#OK! თქვენი უნიკალური გამოცდილება Redbow-სთან ერთად

2 days ago 6

OK! გაგაცნობთ Redbow-ს, რომელიც ივენთ მენეჯმენტის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში და 2012 წლიდან აქტიურად ქმნის და ავითარებს ღონისძიებების ორგანიზების ინდუსტრიას. წლების განმავლობაში კომპანიამ მნიშვნელოვანი გზა განვლო, განახორციელა ბევრი საინტერესო და განსხვავებული პროექტი და თავისი გამოცდილებით ხელი შეუწყო ბაზრის სტანდარტების ამაღლებას.

როგორც ცნობილია ბრენდი უკვე მრავალი წელია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. გვიამბეთ მისი ტრანსფორმაციისა და ახალი სტრატეგიის შესახებ.

კომპანიამ განახორციელა სიღრმისეული რებრენდინგი. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ შეიცვალა ბრენდის სახელი – Rembow და დაერქვა – Redbow პირდაპირ ითარგმნება, როგორც წითელი ბაფთა. Redbow-მ ახალი სახელწოდებიდან და სტრატეგიული პლატფორმიდან გამომდინარე შეიცვალა ლოგოც და სრულად ვიზუალური იდენტობა. ახალი სტრატეგია ემყარება თანამედროვე ტენდენციებს, მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას და ბაზრის მოთხოვნების მუდმივ ანალიზს.

რა არის Redbow-ის მიზანი?

Redbow-ს მიზანია, იყოს არა მხოლოდ ღონისძიებების ორგანიზატორი და შემსრულებელი, არამედ იყოს კომპანიების სანდო და საიმედო პარტნიორი ნებისმიერი ტიპის კორპორატიული, მარკეტინგული თუ სხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვის და ორგანიზების პროცესში, რომელიც ქმნის უნიკალურ გამოცდილებებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

Redbow-ის ახალ ვიზუალურ იდენტობაზე გვიამბეთ.

Redbow-ს ახალი ვიზუალური იდენტობა მკვეთრად განსხვავდება არსებულისგან. ახალი ბრენდინგი არის უფრო თანამედროვე, მინიმალისტური და დახვეწილი, რაც ასახავს კომპანიის ახალ სტრატეგიას და ბრენდის შინაარსს.

განსაკუთრებით საინტერესოა ბრენდის ძირითადი სიმბოლო. რა დატვირთვა აქვს მას?

ბრენდის ძირითად სიმბოლოს ღრმა კონცეპტუალური დატვირთვა აქვს. ლოგო აერთიანებს სახელის პირველ ასოს, ადამიანის სილუეტს და ბაფთას, რაც შესანიშნავად გადმოსცემს კომპანიის დინამიურობასა და მისი საქმიანობის არსს. ეს სიმბოლიკა ხაზს უსვამს რედბოუს მისიას – ადამიანების გაერთიანებას და მოვლენებისა თუ გარემოს ტრანსფორმაციას.

კომპანია ასევე გავიდა საერთაშორისო ბაზარზე. 

კომპანიის მთავარი სიახლეა საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. Redbow-მ პირველი წარმომადგენლობა გახსნა გაერთიანებული არაბეთის ემირატებში, დუბაიში, ქალაქში, რომელიც ცნობილია როგორც ბიზნესის და ინოვაციების საერთაშორისო ჰაბი. დუბაი წარმოადგენს თანამედროვე მეგაპოლისს, სადაც თავმოყრილია უზარმაზარი საქმიანი შესაძლებლობები.

სხვასაინტერესო სიახლეებთან ერთად Redbow-ს აქვს ახალი ოფისი, რაც ახალი ეტაპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა. გვიამბეთ ამის შესახებ.

ბოლო პერიოდში Redbow-ს განვითარება განსაკუთრებით შესამჩნევია: გაფართოვდა გუნდი, გაიზარდა შეთავაზებების სპექტრი და კომპანიამ ახალი, ფართო და თანამედროვე ოფისი გახსნა, რაც პირდაპირ და სიმბოლურად ასახავს მის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას. ეს ცვლილებები მხოლოდ ფიზიკური სივრცის განახლებას არ ნიშნავს – ეს არის განახლებული ხედვის, მოტივაციისა და ამბიციური მიზნების დასაწყისი.

სრულად წაკითხვა