#OK! მატილდა გვარლიანი-მსოფლიო მოდის ქართველი ვარსკვლავი

2 weeks ago 4

ქართველმა ტოპ მოდელმა, 22 წლის მატილდა გვარლიანმა მსოფლიო მოდის ინდუსტრია კიდევ ერთხელ დაიპყრო.

2025 წლის შემოდგომა-ზამთრის პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში მატილდამ კვლავ აალაპარაკა მსოფლიო თავისი განსაკუთრებული და ყველასაგან გამორჩეული სვანური სილამაზით. მოდელი პოდიუმზე გამოვიდა ისეთი გავლენიანი და ცნობილი მოდის სახლებისთვის, როგორებიცაა: AMI, Dior, Chanel, LOUIS VUITTON, DOLCE & GABBANA, Victoria Beckham.

მატილდა გვარლიანმა სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში Look Models Management-ში დაიწყო. მისი პირველი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჩვენე ბა Dolce & Gabbana-ს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის შოუა. ეს იყო პირველი დიდი ბრენდი, რომლის ჩვენებაზეც მატილდა გამოჩნდა და განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. ამ წელს ასევე, მოდელმა კიდევ ერთ დიდ ბრენდთან ითანამშრომლა და Valentino-ის ახალგაზრდული ხაზის, REDValentino-ს კამპანიაში გამოჩნდა.

მოდელისთვის განსაკუთრებულად წარმატებული 2022 წელი აღმოჩნდა როცა ის ვიხილეთ არაერთი წამყვანი ბრენდის ჩვენებაზე , მათ შორის იყო: Chanel-ი, Dior-ი, Fendi, Carolina Herrera, ამასთანავე, მატილდა სამოდელო შემადგენლობაში დაამტკიცეს ისეთმა მოდის სახლებმა, როგორებიც არიან: Louis Vuitton-ი, Gucci, Valentino, Dolce&Gabbana, Ralph Lauren-ი, Diesel-ი, Vivienne Westwood-ი.

გარდა ოტ კუტურის ჩვენებებზე გამოსვლისა, მატილდა გვარლიანი გამოჩნდა არაერთ ვიდეო და ფოტოკამპანიებშიც მათ შორის, მოდელი ვიხილეთ Gucci-ის არაერთ ვიდეოში, Dior-ის ტუჩსაცხის კამპანიაში და Lacoste-ის სარეკლამო კამპანიაში. ამასთანავე, წარმატებით ითანამშრომლა Calvin Klein-თანაც, გამოჩნდა ბრენდის კატალოგში, ვიდეო და ფოტოკამპანიებში. ის ნელ-ნელა გამოჩნდა ყველგან-ბილბორდებზე, ვიტრინებზე, ჟურნალების გარეკანზე.

2022 წელს მატილდა გვარლიანი გავლენიანმა პლატფორმა Models.com-მა ტოპ ახალბედა სახეებს შორის დაასახელა, ამასთანავე მატილდა გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც Vogue-ის გარეკანზე დაიბეჭდა. მატილდას სამოდელო კარიერა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით განვითარდა და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს თვალწინ ქართველი მოდელი იქცა თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ტოპ მოდელად, კაშკაშა ვარსკვლავად. 2024 წლის დასაწყისში ის უკვე ყველა დამწყები მოდელისთვის საოცნებო ვიდეოკამპანიის მთავარი გმირის ამპლუაში მოგვევლინა – Chanel-ის ბესტსელერი სუნამოს, Chance-ის ახალ რეკლამაში გამოჩნდა.

მოდელის ცხოვრებაში შეიძლება ითქვას, რომ გარდამტეხ მომენტად იქცა მისი Victoria Secret-ის შოუში გამოჩენა. ეს იყო ზღაპარი, რომელიც რეალობად იქცა. გოგონა, რომელიც ტელევიზორის ეკრანიდან უყურებდა ანგელოზების პოდიუმზე გამოსვლას და დედას ქუსლიანი ფეხსაცმელებით, თავს მათ ნაწილად წარმოიდგენდა, 2024 წელს ვიქტორია სეკრეტის შოუზე გამოჩნდა. „ეს არ ყოფილა ოცნება, ეს იყო მიზანი“-აღნიშნა მოდელმა ამ ფაქტთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მატილდას Victoria Secret -ის შოუზე გამოჩენა მოდელის კარიერაში უდიდესი მნიშვნელობის აღმოჩნდა. ამან მოიტანა 17 ტოპ შოუ სეზონზე, ასევე, მოდელმა პირველად დახურა ჩვენება- Dolce&Gabbana-ის 2025 FW.

Screenshot

მატილდას უდიდესი წარმატების და მაღალი მოდის სახლებთან აქტიურად თანამშრომლობის მიუხედავად, ძალიან გულდასაწყვეტი ფაქტია, განსაკუთრებით ქართველებისთვის, რომ მატილდა ჯერ არ გვინახავს BALENCIAGA –სა და Blumarine-ის, იმ ბრენდების ჩვენებებზე, რომელთა სათავეშიც ორი მნიშვნელოვანი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია და დავიდ კომა არიან. ეს ფაქტი მატილდას გულშემატკივრებში ხშირად გულისწყრომას იმსახურებს დასახელებული ბრენდების მიმართ, რაც კარგად ჩანს სოციალურ ქსელებში.

მიზანდასახული, შრომისმოყვარე საოცარი ენერგიებისა და ქარიზმის მატარებელი ქართველი მოდელი კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას სხვადასხვა ბრენდებისთვის. და დარწმუნებულები ვართ, რომ პირველი ქართველი ანგელოზი სამოდელო სამყაროს კიდევ არაერთხელ აალაპარაკებს თავისი განსაკუთრებული ვიზუალითა, მიზანდასახულობითა და ქარიზმატულობით.

სრულად წაკითხვა