#OK! ლა კლინიკ აკადემიის ახალი პროგრამა – დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად ბიუთი პროფესიებს 100%იანი დაფინანსებით

3 days ago 3

ბიუთი ინდუსტრია დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სწრაფად მზარდი სფეროა. შესაბამისად დიდია მოთხოვნა კვალიფიციურ სპეციალისტებზე. სწორედ ამიტომ, ხარისხიანი განათლება  და პრაქტიკული გამოცდილება სწრაფ კარიერულ წინსვლას განაპირობებს. ,,ლა კლინიკის“ აკადემია სრულიად უფასოდ გთავაზობთ მოკლევადიან კურსებს სხვადასხვა მიმართუელბთ: ლაზერული ეპილაცია, კანის მოვლის თერაპია, წარბის მოდელირება და ბიუთ ლუქი – ვიზაჟის და სტილის ხელოვნება.

აღსანიშნავია, რომ  „ლა კლინიკის აკადემია’’ მუშაობს თანამედროვე სტანდარტებით და უახლესი აპარატურით, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან სწავლებას და მომზადებას. დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ორ ენოვანი სერტიფიკატი, რომელიც კარიერის დაწყებას საგრძნობლად გაამარტივებს.

როდის გაჩნდა ლა კლინიკის ადაკდემიის შექმნის იდეა?

თამუნა კერძაია, ლა კლინიკის თანადამფუძნებელი: ზოგადად ბაზარზე დიდია მოთხოვნა ბიუთი პროფესიებზე, განსაკუთრებით დიდი იყო ინტერესი შეესწავლათ სხვადასხვა მიმართულებები ლა კლინიკში. სწორედ ამიტომ წარმოვადგინეთ ახალი პროექტი – ლა კლინიკ აკადემია, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ და სერტიფიცირებული პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებებით: ლაზერული ეპილაცია, კანის მოვლის თერაპია,  წარბის მოდელირება და ვიზაჟის და სტილის ხელოვნება. ამ კურსების შესწავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია სახელმწიფოს მიერ 100%-იანი დაფინანსებით. რეგისტრაციისთვის აუცილებლად უნდა მოგვმართონ წინასწარ.

ვისთვისაა ეს კურსები განკუთვნილი და რის შესწავლას შეძლებენ მსმენელები?

ეკატერინე ჩანჩიბაძე (ჩანჩიკა), მხატვარ-დიზაინერი, სტილისტი და ვიზაჟისტი:  ნებისმიერი ადამიანი, გოგო იქნება თუ ბიჭი არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი მსურველი შეძლებს პროფესიულ დონეზე შეისწავლოს  მაკიაჟი და სტილის ხელოვნება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორი ამ პროექტში არის Mac cosmetic. შესაბამისად მოსწავლეები შეძლებენ მაღალი ხარისხის კოსმეტიკით შეისწავლონ ახალი პროფესია.

რამდენი ხანი გაგრძელდება სწავლება?

მაკა შავერდაშვილი, მხატვარ-დეკორატორი, ვიზაჟისტი და პროფესიონალი მოდელი: ეს პროგრამა 2თვე გაგრძელდება. კურსის ბოლოს მსმენელებს გადაეცემათ ორ ენოვანი სერტიფიკატი. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა დაეუფლოთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას ბიუთი სფეროში.

სრულად წაკითხვა