„ლიდერ ქალთა საზოგადოებამ” მორიგი, რიგით მე-11 საქველმოქმედო/წარდგენის ღონისძიება წარმატებით ჩაატარა, რომელსაც ასობით წარმატებული ქალბატონი დაესწრო. წლევანდელი შეხვედრა ორმაგი მნიშვნელობის მატარებელი იყო.
ღონისძიება აქტიურად იყო მიძღვნილი ონკოლოგიური პაციენტების, კერძოდ კი ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალბატონებისთვის და ამ თემის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის. ღონისძიების მთავარი მიზანი არა მხოლოდ საინფორმაციო ფონის შექმნა, არამედ იმ მენტალური და ემოციური მხარდაჭერის გაწევა გახლავთ, რაც ამ რთულ ბრძოლაში მყოფი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია. ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ისეთ მნიშვნელოვან პროცესად იქცა, რომლისთვისაც საჭირო ხდება განათლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ლიდერ ქალთა საზოგადოება მუშაობს ამ მიმართულებით და თითოელი ღონისძიება ყოველთვის საქველმოქმედოა. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა, არამედ იმ მხარდაჭერის სისტემების გაძლიერებაც, რომლებიც პაციენტებს და მათი ოჯახების წევრებს დაეხმარება ამ რთულ პერიოდში. გავლენა, რომელსაც ამა თუ იმ ღონისძიებას შეუძლია მოახდინოს, უდიდესია. ყოველი ასეთი ინიციატივა აძლიერებს ქალებს, აჩენს ნდობას და ხელს უწყობს იმ ცვლილებების განხორციელებას, რომლებიც დასჭირდება ცხოვრების ყველა ასპექტში. საზოგადოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები კი, მათ შორის საუბრები, ლექციები, გადაცემები და შემეცნებითი აქტივობები, მყარ საფუძველს აყალიბებს და ეხმარება პაციენტებს არ იგრძნონ თავი მარტო ამ ბრძოლის დროს. ღონისძიების მეორე მთავარი ასპექტი ორგანიზაციის რიგებში ახალი, ღირსეული წევრების მიღება და მათი საზოგადოების წინაშე წარდგენა იყო.
„ლიდერ ქალთა საზოგადოება” წლების განმავლობაში რჩება მნიშვნელოვან პლატფორმად, სადაც წარმატებული ქალბატონები ერთიანდებიან კეთილი საქმეების განსახორციელებლად და საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების დასამკვიდრებლად. ორგანიზაციის ძირითადი მისიაა საქართველოში მოღვაწე წარმატებული ქალების წვლილის აღიარება და მათი მიღწევების წარმოჩენა.
დამსწრეთა გადმოცემით, ღონისძიება გამოირჩეოდა განსაკუთრებული ატმოსფეროთი, სადაც სუფევდა ურთიერთმხარდაჭერის, მოტივაციისა და სიხარულის განწყობა. შეხვედრამ მონაწილეებს საშუალება მისცა გაეფართოებინათ პროფესიული კონტაქტები და დაემყარებინათ ახალი კავშირები.
„ლიდერ ქალთა საზოგადოების” მიერ ორგანიზებული ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ გახდა ნათელი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ერთობა და სოლიდარობა როგორც სოციალური პრობლემების მოგვარების, ისე პროფესიული განვითარების გზაზე.