#OK! იამალი უფასო ავტოგრაფებს აღარ დაარიგებს

1 day ago 6

„ბარსელონასა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მარჯვენა გარემარბმა, ლამინ იამალმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების გამო გულშემატკივრებისთვის უფასო ავტოგრაფების დარიგება შეწყვიტა – ამის შესახებ Mundo Deportivo წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელი განიხილავს  კომერციულ შეთავაზებას სპეციალური პლატფორმის საშუალებით ავტოგრაფების გაყიდვაზე. ამჟამად ის მოლაპარაკებებს აწარმოებს სარეკლამო კომპანიასთან, რომელიც იამალის ავტოგრაფიანი სპორტული საქონლის გაყიდვას გეგმავს.

 Где играет Ламин Ямаль, История выступлений, Трансферы и Травмы

გარიგების მიზანია, რომ იამალის ავტოგრაფი იშვიათი და ექსკლუზიური გახადოს,  რაც მის კომერციულ ღირებულებას გაზრდის. შედეგად, მოთამაშის მიერ ხელმოწერილი სუვენირები და საფეხბურთო საქონელი მხოლოდ ოფიციალური გაყიდვების არხით იქნება ხელმისაწვდომი.

Mundo Deportivo ირწმუნება, რომ იამალი ძველებურად ურთიერთობს გულშემატკივრებთან და ფოტოებს იღებს, მაგრამ ავტოგრაფებს აღარ არიგებს. „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ მხარი დაუჭირა იამალის გადაწყვეტილებას და ავტოგრაფების გარკვეული რაოდენობის მოპოვებას აპირებს, რადგან ასევე დაკავებულია სპორტული საქონლის გაყიდვით, რომელსაც ფეხბურთელების ხელმოწერები ამშვენებს.

Суперзвезда «Барселоны» перестанет раздавать бесплатные автографы » Новости Беларуси - последние новости на сегодня - UDF

ცნობისთვის, ლამინ იამალი აღიარებულია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. ის 2024/25 წლების „ოქროს ბურთის“ კანდიდატად დასახელდა,  თუმცა, საბოლოოდ, ჯილდო პსჟ-ს თავდამსხმელმა, უსმან დემბელემ მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ტესტი: გამოიცანი ფეხბურთის გუნდი ლოგოს მიხედვით

სრულად წაკითხვა