის ციროზით, პორტული ჰიპერტენზიით და ამასთან დაკავშირებული კუჭ-ნაჭლავის სისხლდენით დაავადებულ პაციენტს TIPS (ტრანსიგულარული პორტოსისტემური შუნტი) შეუჩერდა და პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ჩემთვის დიდი პატივია ვუმკურნალოთ ჩვენს ქართველ პაციენტებს ჩვენთვის ხელმისაწვდომ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებაში.
ტექსტი: სოფიო მალანია