ახლახან ცნობილი გახდა, რომ მეგან მარკლის მამა, ტომას მარკლი ფეხის ამპუტაციის სამსაათიანი, რთული ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში მოხვდა. ფილიპინელი ექიმების ცნობით, ოპერაცია აუცილებელი გახდა თრომბის მოწყვეტის გამო, რამაც ფეხში სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა და მისი გაშავება გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, მეგანმა მამის მდგომარეობის შესახებ ახალი ამბებიდან შეიტყო. ჰერცოგინიას პრესმდივანი დიდი ხნის განმავლობაში დუმდა, ცოტა ხნის წინ კი მოკლე განცხადება გაავრცელა: „შემიძლია დავადასტურო, რომ მეგანი მამას დაუკავშირდა“.

მეგანის ძმამ, თომას უმცროსმა, დაადასტურა, რომ მამამისს ოპერაცია ჩაუტარდა.
„მამა ძალიან მამაცი ადამიანია. მისი ფეხი თავდაპირველად გალურჯდა, შემდეგ კი გაშავდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მე ის საავადმყოფოში წავიყვანე, სადაც რამდენიმე სკანირება და ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაუტარდათ და გვითხრეს, რომ ფეხის ამპუტაცია იყო საჭირო“ – თქვა მან.

თომას მარკლ უმცროსის თქმით, რომელიც მამის მთავარი მომვლელია, ექიმები პაციენტის მდგომარეობით ისევ „უკიდურესად შეშფოთებულები“ არიან. ოჯახის უფროსს ბარძაყიდან თრომბის ამოსაღებად კიდევ ერთი ოპერაცია ელოდება.
ცნობილია, რომ მეგანსა და მამამისს შორის ურთიერთობა პრინც ჰარისთან ქორწინებამდე გაფუჭდა. უთანხმოების ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ისაა, რომ რომ ტომასი 2018 წლის მაისში, სამეფო ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე პაპარაცებისთვის პოზირებას დათანხმდა. ქორწილის დღეს ის სტუმრებს შორის აღარ იყო და პატარძალი საკურთხეველთან მეფე ჩარლზ III-მ მიაცილა – გავრცელებული ინფორმაციით, ტომასმა ცოტა ხნის წინ გადატანილი გულის შეტევის გამო ხანგრძლივი ფრენა ვერ შეძლო.

მამა-შვილს შორის კონფლიქტი გამწვავდა როდესაც მეგანის მამამ მედიაში ქალიშვილის ცხოვრების წესის შესახებ საეჭვო კომენტარების გაკეთება დაიწყო.

„არ მომწონს, ის თუ ვინ გახდა ჩემი ქალიშვილი“ – განაცხადა ტომას მარკლმა ერთ-ერთ ინტერვიუში. კორონავირუსის პანდემიის დროს მან აღნიშნა, რომ მეგანისა და ჰარის ინტერვიუები და სამეფო ოჯახის მიმართ პრეტენზიები „უბრალოდ სასაცილოა“.
„ეს ყველაზე ცუდი დროა წუწუნისთვის, რადგან ამ პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში ხალხი იტანჯება“, – თქვა მარკლმა.
მეგანის მამამ ასევე აღნიშნა, რომ ქალიშვილს მისთვის აღარ სცალია და სრულიად არ ადარდებდა მისი უსაფრთხოება. მარკლს მიაჩნია, რომ ჰარი ვალდებული იყო მისთვის უსაფრთხოება უზრუნველეყო, როდესაც წყვილის ურთიერთობა საჯარო გახდა. თომასის თქმით, სამეფო ოჯახიც კი მოუწოდებს სასექსელებს, რომ ტომაა მარკლს დაეხმარონ, მაგრამ ისინი „უბრალოდ უგულებელყოფენ ამას“. მამა-შვილის დაპირისპირებაში მარკლის უფროსი ქალიშვილი, სამანტაც ჩართულია. ის ყოველთვის იცავდა მამას და მეგანს „სულელ ჰერცოგინიას“ უწოდებდა.
ასევე დაგაინტერესებთ

1 week ago
19







English (US) ·
Georgian (GE) ·