#OK! იპოვე საკუთარი ელემენტი „8 ელემენტში“ – მინერალები ყველა სეზონისთვის

1 month ago 29

ყოველ ჯერზე, როცა „8 ელემენტის“ შოურუმს ვსტუმრობ, თავი ზღაპარში მგონია. ულამაზესი და ფერადი სამკაულები თავს განსაკუთრებული ქვებით იწონებენ. თითოეულ მათგანს თავისი ფერი, თვისება და ჯადოსნურობა აქვს, რომელსაც მომხმარებელიც გრძნობს. აქ მოსულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისთვის სასურველი მინერალებით თავისი გემოვნებით ააწყოს სამკაული, რაშიც, რა თქმა უნდა, დიზაინერიც დაგეხმარებათ. დღეს კი წარმოგიდგენთ მინერალებს, რომლებსაც სეზონები შევუსაბამეთ. წელიწადის სხვადასხვა დროს რა ფერებსაც ვხედავთ ბუნებაში და როგორც აღვიქვამთ ამ სეზონს ჩვენ, სწორედ ეს ემოცია გადმოგვაქვს მინერალებში. თუ გსურთ იგრძნოთ მეტი ბალანსი გარე სამყაროსთან, შესაფერისი მინერალების ტარება კარგი იდეაა.

ზაფხული

ზაფხული ტრადიციულად ასოცირდება ცხელ ამინდთან, დასვენებასა და ზღვასთან. სწორედ ამიტომ ვიზუალურად სადაფი და მარგალიტი უფრო შეეფერება ამ სეზონს. ეს ორივე მინერალი ოკეანეში ან მდინარეში იბადება.

სადაფი ამაგრებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას. ამაღლებს განწყობას. მოაქვს წარმატება. სიყვარულის სიმბოლოდაა აღიარებული.

მარგალიტი ელეგანტურობის შეუდარებელი სიმბოლოა. ხსნის ემოციურ დატვირთვას. მოაქვს ჰარმონია და სულიერი სიმშვიდე. ეხმარება სასიყვარულო ურთიერთობების დალაგებაში. ამყარებს იმუნიტეტს.

შემოდგომა

შემოდგომა საქართველოში უფრო რთველთან, ღვინის თემატიკასთან ასოცირდება. ასევე, ყვითელ ფოთლებსა და მოსავლის აღებასთან. ჩვენთვის შემოდგომის ასოციაციას იწვევს ისეთი ქვები, როგორიცაა აქატი და ავანტურინი, იასპის მრავალი სახეობა. ასევე, მეტად აქტუალური ხდება ძოწი, რომელიც ბროწეულის შინდისფერ მარცვლებს გვაგონებს.

აქატი იცავს უარყოფითი ენერგეტიკისგან, მატებს თავდაჯერებულობას და ახდენს დადებით ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე. ავანტურინი ამაღლებს ოპტიმისტურ განწყობას, იზიდავს სიყვარულს და მოაქვს ფინანსური წარმატება.

ზამთარი

ზამთარში ბუნება იძინებს, დღე იკლებს და ღამე უფრო ხანგრძლივი ხდება. სამკაულებში უფრო მეტად უპირატესობას მუქი ფერის მინერალებს ვანიჭებთ, მაგალითად, ისეთი როგორიცაა ლაზურიტი, რომელიც ლურჯი ფერისაა, ხოლო მისი ოქროსფერი პრინტის ჩანართები ღამის ცაზე ჯადოსნურ მოციმციმე ვარსკვლავებთან ასოცირდება. გამჭვირვალე მთის ბროლის ბუნებრივი კლასტერები ყინულისა და ფიფქების ულამაზესი კრისტალიზებული სტრუქტურის ანალოგია.

ლაზურიტი ძალაუფლების, წარმატებისა და კეთილდღეობის სიმბოლოა. მოაქვს წარმატება ბიზნესში და პირად ურთიერთობებში. ამყარებს ინტუიციას. აუმჯობესებს მეხსიერებას. ეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

მთის ბროლის ტარებას მოაქვს სულიერი კომფორტი, ასუფთავებს ორგანიზმსა და გონებას უარყოფითი აზრებისაგან. ასევე, ის დაგეხმარებათ უძილობასთან გამკლავებაში.

გაზაფხული

გაზაფხულზე იღვიძებს ბუნება და ივსები ენერგიით. გამოფხიზლების და განახლების პერიოდია. ვარდისფერი, მწვანე, ყვითელი ფერების ნაზი ტონალობები ჭარბობს ბუნებაში. კვარცის რამდენიმე სახეობა: ციტრინი, ამეთვისტო, ვარდისფერი კვარცი, პრენიტი, ოლივინი, მწვანე პრენიტი და სხვა ასოცირდება სინაზესა და ბუნების გაღვიძებასთან.

პრენიტიჰარმონიის სიმბოლოა. აძლიერებს, ამშვიდებს, ხსნის გონებას. აქვს ძლიერი სამკურნალო თვისებები. ეხმარება ნდობის დამყარებაში. ადამიანს უბიძგებს მოქმედებისკენ.

ვარდისფერი კვარცი სიყვარულისა და ოჯახის თილისმაა, მოაქვს ურთიერთგაგება. ანიჭებს სიცოცხლისუნარიანობას.

სრულად წაკითხვა