#OK! “იაკუძა ლაუნჯი” – გახდი საუკუნოვანი ტრადიციის მონაწილე

1 week ago 7

“იაკუძა ლაუნჯი” უკვე რამდენიმე თვეა, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და აზიური სამზარეულოს მოყვარულებს ყველაზე განსხვავებული და დაუვიწყარი გემოების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

რესტორანი თბილისის შუაგულში, ზაარბრიუკენის მოედანზე, დავით აღმაშენებლის 5 ნომერში მდებარეობს და საზოგადოებას კვირის ნებისმიერ დღეს 12:00-დან 00:00 საათამდე მასპინძლობს.

გარდა იმისა, რომ იაკუძა ლაუნჯი ჯადოსნურ გარემოში გიმასპინძლებთ, აქ დაგხვდებათ უმაღლესი ხარისხის პროდუქტით დამზადებული აზიური კერძები. ლაუნჯის კლასიკური და საავტორო როლების მიქსი კი თანამედროვე ტექნოლოგიისა და საუკუნოვანი ტრადიციის იდეალური ბალანსია.

განსაკუთრებულ აღნიშვნას პეკინური იხვი იმსახურებს, რომლის მომზადების პროცესიც საკმაოდ სპეციფიკური და გრძელვადიანი ტექნოლოგიით გამოირჩევა. ხრაშუნა კანი და რბილი, წვნიანი, არომატული ხორცი, ამ კერძს ჩინური კულინარიის გამორჩეულ დელიკატესად აქცევს. ამიტომ არ უნდა გაუშვათ ხელიდან ამ საოცარი კერძის დაგემოვნების შანსი, რომელსაც იაკუძა ლაუნჯი ექსკლუზიურად მის სტუმრებს სთავაზობს.

რესტორანი განსხვავებულია მისი უნიკალური კონცეფციითაც, რადგან გარდა უგემრიელესი აზიური კერძებისა და მყუდრო და კომფორტული გარემოსი თქვენ შეგიძლიათ გახდეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი დღესასწაულების მონაწილე და შეიქმნათ ჯადოსნური განწყობა, შეუერთდეთ ტრადიციულ რიტუალებს, სადაც თანამედროვეობისა და აზიური ტრადიციების უნიკალური შერწყმა არცერთ სტუმარს არ ტოვებს გულგრილს.

სრულად წაკითხვა