#OK! კეტი პერიმ კანადის ყოფილ პრემიერთან, ჯასტინ ტრუდოსთან რომანი გააბა

1 day ago 2

40 წლის კეტი პერი და 53 წლის ჯასტინ ტრუდო იახტაზე ჩახუტებულები გადაიღეს. მომღერალსა და კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრს შორის რომანის შესახებ ჭორები სიმართლე აღმოჩნდა.

Кэти Перри и Джастин Трюдо были замечены на роскошной яхте, целуясь.

თვითმხილველების ფოტოები Daily Mail-მა გამოაქვეყნა. ფოტოზე ჩანს, როგორ კოცნის და ეხუტება ჯასტინ ტრუდო კეტი პერის. ყოფილ პრემიერს მხოლოდ ჯინსის შარვალი აცვია, მომღერალი კი შავ საცურაო კოსტუმშია გამოწყობილი. ფოტოები სექტემბრის ბოლოს, სანტა ბარბარას სანაპიროსთან, გამვლელ ნავზე მყოფმა ტურისტმა გადაიღო.

ZERKALO.AZ Роман года, о котором месяцами ходили слухи, наконец получил официальное подтверждение -

„როდესაც მათი იახტა ვეშაპებზე დაკვირვების ნავს მიუახლოვდა, კოცნა დაიწყეს. თავიდან ვერ მივხვდი, მამაკაცი ვინ იყო, მაგრამ შემდეგ მის ხელზე ტატუ დავინახე და გავაცნობიერე, რომ ჯასტინ ტრუდო იყო“, – თქვა თვითმხილველმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი მომღერალი და მსახიობი კეტი პერი გასულ ზაფხულს, ცხრაწლიანი ურთიერთობის შემდეგ, მსახიობ ორლანდო ბლუმს დაშორდა. წყვილს ქალიშვილი, დეიზი ჰყავს.

 Кэти Перри и Орландо Блум расстались после девяти лет отношений

ჯასტინ ტრუდო მეუღლეს, სოფის 2023 წელს 18 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. პოლიტიკოსს სოფისთან სამი შვილი ჰყავს.

Жена премьер-министра Канады сообщила, что вылечилась от COVID-19 - РИА Новости, 29.03.2020

ივლისის ბოლოს ინტერნეტში გავრცელდა ჭორები პერისა და ტრუდოს შორის შესაძლო რომანის შესახებ: წყვილი პირველად ერთად რესტორანში შენიშნეს, მოგვიანებით კი ჯასტინი კეტის კონცერტს დაესწრო.

Кэти Перри заметили на свидании с экс-премьер-министром Канады Джастином Трюдо

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! რთული ბავშვობა, მშობლები, რომლებსაც მისი წარმატების არ სჯეროდათ და წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობა – კეტი პერის გზა წარმატებამდე

სრულად წაკითხვა