#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აპრილის ნომრისთვის

1 week ago 5

აპრილი ყოველთვის უცნაური თვეა. სიხარული და სირთულეები გადაჯაჭვულია ერთმანეთში. უმეტესად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული სწორედ აპრილშია ხოლმე. დღე – რომელზე დიდიც არ არსებობს.  ყოველ წელს ხელახლა აღდგება ხოლმე სიყვარული ადამიანში. როგორც სახარებაშია ნათქვამი: „…ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“. (იოანე 3:16).

9 აპრილის ტრაგედიამ ჩვენი უახლესი ისტორია გარდატეხა. იმ დღეს ჩვენ მივიღეთ გაძლიერებული რწმენა და ემოციური ძალა იმის შესახებ, რომ მხოლოდ თავისუფლებაა მნიშვნელოვანი. თუმცა, დღეს ხშირად ვისმენთ მოსაზრებას, რომ თავისუფლებისთვის თავგანწირვა არასწორია. მაგრამ ისტორია საპირისპირო მაგალითებითაა სავსე. ქრისტემ სხვა მაგალითი მოგვცა. დიახ, ჩემთვის აღდგომა თავისუფლებისთვის თავგანწირვისა და მერე თავისუფლების მოპოვების დღეა. განა ფიზიკური წამების თავიდან აცილება არ შეეძლო უფალს? დაფიქრდით ამაზე.

ქრისტე აღდგა – ჭეშმარიტად აღდგა.

გისურვებთ თავისუფლებას!

სიყვარულით,

მაიკო წერეთელი

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი

სრულად წაკითხვა