საზოგადოებაში დღესასწაულის მნიშვნელობა და მისი სწორად დაგეგმვა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ერთი დღის ღონისძიება. ეს არის ემოცია, გამოცდილება და მოგონება, რომელიც რჩება სამუდამოდ. სწორედ ამიტომ, „Laka Event School“-ი აცხადებს მიღებას ლაკა წერეთლის საავტორო კურსზე – „დღესასწაულის ორგანიზება და კოორდინირება“, რომელიც დამწყებებსა და უკვე პრაქტიკაში ჩართულ ადამიანებს საშუალებას აძლევს მიიღონ თანამედროვე ცოდნა და უნარები ღონისძიებების სფეროში.
სრული პროგრამა მოიცავს 8 ძირითად მოდულს, სადაც სტუდენტები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას:
- დღესასწაულის ორგანიზება და კოორდინირება
- ეტიკეტი და სხეულის ენა
- პიროვნების ფსიქოლოგია
- საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაცია და გაყიდვების ხელოვნება
- მენეჯმენტი და გუნდის მართვა
- პერსონალური ბრენდინგი
- პრაქტიკული გასვლები რეალურ ღონისძიებებზე
გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნობიან საერთაშორისო სტანდარტებს, თანამედროვე ტენდენციებსა და ინოვაციურ მიდგომებს ღონისძიებების ინდუსტრიაში.
ვისთვის არის კურსი?
კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს:
- ახალი პროფესიის შეძენა
- საკუთარი ჰობის საქმიანობად გადაქცევა
- პედაგოგებისთვის, პიარისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლებისთვის
- ეიჩარებისა და ტრენერებისთვის
- ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია ივენთის ორგანიზებით
კურსის სარგებელი
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
- ღონისძიების სრულფასოვნად დაგეგმვასა და კოორდინირებას ნულიდან
- გუნდის მართვის თანამედროვე სტრატეგიების ათვისებას
- საკუთარი კონცეფციებისა და ბრენდის შექმნას
- საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით პროექტების განხორციელებას
კურსი სრულდება ორენოვანი სერთიფიკატის მიღებით, ხოლო საუკეთესო სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ „Laka Event Company“-ში.
ტრენერები
კურსს უძღვებიან დარგის წამყვანი მოწვეული სპეციალისტები:
- დიანა ნიკოლაიშვილი – ფსიქოთერაპევტი და ტრენერი, ფსიქოთერაპიისა და პიროვნული განვითარების ცენტრის „სტიმულის“ დამფუძნებელი, 17 წლიანი გამოცდილებით.
- ხათუნა მდინარაძე – ბიზნეს-ტრენერი და ქოუჩი, საგანმანათლებლო სივრცე „არქე“-ს დამფუძნებელი, 15+ წლიანი გამოცდილებით.
- სწავლების ფორმატი: ჰიბრიდული
- ხანგრძლივობა: 1 წელი და 6 თვე
- ღირებულება: 2000 ევროს ექვივალენტი ლარში
- მიღება ხდება გასაუბრების საფუძველზე
დეტალური ინფორმაციისთვის: +995 599 71 25 58
„დღესასწაული იწყება შენით. მოხარული ვარ, რომ ჩემი 12 წლიანი გამოცდილება გაგიზიაროთ. გახსოვდეთ, დღესასწაულის შექმნით საკუთარ ბედნიერებასაც ქმნით!“ – ლაკა წერეთელი.