#OK! ივნისის 4 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

3 weeks ago 9

ივნისის მეორე ნახევარი განსაკუთრებული ასტრონომიული სანახაობებით იქნება დატვირთული.

17 ივნისი –  რეგულუსის და მარსის შეერთება

ლომის თანავარსკვლავედის უძრავი ვარსკვლავი რეგულუსი და  პლანეტა მარსი ერთმანეთს მიუახლოვდებიან, რაც ორმაგი ვარსკვლავის ეფექტს შექმნის.

ასტროლოგიურად მათი შეერთება შესაძლოა ნიშნავდეს :

  • დიდ მოტივაციას წარმატებისკენ;
  • ენერგიას, რომელიც მიმართულია ლიდერობისკენ;

  •  ამბიციას და მოქმედებებს.

ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და სანახაობრივი მოვლენა ივნისში.

19 ივნისი – მთვარის, სატურნისა და ნეპტუნის  თანხვედრა

მათი განლაგება შექმნის მომღიმარი სახის გამოსახულებას.

ასტროლოგიური განმარტებით ადამიანი შესაძლოა ამ დღეს:

  • იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავთან და ჩაუღრმავდეს ემოციებს;

  • გრძნობდეს დიდ ემპათიას, მაგრამ უჭირდეს მისი გამოხატვა;

  • უჭირდეს ილუზიებისა და რეალობის გამიჯვნა.

27 ივნისი –  მეტეორული წვიმა

მეტეორული წვიმა წელიწადში რამდენჯერმე ხდება, მაშინ, როდესაც დედამიწის ატმოსფეროში უკიდურესად მაღალი სიჩქარით, პარალელური ტრაექტორიით  კოსმოსური ნარჩენები – მეტეორიდები შემოიჭრება. მათი უმეტესობა ქვიშის მარცვალზე პატარაა და შესაბამისად, ყველა მათგანი ატოსფეროში შემოსვლისას იწვება, რაც დედამიწიდან კაშკაშა ნათების სახით ჩანს.

29 ივნისი – სატურნისა და ნეპტუნის  თანხვედრა

ასტროლოგები ან თანხვედრას ” ციურ ტანგოს” უწოდებენ.

ეს დღე იდეალურია მარტო დარჩენის, მედიტაციისა და ღირებულებების გადაფასებისთვის.

შეარჩიეთ ბნელი ადგილი, ლამაზი ხედით და აუცილებლად წაიღეთ კამერა, რათა დააფიქსიროთ ეს იშვიათი მოვლენები.

სრულად წაკითხვა