#OK! კატამ ჩართულ სარეცხ მანქანაში 10 წუთი გაატარა

16 hours ago 5

სანამ პატრონი შეამჩნევდა, ცნობისმოყვარე კატამ ჩართულ სარეცხ მანქანაში 10 წუთი გაატარა და ცოცხალი გადარჩა.

South China Morning Post-ის ცნობით, ჩინეთის ძიანსუს პროვინციაში ცნობისმოყვარე კატა, სახელად ცზინტიაო სარეცხ მანქანაში შეძვრა და  დაიძინა.

 Shutterstock

კატის პატრონმა ოთხფეხა მეგობრის გაუჩინარება ვერ შენიშნა და სარეცხი მანქანა 10 წუთიანი რეცხვის რეჟიმზე ჩართო. წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი როგორი გაოცებული დარჩა, როდესაც რეცხვის დასრულების შემდეგ სარეცხი მანქანის კარი გამოაღო და გარეცხილ ტანსაცმელთან ერთად სველი და აკანკალებული კატა აღმოაჩინა. საბედნიეროდ, მომხდარს კატა მცირე დაზიანებებით – გაწითლებული ცხვირით და თათებზე მცირე სილურჯეებით გადაურჩა.

 Douyin

ფისოს ვიდეომ სოციალურ ქსელში ცხარე დებატები გამოიწვია – ზოგმა მომხმარებელმა კატის პატრონი დაუდევრობასა და სისასტიკეში დაადანაშაულა, ზოგი კი ურჩევდა, ჩართვამდე სარეცხი მანქანა ყურადღებით შეემოწმებინა, თუმცა საეჭვოა, რომ ამის შემდეგ ცზინტიაომ სარეცხ მანქანაში დაძინება კიდევ სცადოს.

 Shutterstock

კატის პატრონმა პირობა დადო, რომ მომავალში უფრო ფრთხილად იქნება.

სრულად წაკითხვა