#OK! ლარდი Logo

2 weeks ago 15

საბავშვო ბაღი არ არის ადგილი, სადაც პატარები, უბრალოდ, დროის გაყვანის მიზნით მიდიან; ეს არის სივრცე, სადაც ზრუნავენ, რომ პატარებმა განივითარონ ყველა ის უნარი, რაც საჭიროა მათ ასაკში და მოხდეს ბავშვის პიროვნებად ფორმირება. ჩვენმა დღევანდელმა რესპონდენტმა – ნინო მაისაშვილმა, ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში გადაწყვიტა ინგლისში სწავლის გაგრძელება – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით, რათა სამშობლოში დაბრუნებულს საბავშვო ბაღი გაეხსნა. მან ეს ოცნება აისრულა და დღეს ჩვენს მკითხველს საკუთარი საბავშვო ბაღის, „ლარდის“ შესახებ უყვება.

რა იყო საბავშვო ბაღი „ლარდის“ შექმნის მიზანი?
(ნინო მაისაშვილი, „ლარდის“ დამფუძნებელი და დირექტორი): მინდა გულახდილი ვიყო თქვენს მკითხველთან და მოგიყვეთ ჩემი ბავშვობის ოცნების შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ არასდროს დანებდეთ, არასოდეს თქვათ თქვენს ოცნებაზე უარი. შეიძლება ის ბევრისთვის არარეალური იყოს, თუმცა თქვენ უნდა გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების და მიზანი დაისახოთ. აქვე მადლობას გადავუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა ამ პროექტის განხორციელებაში, განსაკუთრებით კი, ჩემი ოჯახის წევრებს.

22 წლის წინ, სულ რაღაც 13 წლის ვიყავი და ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება დაუკავშირდებოდა ბავშვებს. ღრმად მჯეროდა, რომ ბავშვს ბოსტანში (კომბოსტოში) ვიპოვიდი და მისი აღზრდისა და ზრუნვის შესაძლებლობა მომეცემოდა. 17 წლის ასაკში გადავწყვიტე ინგლისში სწავლის გაგრძელება, მაშინ ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობი მიმართულებით, რომელიც მოიცავდა სკოლამდელ აღზრდას და განათლებას. ჩემი ოცნება იყო, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩამომეტანა ჩემს ქვეყანაში და აქ გამეხსნა სივრცე, რომელიც

სრულად წაკითხვა