#OK! თბილისის ცენტრში 50-ნომრიანი HOTEL MONDAY გაიხსნა – DNT Group-ის მორიგი შთამბეჭდავი პროექტი

3 weeks ago 24

DNT GROUP-ი სასტუმროების მენეჯმენტ კომპანიაა, რომელიც 2021 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და დაკომპლექტებულია პროფესიონალი მენეჯერებით. გუნდის თითოეულ წევრს სტუმარმასპინძლობის სექტორში სასტუმროების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

DNT Group-ის მომსახურებებში შედის: სასტუმროს დაგეგმარება/დეველოპმენტი; სასტუმროს მომზადება გახსნისთვის, სასტუმროს სრული მართვა და აუტსორს-გაყიდვები.

DNT GROUP-ი ამჟამად აერთიანებს 7 სასტუმროს თბილისსა და რეგიონებში. 5 მდებარეობს თბილისში, 1 ყაზბეგსა და 1 ქუთაისში. კომპანიაში დასაქმებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

კომპანიას წლიდან წლამდე შთამბეჭდავი ზრდის ტემპი აქვს, რაც თითოეული პროექტისადმი ინდივიდუალური მიდგომით არის გამოწვეული. აქცენტს ვაკეთებთ სტუმრების კმაყოფილებაზე, სასტუმროების დატვირთულობასა და მაღალ ფინანსურ შედეგებზე. ბოლო პროექტი სასტუმრო Monday-ა, რომელიც 9 მარტს საზეიმოდ გაიხსნა.

პროექტი განხორციელდა უცხოური ინვესტიციით. ჯამური ღირებულება 7 მილიონ დოლარს შეადგენს და დასაქმებულია 25 ადამიანი. სასტუმრო სრულად შექმნილია თანამედროვე არქიტექტორული ხედვებითა და საინჟინრო სტანდარტებით და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიის ტექნიკით.

სასტუმრო Monday შედგება 50 ნომრისგან და მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ძველ უბანში, ახლოს მარჯანიშვილის მოედანთან. მისი უნიკალური მდებარეობა სტუმარს საშუალებას აძლევს, დატკბეს თბილისის მარჯვენა სანაპიროს ლამაზი ხედებით: მთაწმინდა, ფუნიკულიორი და მდინარე მტკვარი.

სასტუმრო მოიცავს ბიუჯეტურ, მაღალი კლასის ლუქს და ბიზნესკატეგორიის ოთახებს და მათი უმეტესობა შედგება როგორც საძინებელი, ასევე საცხოვრებელი სივრცით. ყველა ოთახი გვთავაზობს მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროს, კომფორტულ საწოლს, მაღალი ხარისხის თეთრეულს, ყავისა და ჩაის გასაკეთებელ კომპლექტს, სწრაფ უფასო WIFI-ს და ყველა იმ ატრიბუტს, რაც საჭიროა კომფორტულად დასვენებისთვის.

გამორჩეულია ლოფტ-ბარი, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები.

სასტუმრო მოიცავს მაღალი სტანდარტებით მოწყობილ სასაუზმე სივრცეს, მიმღებ ჰოლს – სადაც გადანაწილებულია მოსასვენებელი და გასართობი სივრცე; ტერასებსა და მყუდრო ეზოს. საუზმის კონცეფცია სრულად მორგებულია იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რის მიხედვითაც მაღალი კლასის სასტუმროები ხელმძღვანელობენ. ასევე სტუმრებს საშუალება ექნებათ, მიირთვან ქართული გემოებით შექმნილი კერძები, რათა შეძლონ ქართული სამზარეულოს ელემენტების გაცნობა.

ამ უპირატესობების გათვალისწინებით კი სასტუმრო Monday თითოეულ უცხოელ თუ ადგილობრივ ტურისტს ან საქმიანი ვიზიტით ჩამოსულ სტუმარს განსაკუთრებულ გამოცდილებას ჰპირდება.

DNT ჯგუფის მიმდინარე საქმიანობას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: www.dntgroup.ge

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა